Shota Megrelishvili
Mar 7 2008, 16:42
ასოციაცია “For Healthy Generation” აცხადებს ფოტო-კონკურს თემაზე "ჩემი აფხაზეთი".
კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია თქვენს მიერ გამოგზავნილი ფოტოსურათი ასახავდეს აფხაზეთს, თქვენს დამოკიდებულებას კონქლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის თვალსაზრისით ან თქვენს დამოკიდებულებას, განწყობას აფხაზეთის მიმართ. კონკურსი ორიენტირებულია მშვიდობის ამსახველი საუკეთესო სიუჯეტის ან კოგნიციის გამოვლენაზე.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. საუკეთესო ფოტოები განთავსდება სპეციალურად ამ თემისთვის შექმნილ საიტზე, სადაც ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება გამარჯვებული, რომელცას საჩუქრად გადაეცემა ციფრული ფოტოაპარატი.
ფოტო მასალის გამოგზავნათ შეგიძლიათ ელ-ფოსტაზე: Taoba21@mail.org, 2008 წლის 1 აპრილამდე, ნებისმიერ ფორმატში. გთხოვთ მეილს თან დაურთოთ თქვენი პირადი და საკონტაქტო მონაცემები.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ეკა ჯაბუას, ტელ: 8 93 13 27 47
stringer
Mar 7 2008, 17:03
ფოტოს ზომები?
Shota Megrelishvili,
მოსუკალურ ვიდეო რგოლს: გამარჯობა აფხაზეთო შენი-ის არ მიიღებენ?
იმედია გადაპარვა და იქ გადაღება არავის მოაუვა აზრად, ისე თუ გადაიპარა და დაიჭირეს კი გახდება ცნობილი ფოტოგრაფი
shom,
მე ვაპირებ, ოღონდ მართლა
აუუფ, 1 აპრილამდეო...

(
ვერ მოვასწრებ....
ninakaj
Mar 8 2008, 15:56
ზომები ნებისმიერი მისაღებია. და თან შესაძლებელია და მისასალმებელი თუ ფოტო ჩანახატს გამოაგზავნით, ანუ ფოტოში მოაქცევთ თქვენს განწყობილებას აფხაზეთის მიმართ. კონკურსი ორიენტირებულია ხალხის დამოკიდებულება გამოავლინოს მათ მიერ შექმნილი ფოტო-კოლაჟიხ მეშვეობით. აბსოლიტურად თავისუფალი კონკურსია.
მე მაქვს აფხაზეთის ბუნების სულ ცხელ-ცხელი ფოტები
ninakaj
Mar 11 2008, 15:23
ნატა ძალიან კარგი იქნება თუ გამოაგზავნი მეილზე taoba21@mail.org , ასევე თან დაურთეთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები, შესაბამისად თქვენ გახდებით ერთ-ერთი მონაწილე კონკურსისა და გეძლევათ შანსი მოიგოთ ციფრული ფოტოკამერა.
სულ რაღაც ერთი თვის წინ იყო ერთი ფოტოგრაფი გადაპარული და გადაიღო კიდეც ვერავინაც ვერ გაიგო თან
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please
click here.