კომპანია Canon-ის იაპონურ საიტზე გამოჩნდა ინფორმაცია ახალი სუპერ ტელე ობიექტივის , EF 800mm F5.6 L IS USM გაყიდვების თარიღების და რეკომენდირებული საცალო ფასების შესახებ. აღნიშნული ობიექტივი პირველად ანონსირებული იყო გამოფენაზე PMA 2008.
[attachmentid=16044]
გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, Canon EF 800mm F5.6 L IS USM გამოჩენას იაპონიის დახლებზე ელოდებიან მაისი ბოლო დღეებში და გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ, სიახლის გაყიდვები დაიწყვება მთელ მსოფლიოში
სუპერტელე ობიექტივ Canon EF 800mm F5.6 L IS USM აქვს ფიქსირებული ფოკუსური მანძილი 800მმ და შესრულებულია ოპტიკური სქემით, რომელიც გავს EF 600mm F4 L IS USM–ის სქემას.
[attachmentid=16045]
ახალ ობიექტივს აქვს 18 ლინზა 14 ჯგუფში, საიდანაც ორი ლინზა – ფლურიტის (CaF2), ერთი – დაბალდისპერსიული (UD), და კიდევ ერთი – სუპერ–დაბალდისპერსიული (Super-UD) შუშისგან.
ამ არც თუ ისე პატარა ობიექტივის (დიამეტრი 162 მმ, სიგრძე 461მმ) წონა არის 4,5 კგ
ახალი ობიექტივის გამოყენება შესაძლებელია ტელე–გამაგრძელებლებით EF 1.4x II და 2x II.
ობიექტივს გააჩნია ოპტიკური სტაბილიზატორი (განცხადებული ეფექტურობით – 4 "სტოპი") ორი რეჟიმის მხარდაჭერით, ჩქარი რგოლური ძრავით Ultrasonic, და ასევე სპეციალური ზედაპირით, ნესტისგან და მტვრისგან დამატებითი დაცვისთვის
დანარჩენი მახასიათებლებისგან ასევე ღირს აღინიშნოს ხედვის კუთხე 3° 5' (FF კამერით), დაფოკუსების მინიმალური მანძილია 6მ, მახსიმალური გადიდება 0.14x, ფილტრის ზომა 52 მმ, 8 ფურცლიანი დიაფრაგმა.
კორპუსზე არსებული სპეციალური ღილაკით შესაძლებელია ავტოფოკუსირების გათიშვა. ობიექტივს გააჩნია ფოკუსირების ჩაპროგრამებული ფუნქცია, მომხმარებლის მიერ "არჩეული" ფოკუსის ავტომატური დამახსოვრების ფუნქციით.
ივარაუდება, რომ აღნიშნული ობიექტივის ფასი იაპონიაში იქნება ¥1,75 მილიონი. ($15,9 ათასი).
ავტორი: Василий Саков
წყარო: http://www.3dnews.ru/