ამერიკის შეერთებულის შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის წყლის პროგრამა და ევრაზიის პარტნიორობის ფონდი აცხადებენ ფოტოების მიღებას "წყალი საზღვერებს გარეშე. წყალი არსებობისათვის" კონკურსის ფარგლებში. ფოტოკონკურსი მიზნად ისახავს ტრანსასაზღვრო წყლის რესურსების თემის პოპულარიზაციას სამხრეთ კავკასიაში და რეგიონალური თანამშრომლობის განვითარებას.
კონკურსი ტარდება საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთში. თითოეულ ქვეყანაში გამოვლინდება სამი გამარჯვებული. აგრეთვე 50მ-დე ფოტონამუშევარი შერჩეული იქნება გამოფენისათვის.
ფოტოებზე შეიძლება ასახული იყოს შემდეგი თემები:
** წყალი ბუნებაში
** წყლის გამოყენება
** წყლის მართვა (ინფრასტრუქტურა, კაშხალები, და ა.შ.)
** ტრანსსასაზღვრო წყალი
** წყლის დაბინბძურება.
გამარჯვებულები მიიღებენ ფულად ჯილდოებს:
1 ადგილი - 800 აშშ დოლარი
2 ადგილი - 400 აშშ დოლარი
3 ადგილი - 200 აშშ დოლარი
მონაწილეთა ასაკი და პროფესია შეზღუდული არ არის. საქართველოში მიიღება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ნამუშევრები. ამერიკის შეერტებულის შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის წყლის პროგრამა და ევრაზიის პარტნიორობის ფონდი იტოვებენ უფლებას გამარჯვებული და საგამოფენოდ შერჩეული ფოტოები თავიანთ პუბლიკაციებში გამოიყენონ.
ფოტოები წარმოადგინილ უნდა იყოს ელექტრონულ ფომატში (1MB-დან 3MB-მდე) ან დაბეჭდილი ფორმით (მინიმუმ 13x19 სმ) შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, 0105, ლესელიძის ქ. 44 I, მეიდან პალასი, მე-3 სართული. ელ ფოსტა: contest@pageorgia.ge
ნამუშევართა მიღების ბოლო ვადაა 2008 წლის 7 მარტი.
ავტორებმა უნდა აგრეთვე წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია: სრული სახელი და გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და ელ-ფოსტა), სურათის გადაღების ადგილი და თარიღი, კამერის ტიპი, რომლითაც გაკეთებულია ფოტო.
დაჯილდოება გაიმართება 2008 წლის 22 მარტს - წყლის საერთაშორისო დღეს - ქ. თბილისში.