ინტერნეტ ჯგუფის RE:აქციის მიერ იგეგმება აქცია - "ჯაჭვური RE:აქცია", რომელიც უახლოეს მომავალში, დათქმულ დღესა და დათქმულ საათზე (სამუშაო ვარიანტით 2008 წლის 14 აგვისტოს), გაიმართება და გულისხმობს ცხინვალიდან ენგურის ხიდამდე საქართველოს მოქალაქეთა და უცხოელ მხარდამჭერთა უწყვეტ ცოცხალ "ჯაჭვს" 15-20 წუთის განმავლობაში.
გახსნილია სპეციალური ანგარიში "ჯაჭვური RE:აქციის" მხარდასაჭერად. გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება, ფინანსურად დაეხმაროთ აქციის ორგანიზებას და ამ ფორმითაც მიიღოთ მონაწილეობა აქციის ორგანიზებაში.
აქ შეგიძლიათ ნახოთ საბანკო ანგარიშები ლარში, დოლარში და ევროში
ამ ანგარიშზე ჩარიცხული თითოეული ლარი მოხმარდება "ჯაჭვური RE:აქციის" და სხვა, მსგავსი მოთხოვნის და ხასიათის, აქციების ორგანიზება-ჩატარებას.
გმადლობთ...
ინტერნეტ-ჯგუფი RE:აქცია