Help - Search - Member List - Calendar
Full Version: საჭირო ფირის ძიებაში
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო > ითხოვე დახმარება კლუბისგან
Kamikadze
რომელი ფირით შეგვიძლია (ფოტოშოპის და უბედურობების გარეშე) მივიღოთ ეს ტონალობა?

user posted image

ბევრ ფოტო მაღაზიაში ვიკითხე და ყველგან რა ფირიც მირჩიეს სუფთა შავთეთრი გამოდგა. არადა ეს მოხორბლისფრო ტონალობა მინდა

აი შედარებისთვის შავ-თეთრი ვარიანტი :

user posted image
TABASCO
ფილტრების, ლაბორატორიის, ფოტოშოპის ან როგორც შენ ეძახი სხვა უბედურობების გარეშე ეგეთ ტონალობას მარტო ფირი არ მოგცემს! ჩალიჩი უნდა - ჩალიჩი და კიდევ წელებზე ფეხის დადგმა - ამპა როგორ? DDDD.gif
Guja
TABASCO,
ვააააა, შენ სად დაიკარგე კაცო, ხოა შენსკენ მშვიდობა?


Kamikadze,
უნიჭო ნამდვილად არ ხარ, სწავლებითაც გასწავლე ეგ
რას ეკითხები მაგ ბაყაყიჭამიებს ბიჭო დაილია ჩვენში ფირის მცოდნე? DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif

ახლა რა ხდება, ვერცერთი შავთEთრი ფირი მაგ ტონალობას ვერ მოგცემს, ბეჭდვის დროს ქიმია უნდა სათანადო, მაგრამ
მაგრამ ციფრულ უბედურებას ერთი ასე ვთქვათ პატარა იაღლიში აქ, სკანერს ვგულისხმობ და არა კამერას.
ც41 პროცესის შავთეთრი ფირები, განსაკუთრებით KODAK BW 400 სკანირების დროს მასეთ ტონს იკიდებს, ოონ უნდა დაასკანერო როგორც ფერადი. ხშირად ლაბში პირდაპირი ბეჭდვის დროს ეგეთი ტონირებით იბეჭდება.
ყველაფერ ამას თავის მიზეზი აქ და თუ გაიხსენებ ჩემ მონაყოლს ყვითEლი დამატებითი ფენის შესახებ ემულშიაზე ყველაფერს მიხვდები, თუ ვერ გაიხსენებ, რო ჩამობრძანდები ერთი ყუთი ბურგუნდიული წითელი გამოაყოლე და აგიხსნი თავიდან lol.gif lol.gif lol.gif
RedCrimsonCactus
ოხ გუჯა რა ხარ!
Kamikadze
Guja,

დიდი მადლობა

მახსოვს როგორ არა რაზეც ვილაპარაკეთ მაგრამ, ორ ყუთ ბურგუნდიულთან ერთად მოსმენა უკეთესი უნდა იყოს კიდევ ერთხელ DDDD.gif

მოკლედ შევეცდები ამ ბაყაყიჭამიებთან რამეს მივაღწიო, თუარადა მშობლიურ ფოტოშოპს მივადგები smile.gif
nicalagua
ვააქტიურებ ამ თემას smile.gif

(ალბათ სასწაფოდ) მჭირდება კოდაკის პროფესიონალური სერიის ფირზე რჩევა.
ხელით გასამჟღავნებელი - არა, იმიტომ რომ აქ მაგას არავინ გამიკეთებს და მე კიდევ მაგის ტრაკი (უკაცრავად უკანალი) არ გამაჩნია.
ხო, შავ-თეთრი ფირი მინდა (და მოხარსული წაბლიც)

ქუჩის, ანუ ბუნებრივი განათების პირობებში რომ გამოიყენებოდეს smile.gif
ფანტაზია და ცოდნა არ დაზოგოთ DDDD.gif
ფირები აქ იშოვება და უბრალოდ არჩევანი დამხვდა იმდენი რომ დევიბენი და უკან გამობრუნება მომიწია...
აბა ვინ მაპოვნინებს სასურველ ფირს ? smile.gif
lolski
nicalagua FP4 დღისით და HP5 ღამე, კონტრასტები თუ გიყვარს ნეოპანი

Kamikadze ნებისმიერი რომელიც ფერადში მჟღავნდება, კოდაკის 400 პრო და ილფორდის XP2... ოღონდ ილფორდი დაასკანერე ფერადად...
Nikala
გადაიღე შავთეთრით, მერე ჩამოდი ბათუმში და რო დაგისკანერებენ ფირს მასეტ ტონალობას მიიღებsmile.gif)) ან მეორე ადგილი ვიცი იქ თუ დაასკანერე მწვანე ტონლობას მოგცემენsmile.gif))))) lol.gif
lolski
Nikala ეგ იმიტომ რომ შავთეთრი ფოტოს სკანი არ არსებობს. არის ფუნქცია შთ-ში სკანის მაგრამ ის ტონალობებს კლავს, ამიტომ ყოველთვის ფერადში დასკანერება ჯობია-)))
Kamikadze
lolski,

დიდი მადლობა

ილფორდს ვფიქრობდი მეც მაგრამ აი ფერადად დასკანერებაზე წარმოდგენა არ მქონდა თუ ეს მიიღებოდა (მსგავსი)

დიდი მადლობა

nicalagua,

მოგება გინდა არა? wick.gif თავის ფირებში შეზღუდვას სჯობს კოდაკის ქაღალდზე დაბეჭდო (ფროფ ქაღალდზე რამე ძვირიანზე) და ფირი რაც გინდა ის აიღო. ანუ მე პირადა მირჩევნია ილფორდზე ვიმუშავო და კოდაკზე დავბეჭდო ვიდრე კოდაკით შევიზღუდო ( რომლის გამოცდილება არ მაქვ) და ქაღალდში შეზღუდული არ ვიყო
nicalagua
Kamikadze,
კონკურსში თუ ვერ გავიმარჯვე და ვერც 12-ში გავედი ის მაინც დამრჩება გულის დასამშვიდებლად რომ კოდაკის ფირებში რაღაც გამოცდილება მივიღე DDDD.gif


Kokad professional BW400CN-ზე რა აზრის ხართ ?
ვინ რა იცით იქნებ მითხრათ საკუთარი გამოცდილებიდან.
კოდაკებიდან მარტო ტმაX-ით მაქვს 2 ფირი გადაღებული და ისიც მაჩუქეს და იმიტომ DDDD.gif
Added @ [mergetime]1204038264[/mergetime]
T-MAX 400-ს და ზემოთხსენებულ ფირს შორის რომელს უფრო კარგი შარპი და წვრილი მარცვალი აქვს ?
lolski
თმაქსი მარტო თავის გამამჟღავნებელში მჟღავნდება და ეგ შენზეა დამოკიდებული როგორ იჩალიჩებ... კოდაკი ლაბში გამიმჟღავნეს და მაგრა არ მომეწონა ar varga.gif
nicalagua
lolski,
აჰა...
მეც ლაბში გამიმჟღავნეს და მაგათ უცოდინრობას დავაბრალე რატომღაც (ძალიან არ მომეწონა და...) DDDD.gif
და BW400CN ?
Guja
კაცო რით ვერ მიხვდით, შავთEთრი თუ გინდა გადაიღო იყიდე ილფორდი და იკაფე
ყველა ტიპის ფირი აქ რომელსაც მოიოსურვებ
წვრილმარცვალა, მსხვილმარცვალა, ტონირება რო უკეთდება საკაიფოდ და რა ჯანდაბას ეძებთ კიდე მე არ ვიცი.

უმარცვლო თუ გინდა დელტა100

მაგრამ თუ ხელით ვერ გიმჯღავნებენ მაშინ არჩევანი ცოტა გაქ ც41 შავთEთრი ფირები ვერაა ისეთი რო უნდა
BW400CN ნუ არის რა, მარა ნე რიბა ნე მიასო, თუმცა 400ის გარდა სხვები თლათ თხლეა
მე მაგას XP2 მირჩევნია ილფორდის

This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.