Help - Search - Member List - Calendar
Full Version: ქართველი ბიჭის ფიქრები
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო
beshqena
ჩვენ ვცხოვრობთ ყველაზე მაგარ ქვეყანაში და ყველა სხვა ქვეყანას ჩვენი შურს. ჩვენ ვართ ყველაზე ნიჭიერი და ღვთითკურთხეული ერი და ყველა დანარჩენი ერის და ქვეყნის მეცნიერება ჩვენი ტვინის ხარჯზე ვითარდება და მიდის წინ. და ამიტომ ყველა დანარჩენ ერს ჩვენი შურს. ჩვენ ყველაზე ლამაზი ქალები გვყავს, მაგრამ ჩვენს ჯინაზე მსოფლიო სლავ ქალებზე გიჟდება. გრუზინსკიი ხუი ბეტონ ლამაეტო, უძველესი სიბრძნეა, მაგრამ ფრანგმა თუ იტალიელმა კაცებმა ურცხვად მიითვისეს ეს დამსახურება რაოდენობრივი უპირატესობის ხარჯზე, და კიდევ იმის ხარჯზე რომ საბჭოთა კავშირში სექსი არ იყო და ცოტა არ იყოს გონს მოსვლა სჭირდება ერს 70 წლიანი პაუზის შემდეგ ...

მსოფლიომ იცის ქართველი კაცის პოტენციალის შესახებ სიმართლე - და მსოფლიოს შურს! გრეგორი პეკის ბებია იყო ქართველი, ოდრი ჰეპბერნის ბებიაც ქართველი იქნებოდა, ალბათ პირამიდებიც ქართველებმა ააშენეს რადგან ნიჭი მაინც ნიჭია და ვერ დამალავ... სტალინი, ბოროტი გენია, იყო ქართველი, ჰიტლერიც იქნებოდა ქართველი, მაგრამ არ დასცალდა ამის გამოაშკარავება, ამას გამარჯვების დღისთვის ინახავდა რომ თვალცრემლიანს ეთქვა მადლობა ლამარა ბებიას დევებზე ზღაპრებით შთამაგონა მსოფლიოს შეცვლის იდეაო... მოცარტიც იქნებოდა ქართველი და ცნობები სამწუხაროდ გაანადგურეს განზრახ და ვერაგულად, და მოკლეს აგრეთვე იმიტომ, რომ არ განეცხადებინა რომ იყო ქართველი... ხო, ქართველი იყო იმიტომ, რომ ქარტველი კაცის ბუნებაში არის ჩადებული სიყვარული მუსიკის და ყველაფერი ამაღლებულის მიმართ...

მოკლედ ვინც ნიჭიერი და ჭკვიანი იყო მსოფლიოში ვინმე, იყო ქარტველი და ყველა დანარცჰენ ერს ჩვენი შურს. ხო, კიდევ იბერია გაბრწყინდება იმიტომ, რომ ყველა თუ ავანთებთ ღამის პირველ საათზე ფანჯარაში სანთელს ერთსა და იმავე დღეს, კი გაბრწყინდება აბა რა... სანამ სანთელი ჩაიწვება. კიდევ იმიტომ გაბრწყინდება, რომ ვინ იცის რამდენი ბიჭი მოკვდა, ანდაც მერე რა რომ არმიაც აგარ გვყავს, ღმერთი გვიშველის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, ანგელოზები გადაგვეფარებიან, იცის ეს მსოფლიომ და შურს. ჩვენ ამასობაში, სანამ მსოფლიო გვიყურებს ვმღერით ქალაქის მთავარ მოედანზე… ხო, მუსიკა ქართველის ბუნებაშია ჩადებული, გიო ხუციშვილის ამის სჯერა და მღერის, ეთერ კაკულიასაც სჯერა... ვმღერით ... სანთლებით ხელში, ამასობაში ვიღაცის შვილი კვდება, აქვე თბილისთან ახლოს, გორში, ვიღაცის ძმა კვდება, მამაჩემი, რომელიც აღარაა ახალგაზრდა, მანქანით დაჭრილებს ატარებს გორიდან თბილისში, და ლექსენი, ახალგაზრდა და ჯანსაღი სხეულის პატრონი (ეგეც არა?) მღერის...

სიმღერა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ამბავია ამ დროს, მსოფლიო გვიყურებს და უნდა გამოვაჩინოთ ქართული ხორხის შესაძლებლობები, რომ მსოფლიოს შეშურდეს კიდევ ერთხელ... და თქვას მსოფლიოს ყველა ერმა ერთად, თუ ასეთი გამორჩეულები ხართ და თუ ჯადოსნური სიმღერაც კი იცით ომში ბიჭებს თბილისიდან ხმოვანი ტალღების მეშვეობით რაღაც ჯადოსნურ ძალას რომ აწვდის, მაშინ... ჩვენ ჩვენი საქმეები გვაქვს, თქვენნაირი ნიჭიერები ვერ ვართ და need some training რომ განვვითარდეთო…



ლაშა მიქაძე
gagatogo
ალენ დელონიც ქართველი იყო....ნამდვილი სახელი ალეკო დოლიძე ყოფილა ჩოხატაურელი.... diax.gif
Nika
კი ბატონო იყოს ეს თემა მარა დავხურავ რომ რამე უაზრო კამათი არ ატყდეს.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.