კომპანიამ Kenko Tokina გაყიდვებში გაუშვა ორი ახალი ტელეობიექტივი Mirror 800mm F8 DX და ED 500mm F8 DX. ობიექტივები გაიყიდება იაპონიაში. იმის თაობაზე მოხდება თუ არა აღნიშნული ობიექტივების გაყიდვა სხვა ქვეყნებში - კომპანიას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ახალ ობიექტივები საინტერესოა არა მხოლოდ შთამბეჭდავი ფოკუსური მანძილით, არამედ აგრეთვე საინტერესო ფასებით Kenko Mirror 800mm F8 DX რეკომედირებული ფასია ¥30000 (დაახლოებით $280), ხოლო Kenko ED 500mm F8 DX – ¥9800 ($90).
ორივე ობიექტივს აქვს ბაიონეტი T-Mount, თუმცა ცალკე შესაძლებელია გადამყვანის შეძენა (¥2625, დაახლოებით$25) რის შემდეგაც შესაძლებელია აღნიშნული ობიექტივების გამოყენება ნებისმიერ სარკულ აპარატთან ერთად (Canon, Sony, Nikon, პერსპექტივაში – Pentax–თანაც).
Kenko Mirror 800mm F8 DX
[attachmentid=16049]
[attachmentid=16050]
ობიექტივი Kenko Mirror 800mm F8 DX ფიქსირებული ფოკუსური მანძილით შესრულებულია სარკული სხემების გამოყენებით. ობიექტივის კონსტრუქცია შეიცავს 8 ლინზას 8 ჯგუფში. გადაღების მინიმალური მანძილია – 3,5 მეტრი. ფილტრის დიამეტრი 30,5 მმ. დიაფრაგმა ფიქსირებული – F8. ობიექტივს არ გააჩნია ავტოფოკუსირება, თუმცა აქვს Priority AE მხარდაჭერა. (Nikon D60/D40 კამერებისთვის– მხოლოდ ხელით ფოკუსირება).
ობიექტივის გაბარიტები – 111(დიამეტრი) х 144,5(სიგრძე) მმ , წონა – 840 გრამი.
Kenko Mirror 500mm F8 DX
[attachmentid=16051]
[attachmentid=16052]
ობიექტივი Kenko Mirror 500mm F8 DX ფიქსირებული ფოკუსური მანძილით ობიექტივის კონსტრუქცია შეიცავს 5 ლინზას 4 ჯგუფში, ერთი დაბალდისპერსიული ED ლინზის ჩათვლით. გადაღების მინიმალური მანძილია – 10 მეტრი. ფილტრის დიამეტრი 67 მმ. დიაფრაგმა ფიქსირებული – F8. ობიექტივს არ გააჩნია ავტოფოკუსირება, თუმცა აქვს Priority AE მხარდაჭერა. (Nikon D60/D40 კამერებისთვის– მხოლოდ ხელით ფოკუსირება).
ობიექტივის გაბარიტები – 70(დიამეტრი) х 309(სიგრძე) მმ , წონა – 600 გრამი.
ავტორი: Василий Саков
წყარო: http://www.3dnews.ru/