Help - Search - Member List - Calendar
Full Version: ვეძებ გზებს
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო
Gogia
მოკლედ გადასაღებად მჭირდება კარგი გზები
გზას კარგი გარემოც უნდა ახლდეს.


თუ ვინმეს ეგულება, ჩამოწეროს მდებარეობა. ან თუ ფოტოც გადაუღია, მთლად უკეთესი, აქ ატვირთოს



მადლობა!
dave
მარნეულს რო გაცდები, სადახლოსკენ მიმავალი გზა არის საკაიფოდ პერსპექტიული.
Gogia
ფოტო ხო არ გაქ?
dave
ვნახავ, მგონი უნდა მქონდეს
Gogia
თუ იპოვი, აქვე ატვირთე
dave
user posted image

უკეთესი ადგილიც არის, პროსტა მანქანა არ გავაჩერებინე. გზის პირას ხეებია.
Gogia
უკეთესი? ზედა წერტილიდან გადაღება ალბათ გამიჭირდება
Goderdzi Makharashvili
სად მიდიხართ ასე შორს კაცო
აგერ კოჯრის გზაზე მშვენიერი ბუნების და გზის მეტი რაარის
Nina Minzoni
გომბორის გზა კაი სერპანტინებით..ძველი სახლებით და ლამაზი ბუნებით smile.gif
Lasha Ghughunishvili
კახეთში. ლაგოდეხისკენ რომ მიდიხარ. ნაკრძალისკენ
Added @ [mergetime]1215860483[/mergetime]
კიდევ ცხვარიჭამიისკენაც კარგი გზაა.
Lasha Ghughunishvili
რომელ სერვერზე ავტვირთო მითხარი და ცხვარიჭამიას გზას ავტვირთავ.
Rebecca
Gogia,

ესეიგი ცოტა შორია მაგრამ სუპერსკია

ყაზბეგის გზაზე
ა ფოტო smile.gif

user posted image

Linda

QUOTE
კიდევ ცხვარიჭამიისკენაც კარგი გზაა.



ცხვარიჭამიას გზას მეც ვემხრობი smile.gif უმაგრესია, გზის ირგვლივ სულ ხეებია smile.gif სამწუხაროდ ფოტო არ მაკვს
beshqena
გოგია,

სენაკი-ფოთის გზა, ულამაზეია, თავისი ფერებით, ჩრდილებით, ჭაობებით...

სამწუხაროდ არ მაქვს აქ ფოტო, მაგრამ მართლა ულამაზესი ადგილია!
Goderdzi Makharashvili
beshqena,
ჰოდა ბროდვეი ისეთი კარგიაო ნუ იტყვიო lol.gif
Gogia
Nina Minzoni,
ზუსტად სერპანტინი მინდა
Added @ [mergetime]1215884774[/mergetime]
user posted image

მაგალითისთვის
MaStErOFmAsTeRs
Gogia,

გრემის ეკლესიის გალავნიდან ჩანს კაი გზები smile.gif

აი ეს პატარა მონაკვეთია პროსტა რა. ანუ ზემდოან გადასაღებად კარგია. მოსახვევებიც ჩანს და რამე, პროსტა მე არ მაქ ფოტო sad.gif

user posted image
Levan Sikharulidze
http://viewmorepics.myspace.com/index.cfm?...imageID=1837753

ეს Fუნიკულორის გზაა.

და თუ ასვალტიანი არ გინდა ასურეთშია დიიიიდი ხორბლის მინდვრები მწვანე ყვითელ ფერებში გარშემო მთებში...

და იქვე ამ მინდვრებზევე რის სამანქანო გზა რომელიც მოფენილია ხორბლით მართლაც ლამაზია: )
Gogia
Levan Sikharulidze,
სამწუხაროდ რეგისტრაციას მთხოვს
მარა ფუნიკულიორის გზა მაინც არ გამოდგება, ნამეტანი ცნობადია
Nina Minzoni
გოგა ხოდა გომბორის გზა ნამდვილად კარგი...მერე ზევით გორებია საიდანაც ფანტასტიურად ჩანს ქვევით გზა,,,სამწუხაროდ არ მაქვს ფოტოები
MaStErOFmAsTeRs
ფუ გრემი კი არა ნეკრესის ეკლესიიდან არის ის ფოტო შემეშალა smile.gif ვნხავ რა თუ მაქვს სხვა ფოტოებიც. ერთ ადგიალს არი აი შენ რო დადე ფოტოები მესამე ფოტო როა მოხვეული გზა როა ეგეთ პონტში პროსტა ზემოდან უკურებ რა smile.gif
climber
სერპანტინი არის კაზბეგისკენ ფასანურს რო აგცდები გუდაურში რო შედიხარ DDDD.gif
და ფასანაურამდეც კარგი გზა ძან smile.gif
MAMONT
Gogia,

გზის მკვლევი გინდა შენ DDDD.gif
MACHAVARIANI
ჯავახეთში, სულ ეგეთი პეიზაჟებიაა
Nika Pkhakadze
ვალედან რომ გადადიხარ თურქეთში, კარგი უღელტეხიალია იქ, თან გადასვლაც დიდ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს მაგრამ ეხლა მაგის გამო იქ წახვიდე და არ მოგეწონოს არ იქნება კარგი მე ორი სურათი მაქვს მარტო.....
user posted image

user posted image
MACHAVARIANI
merec rom gauyvebi mag gzas dzaan magri xedebia turqetshii
Gogia
Nika Pkhakadze,
როდის გაქვს ეს ფოტოები გადაღებული?
მეორე ფოტოს ვირაჟი მევასა
და ვხვდები რო მარცხნიდან მთაზეც ახვალ და იქიდან ტყორცნი

ეხლა ვარკვევ ვალემდე როგორი გზაა
რუკაზე მაჩვენო შეგიძლია? (google)
Added @ [mergetime]1215977336[/mergetime]
რაღაცას მივაგენი, ახალციხე უნდა გავიარო და მერეა ვალე, ისე კვარიათის ვირაჟებიც არაა ცუდი, მთიდან თუ გადავიღე
Nika Pkhakadze
Gogia,
ეს ფოტოები შარშან აგვისტოში გადავიღე, ვალემდე კარგი გზაა, ვალედან საზღვრამდე ცუდი გზაა (5-10 კმ) და მერე თურქეთში კაი გზაა, და როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა მერეც კარგი გზებია ხედებითურთ
user posted image
რუკაზე ჩვენებაში მე ეს გავიგე
Gogia
იმედია ვალედან გადასვლა თურქეთში ისეთივე უპრობლემო იქნება, როგორც სარფიდან
Nika Pkhakadze
Gogia,
მე ექსკურსიაზე ვიყავი, გამყოლმა პასპორტი გამომართვა ნახევარი საათით და ისევ უკან მომიტანა პატარა ბილეთჩარტყმული, ეგ იყო და ეგ
Iceman
გოგი, გარეჯი, გარეჯი და გარეჯი!

ახლოა, მშვენიერი პერსპექტივით და მოსახვევებითაც

ცხვარიჭამია რაც შენ გინდა არ გამოდგენბა იმისთვის და არც კოჯორი

ყაზბეგი შეიძლება
და თბილისი-ახალციხე-ახალქალაქიც კარგი ვარიანტის მემგონი smile.gif
GrigolS
ბათუმიდან ქედასკენ თუ გახვალ იქ არის რაღაც სერპატინი, გარეჯშია საკაიფო გზა. გუდაურისკენაც მშვენიერი გზაა, მაგრამ ნუ გადასაღებად არცერთზე არ მიფიქრია, სერპატინია კარგი
Nika
ასფალტი არაა აქ თორე ამაზე მაგარი სერპანტინი არა მგონია სადმე იყოს.

user posted image
Iceman
და სადაა ეგ ადგილი?
Tato Robakidze
ვეთანხმები აისმენს smile.gif

გარეჯისკენ მართლა მაგარი გზა არის, მიხვეულ მოხვეული რაღაც ადგილებში, ზოგან სწორი
გარშემო ცხვრები და ძროხებიც მრავლადაა თუ ეგ გაინტერესებს, თავისი მწყემსებით და მწვანე გაშლილი მინდვრებით
Nika Pkhakadze
QUOTE
და სადაა ეგ ადგილი?

ეგ მგონი თუშეთში გადასასვლელი უღელტეხილია
ფშაველიდან -ომალომდე გზაა ეს ალბათ სადღაც უღელტეხილთან
Iceman
Nika Pkhakadze,
გავს ნამდვილად smile.gif
Guja
ეეეეეჰ გაგრა, ეეეეეეეეჰ სოჭი, ეეეეეჰ ტუაფსე, სერპანტინები მანდ უნდა ნახოთ cry.gif

ამოცანა რა გაქ კაცო, პროსტა სერპანტინები ამოცანა ხო არ არი
ულამაზესი გზაა შატილისკენ
ვარძიიდან ნიალაზე ასასვლელი გზა, მარა იქ ასფალტი არ არის,
ნაქერალაზე ასვალა და ჩასვლაც ძალიან საინტერესოა ჩანჩქერებით და ტბებით,
შორს რო არ წახვიდე შესანიშნავი სერპანტინია გელათში,
სამტრედია-ჩოხატაურის გზაა შესანიშნავი, მარა იქ ვერ გადაირებ, ხეები შეგიშლის, თუმცა მცირე მონაკვეტები ზღაპრული გამოვა
ზუგდიდი-ჯვარის მონაკვეთი ჯვარს ზემოთ ხო საერთოდ ზღაპარია!!!

ბევრი ძალიან ლამაზი ადგილია, მთავარია შენ რა გინდა



Gogia
Nika,
ფოტოდავ რთულია მდებარეობა დაადგინო


Guja,
ის ადგილები მინდა, სადამდეც სედანით მივალ

Iceman,
გარეჯთან გზა აღარ არის, ამის თაობაზე ჩალათას ველაპარაკე
Iceman
Gogia,
რა მოუვიდა? blink.gif
Iki Bazadze
X 6-ის ბაზარია?
Mikheil Samkharadze
სიღნაღის სერპანტინებია ძალიან ლამაზი !!!

ზემოდანაც მინახავს კადრები smile.gif

პირადად მე არ მაქვს ფოტები



Nika
Gogia,
QUOTE
ფოტოდავ რთულია მდებარეობა დაადგინო

ფშაველი-ომალო.
Guja
მაშინ შატილში და ნიალაზე ცოდოა შენი სედანი
დანარჩენი რაც ჩამოვწერე უპრობლემოდ
Nina Minzoni
Gogia,
გომბორის გზაც დაზიანებულა.. გუშინ დავრეკე და გავარკვიე . მეწყერი ჩამოწოლილა cry.gif
Iki Bazadze
წავკისიდან კოჯორის ჩათვლით

საგურამოს გზა

რაჭა! ტყიბულის უღელტეხილი!

შოვი!

ბახმარო!

ჯვართან მისასვლელი გზა!

ფოკა!


გუდაურის პერევალი ყაზბეგისკენ!

ბაკურიანის გზა, ბორჯომი-ბაკურიანი!


თიანეთში ასავლელი გზა, გლდანიდან უნდა გადახვიდე მაგარი ადგილებია!
iako.e
ბახმარო!
თაინეთის გზაც მაგარი გამოვა

ცოტა წვიმიანი ამინდი თუ იქნა ხო მთლად

ფოკა არა-საშინელი გზაა და სერპანტინებისაც რა მოგახსენო...
fani
ხვალ მივდივარ ფოკაში smile.gif
sali barret
დავითგარეჯის გზა!
tandila
ახალგორისაკენ მიმავალი გზა
ახალი დაგებულია და მ,აგრად მიიკლაკნება ტყეებში
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.