წელს თბილისის წიგნის ფესტივალი მეათედ იმართება, სიახლეა, რომ იგი გაფართოვდა და მას უკვე შავი ზღვის წიგნის ფესტივალი ეწოდა.
აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და გამომცემლობა არტანუჯის სახელით მადლობას გადავუხდი ყველა ბოკელს, რომელიც ღია ბარათების პროექტში მონაწილეობდა. თქვენთან თანამშრონლობა ძალიან საინტერესო იყო და იმედია კიდევ გაგრძელდება

ბოკელების (Flyer, Lama, Otar Ratiani, Climber, Vanichkebi, Dave, GrigolS, Sikvdila, Qonguri, Aleksandr Klimchuk, M I N I, Nikala) მიერ შესრულებული, ბევრისთვის უკვე საყვარელი ფოტო (საქართველოს ხედები), არტანუჯის სტენდთან ღია ბარათების სახით შეგიძლიათ იხილოთ

ვინც უაპარატოდ მოხვალთ, 5 ღია ბარათის შეძენის შემთხვევაში მიიღეთ ჩვენგან უფასო ფოტო ძველი თბილისის გარემოცვაში


რეპორტაჟს ვერ გთავაზობთ სამწუხაროდ, სტენდთან ვარ ძირითადად. დღეს მუხრან მაჭავარიანთან იყო შეხვედრა და რამდენიმე კადრს მოგვიანებით დავდებ.