კომპანია Nikon შემოთავაზებულ პროდუქტებს შორის მატებაა – ახალი პროფესიონალური მაშუქი i-TTL სახელწოდებით Speedlight SB-900.
მაშუქის წამყვანი რიცხვია 35მ ISO 100 დროს, გააჩნია განათების კრეატიული სისტემა, თავსებადია FX და DX ტიპის სარკული კამერებთან.

[attachmentid=16124]

მწარმოებლები აცხადებენ, რომ მათი "ნაშიერი" აძლევს ფოტოგრაფებს ხარისხიანი სურათების გადაღების საშუალებას სხვა და სხვა პირობებში. მაგალითად, განათების სამი შაბლონი: "ცენტრალურ–აწონილი", თანაბარი და სტანდარტული.
მაშუქს შეუძლია დაფაროს თავისი კლასის სხვა მაშუქბისთვის მიუღწეველი ავტომატური ზუმი 17მმ–დან 200მმ–მდე (ფოკუსური მანძილი) სულ რაღაც 1,2 წამში.

გაუმჯობესებული ფუნქციები შეიცავს:
- გამაძლიერებლების ჯაჭვს, რომელიც იძლევა მაღალ სიჩქარიანი გადატენვის საშუალებას AA ტიპის ელემენტების გამოყენებისას;
- ტერმული დაცვის სისტემას რაც იცავს გადახურებისგან.

ასევე აღსანიშნავია, რომ მაშუქის პროგრამული უზრუნველყოფა შეიძლება შეცვლილ იყოს ფოტოაპარატში ჩადებული მეხსიერების ბარათის საშუალებით.

გაყიდვაში Nikon Speedlight SB-900 გამოჩნდება 25 ივლისს, თუმცა ზუსტი ფასი ჯერ ცნობილი არ არის.

ავტორი: Руслан Цап
წყარო: http://www.3dnews.ru/