ხალხო!... ქართველებო!...
დახმარება მინდა თქვენი, ვისაც სურვილიც გაქვთ, შესაძლებლობაც და კარგი კამერაც...
პარლამენტიდან გეხმიანებით ... გრაფიკას ვამზადებთ პლაკატისთვის და მაგრად გვჭირდება რამდენიმე ხარისხიანი კადრი რამდენიმე ცნობილი თბილისური მონუმენტის - მათ შორის ვახტანგ გორგასლის და ქართლის დედის. პრობლმა იმაშია, რომ გვესაჭიროება ამ მონუმენტების ფოტო ფასში (თუ ანფასში ... თუ როგორც არის

იქნებ, თან მირჩიოთ ვინმემ, როგორ შეიძლება ამ საკითხის მოგვარება ტექნიკური თვალსაზრისით; ეგებ ვინმეს ჰქონდეს საკმარისად ძლიერი ოპტიკა , რომ, ვთქვათ, მეტეხის მოპირდაპირე სანაპიროდან შეძლოს მკვეთრი გამოსახულების მიღება. ან რამე ეგეთი...
დღევანდელ სიტუაციაში პატარა და დიდი საქმეები არ არსებობს - ყველანაირი დახმარება ზედმიწევნით დასაფასებელია!
დიდი მადლობა წინასწარ!
გაგვმარჯვებოდეს და გაგვმართლებოდეს!!!