მარკეტინგული კომპანია "ACM" დიპლომატიურ კონკურსთან, სამშენებლო კომპანიებთან, ფოტომოყვარულთა კლუბებთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად აწყობს გამოფენა-კონკურსს, სახელწოდებით---"სტოპ-კადრი, ძველი და ახალი თბილისი".კონკურსზე წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები, რომლებიც ასახავენ ჩვენს დედაქალაქს საინტერესო და კოლორიტული,ასევე პრობლემური კუთხით.ჩავთვლით პატივად თქვენს მონაწილეობას ამ პროექტში. თქვენი პირადი მონაცემები(სახელი,გავრი,დაბადების თარიღი,განათლება,საკონტაქტო ინფორმაცია), შეკითხვები,წინადადებები და ასევე ფოტონამუშევრების ელექტრონული ვერსიები მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე:
E-mail: fotokontakt@mail.ru
ფოტოკონკურსზე:
პროექტის დასაწყისი: 15 მარტი
ნამუშევრების შეჯამება: 15 აპრილი
ფინალური ეტაპი და დაჯილდოვება: 28 აპრილი
ფოტოგამოფენა კონკურსი განკუთვნილია ფოტომოყვარულებისათვის და მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს 18 წლის ასაკიდან.
თითოეულმა მონაწილემ საკონკურსოდ უნდა წარადგინოს 4 ფოტო, 2 ძველი თბილისის და 2 ახალი თბილისის ფოტო.კონკურსზე შეიძლება წარმოდგენილ იქნას ფოტომონტაჟიც,მხოლოდ ავტორის მიერ გადაღებული ფოტოებით,თემა---"ღვინო და ძველი თბილისი".
მეორე ეტაპზე გასული 50 ნამუშევარი,საავტორო უფლებების დაცვით, კომპანია "ACM", უფლებას იტოვებს შემდეგი პროექტების განხორციელებისათვის გამოიყენოს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დამატებითი პირობები გაეცნობათ.