Help - Search - Member List - Calendar
Full Version: ოფროუდ შეჯიბრი "თბილისი–2008"
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > კონკურსები, გამოფენები
Nika
მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ა.წ. 6 ივლისს მოეწყობა ოფროუდ შეჯიბრი.

შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს ვინც დააკმაყოფილებს შემდეგ პირობებს
1) უნდა ჰქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა
2) უნდა ყავდეს 4X4 ტიპის ავტომობილი
3) გადაიხადოს შენატანი 30 ლარი. (კლუბის წევრებისთვის მონაწილეობა უფასოა)

შეჯიბრის ფორმატია ე.წ. Trial
ანუ მოკლე, მაგრამ საინტერესო და დაბრკოლებებიანი ტრასის გავლა დროზე.

შეჯიბრის ჩატარების ადგილია დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორია.

შეჯიბრი იწარმოებს ორ ჯგუფში.
1) სტანდარტული. ამ ჯგუფში აკრძალულია მანქანის ყველანაირი დალიფტვა, სტანდარტულზე 2" (5 სანტიმედრით) მეტი დიამეტრის საბურავები და პორტალური ხიდების გამოყენება.
2) მომზადებული. ამ ჯგუფში დაშვეულია ავტომობილის ყველანაირი მოდიფიცირება. ერთადერთი პირობაა რომ მანქანა ზოგადი დანიშნულების გზებისთვის იყო დასაშვები (უნდა ჰქონდეს ტექ. პასპორტი), და მისი დასაშვები წონა 3.5 ტონაზე ნაკლები იყოს.

მონაწილეთა წინასწარი რეგისტრაცია იწყება 4 ივნისს.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შეჯიბრის საიტზე http://tbilisi.off-road.ge
აქვე შეგიძლიათ ნახოთ განაცხადის ელექტრონული ფორმა, შეაქვსოთ ის და გამოაგზავნოთ ელ. ფოსთით მისამართზე tbilisi@off-road.ge

ან დაგვიკავშირდეთ
"ოფროუდერს კლუბი" 423571
ნიკა ვარძელაშვილი 877505541
Nika
გეპატიჟებით ყველას. ძალიან საინტერესო შოუ იქნება და ბევრ საკაიფო ფოტოებსაც გადაიღებთ

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image
tandila
ვააა, მაგ დროისათვის კი მეყოლება ჩემი ჯიგიტი
Gogia
ოფ როუდი ფოტოგრაფიასთან კავშირშია?
Nika
Gogia,
გადასაღებად ძაან საინტერესოა.
Liza Niniashvili
ვინმე თუ ჩამისვავს მანქანაში მოვდივარ.....))))))))))
tavadi
tandila,
შენცა? smile.gif
ისე ცოტახანში აქ ბოკროუდიც ჩამოყალიბდება DDDD.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.