Help - Search - Member List - Calendar
Full Version: როგორ ხდება ფოტო "დ/ფ", ანუ "დღის ფოტო"?
Photoclub Boke > ადმინისტრაციული ფორუმი > ფორუმის წესები, კითხვები, სიახლეები > შეკითხვები
Pages: 1, 2
Shota Megrelishvili
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ატვირთულ ფოტოებს შორის ყველაზე დიდი საშუალო ქულის (რეიტინგის) მქონე ფოტო ხდება დღის ფოტო თუ:
1. დააგროვა ქულების აუცილებელი მინიმალური რაოდენობა - 249 ქულა
2. წინა ფოტოს დღის ფოტოდ დასახელების შემდეგ უნდა გავიდეს 2 საათი მაინც. ანუ, ფოტო მინიმუმ 2 საათი გარანტირებულად იქნება დღის ფოტო და შესაბამისად, 24 საათის განმავლობაში შეიძლება დასახელდეს არაუმეტეს 12 განსხვავებული ფოტოსი.

შენიშვნა: თუ 2 საათის გასვლის შემდეგ, არ არის გალერეაში ბოლო 24 საათის განმავლობაში დადებული ისეთი სურათი, რომელმაც გადალახა 249 ქულიანი ზღვარი, დღის ფოტო არ შეიცვლება, სანამ რომელიმე ფოტო არ გადალახავს ზემოთხსენებულ ზღვარს
fani
და TOP 30 ში როგორ შEდის?
Moderator-6
fani,
QUOTE
პრინციპი უფრო მკაცრია ვიდრე საუკეთესო ფოტოების შემთხვევაში. დანარჩენი - საიდუმლოა.
e.k.a.t.e.r.i.n.a
Shota Megrelishvili,
ასე არ იყო აქამდეც_ რამე სიახლეა?
fani
gcem1.gif gcem1.gif gcem1.gif
Shota Megrelishvili
GGeorgien,
არა, სიახლე არ არის. ხშირად შემოდის მოცემული კითხვა და ყოველ ჯერზე ხელახლა ახსნას, თემის გახსნა ვამჯობინე.
e.k.a.t.e.r.i.n.a
Shota Megrelishvili,
ოკ.
10X
riko
ერთი შეკითხვა, ოღონდ არ გამიგოთ ისე თითქოს რამეს ვთხოულობდე ან პრეტენზიას გამოვთქვამდე, just interesting smile.gif

ეს არის დღის ფოტოს შეფასება:

user posted image

ეს სხვა დღის ფოტო:

user posted image

ეს კი ჩემი ფოტოს შეფასება:

user posted image

კიდევ ერთხელ ვამბობ, არც დღის ფოტოობაზე მაქვს პრეტენზია და არც სხვა რამეზე, უბრალოდ მაინტერესებს რა კრიტერიუმები მოქმედებს შეფასებებზე. 16X5/5 და დაჟე საუკეთესოებში შესვლა ვერ დაიმსახურა? ნუთუ მარტო newbie-ბმა შემიფასეს? smile.gif

ნუ მიწყენთ, უბრალოდ მართლა მაინტერესებს smile.gif
Sikvdila
riko,
ფოტო რომ საუკეთესოებში შევიდეს, მინიმუმ 20 ამატურმა უნდა შეაფასოს და ჯამური ქულა უნდა იყოს არანაკლებ 4.5. უფრო ნაკლები შემფასებელია საჭირო, თუ გაფასებენ უფრო მეტი წონის მქონე წევრები. რომელი ჯგუფის წევრის შეფასებას რა წონა აქვს - საიდუმლოა.
newbie-ბი საერთოდ ვერ აფასებენ.
riko
დიდი მადლობა პასუხისათვის, უბრალოდ ადრე 15 შეფასება იყო საკმარისი და იმიტომ დავიბენი. ახლა ყველაფერი გასაგებია smile.gif
newbie-ბი რო ვერ აფასებენ ვიცი smile.gif ეგ ვიხუმრე.

ninucaaaa
ვარ newbie და ვერ შევდივარ შიშველ ნატურაში და რატო?
beshqena
ninucaaaa,
გლამურში და პანორამებში შედიხარ? DDDD.gif

(ჩვენც ეგ გზა გვაქვს გამოვლილი. ნიუ ბაები ვერ შედიან მად) wick.gif
Sikvdila
ninucaaaa,
http://www.boke.ge/forum/index.php?showtop...ndpost&p=195045
beshqena
ისე, ამ თემის პირველი პოსტი შესაცვლელია!
Sikvdila
beshqena,
მართალი ხარ. შევცვლი დღეს.
მადლობა smile.gif
jonathan
2 საათის გასვლის შემდეგ, თუ არ/ვერ შეიცვალა დ/ფ მერე კიდევ 2 საათია გარანტირებული
თუ მანამ, სანამ რაიმე არ გადალახავს 249ს?
Sikvdila
jonathan,
QUOTE
მანამ, სანამ რაიმე არ გადალახავს 249ს
e.k.a.t.e.r.i.n.a
QUOTE
2 საათის გასვლის შემდეგ, თუ არ/ვერ შეიცვალა დ/ფ მერე კიდევ 2 საათია გარანტირებული
თუ მანამ, სანამ რაიმე არ გადალახავს 249ს?

QUOTE
მანამ, სანამ რაიმე არ გადალახავს 249ს

ვერ მივხვდი
მაშინ 2 საათი რაღა შუაშია

2 საათში გარანტირებულად იცვლება თუ 2 საათი გარანტირებულად არ იცვლება?
tavadi
Kat...,
QUOTE
2 საათი გარანტირებულად არ იცვლება

თუ სწორად გავიგე
beshqena
Kat...,
ფოტო რომ გახდება დ/ფ მინიმუმ 2 საათის განმავლობაში დ/ფ იქნება.

თუ ამ დროის განმავლობაში რომელიმე სხვა (უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში დადებულმა) ფოტომ ასევე დააგროვა შესაბამისი (249) ქულა, მაშინ დ/ფ ჩანაცვლდება ამ უკანასკნელით. თუ ვერც ერთმა სხვა ფოტომ ვერ დააგროვა 249 ქულა, მაშინ დ/ფ იქნება მანამ, სანამ სხვა ფოტო არ გადალახავს ზემოაღნიშნულ ქულათა ბარიერს (249 ქულა)! smile.gif
Sikvdila
Kat...,
QUOTE
ფოტო მინიმუმ 2 საათი გარანტირებულად იქნება დღის ფოტო და შესაბამისად, 24 საათის განმავლობაში შეიძლება დასახელდეს არაუმეტეს 12 განსხვავებული ფოტოსი.


QUOTE
თუ 2 საათის გასვლის შემდეგ, არ არის გალერეაში ბოლო 24 საათის განმავლობაში დადებული ისეთი სურათი, რომელმაც გადალახა 249 ქულიანი ზღვარი, დღის ფოტო არ შეიცვლება, სანამ რომელიმე ფოტო არ გადალახავს ზემოთხსენებულ ზღვარს
GioGoga
ამჟამად მოქმედი შეფასების სისტემის მიხედვით, რამდენი ქულა უნდა დააგროვოს სურათმა რომ გახდეს დღის ფოტო ან შევიდეს საუკეთესოებში?

წერია სადმე? ვერსად ვერ ვნახე, თუ ვინმე მიპასუხებთ მადლობელი ვიქნები. blink.gif
beshqena
QUOTE(beshqena @ Mar 18 2008, 17:31)
ისე, ამ თემის პირველი პოსტი შესაცვლელია!
*


კიდევ შესაცვლელია DDDD.gif
GioGoga
QUOTE
QUOTE(beshqena @ Mar 18 2008, 17:31)
ისე, ამ თემის პირველი პოსტი შესაცვლელია!

QUOTE(beshqena @ Jun 1 2008, 15:47)
კიდევ შესაცვლელია DDDD.gif
*



მერე? ვინ იზავს მაგ კეთილ საქმეს? DDDD.gif
beshqena
GioGoga,
მე არა/ვერა! DDDD.gif
niciko
მადლობთ ინფორმაციისათვის : )

და

რატო არის შესაცვლელიი? DDDD.gif

beshqena
niciko,
QUOTE
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ატვირთულ ფოტოებს შორის ყველაზე დიდი საშუალო ქულის (რეიტინგის) მქონე ფოტო ხდება დღის ფოტო თუ:
1. დააგროვა ქულების აუცილებელი მინიმალური რაოდენობა - 249 ქულა
2. წინა ფოტოს დღის ფოტოდ დასახელების შემდეგ უნდა გავიდეს 2 საათი მაინც. ანუ, ფოტო მინიმუმ 2 საათი გარანტირებულად იქნება დღის ფოტო და შესაბამისად, 24 საათის განმავლობაში შეიძლება დასახელდეს არაუმეტეს 12 განსხვავებული ფოტოსი.

შენიშვნა: თუ 2 საათის გასვლის შემდეგ, არ არის გალერეაში ბოლო 24 საათის განმავლობაში დადებული ისეთი სურათი, რომელმაც გადალახა 249 ქულიანი ზღვარი, დღის ფოტო არ შეიცვლება, სანამ რომელიმე ფოტო არ გადალახავს ზემოთხსენებულ ზღვარს

Sikvdila
GioGoga,
QUOTE
ამჟამად მოქმედი შეფასების სისტემის მიხედვით, რამდენი ქულა უნდა დააგროვოს სურათმა რომ გახდეს დღის ფოტო ან შევიდეს საუკეთესოებში?


საუკეთესოებში შესასვლელად სურათს ესაჭიროება 3.6 ქულა და ასევე, საჭიროა შეფასებული ჰქონდეს გარკვეული რაოდენობის ხალხს. რაოდენობა საიდუმლოა
დღის ფოტოდ გასახდომად სურათს ესაჭიროება 3.9 ქულა და ასევე, საჭიროა შეფასებული ჰქონდეს გარკვეული რაოდენობის ხალხს. რაოდენობა საიდუმლოა
de-koberi
მდაა. საიდუმლო უფრო მეტია ვიდრე ინფორმაცია როგორც ჩანს DDDD.gif
jonathan
რაოდენობაზე აქვს გავლენა შემფასებლის სტატუსს? როგორც ქულაზე?
Magdu
jonathan,
QUOTE
რაოდენობაზე აქვს გავლენა შემფასებლის სტატუსს? როგორც ქულაზე?

პირდაპირი გავლენა არა...
ანუ უფრო მაღალი სტატუსის მქონე პირის მიერ გაკეთებული შეფასება უფრო წონიანი. შეფასების დათვლისას ხდება ამ კრიტერიუმის გათვალისწინება.

მაგალითად:
სურათის ქვეშ წერია, რომ შეაფასა 16 კაცმა.
ამ 16 კაციდან უფრო მაღალი სტატუსის მქონე შემფასებლის ქულას უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. (დანარჩენი მათემატიკაა)
jonathan
შეფასების დროს რომ აქვს გავლენა - ეს თავისთავად, ამიტომ ვიკითხე, რაოდენობაზეც აქვს გავლენა?
ანუ თუ საუკეთესოსთვის აუცილებელია 25 შემფასებელი (მაგალითად), ე.ი. 25მა უნდა შეაფასოს აუცილებლად...?
ალბათ კი, ასე მივხვდი
MaStErOFmAsTeRs
Magdu,

რას კითხულობს დათო იცით ? ადრე რომ იყო დ/ფ რო გამხდარიყო ფოტო 20 ამათურის შეფასება რო იყო საჭირო, მაგრამ თუ უფრო მაღალი სტატუსის ხალხი აფასებდა შეიძლებოდა 15 შემფასებელზეც გამხდარიყო დ/ფ smile.gif ხო და ეხლა როგორ არისო DDDD.gif
Nika
MaStErOFmAsTeRs,
ახლაც ასეა.
jonathan
თარჯიმანი დამჭირდა gavcitldi2.gif
lol.gif lol.gif
ლაშა გაიხარე wick.gif
batukela
ზოგჯერ ფოტოს რომ 5ებით ვაფასებ , აკლდება ქულა blink.gif და აგეც წონის ამბავია? DDDD.gif
rimanely
batukela,
ეგ მეც უნდა მეკითხა DDDD.gif
რამდენჯერმე ფოტოს 5/5 დავუწერე და საუკეთესოებიდან ამოვარდა DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif
Magdu
batukela,
rimanely,
არა... 5-5 დაწერით არ დააკლდება ქულა.. შესაძლებელია ამ დროს სხვაც აფასებს smile.gif
MRme
ერთი კითხვა მაქ,ფოტო რო საუკეთესოებში შევა და მეორე დღეს აღარაა საუკეთესოებში იმიტო რო ქულები დაკლებულია ეგ როგორ ხდება?? მინუს შეფასებაც არის?
Added @ [mergetime]1225822258[/mergetime]
QUOTE
ზოგჯერ ფოტოს რომ 5ებით ვაფასებ , აკლდება ქულა  და აგეც წონის ამბავია? 

QUOTE
batukela,
ეგ მეც უნდა მეკითხა
რამდენჯერმე ფოტოს 5/5 დავუწერე და საუკეთესოებიდან ამოვარდა 


ჩემ ფოტოზე მოხდა ეგ ამბავი ალბათ,დღეს დილას შესული ვიყავი საუკეთესოებში ეხლა აღარ ვარ :/
Magdu
MRme,
მინუსები არ არსებობს. საშუალო არითმეტიკულზე დაფუძნებული ფორმულაა. დანარჩენი მათემატიკაა უკვე smile.gif
MRme
Magdu
QUOTE
MRme,
მინუსები არ არსებობს. საშუალო არითმეტიკულზე დაფუძნებული ფორმულაა. დანარჩენი მათემატიკაა უკვე


რა ვერ გავიგე იცი.აი ხო არი რაღაც ფიქსირებული ქულა რომელიც დაიწერა,ვიღაცის დაბალმა ქულამ რატომ შეიძლება ეს ფიქსირებული ქულა დაწიოს ამდენით? 75 დან 44 მდე :/
Nika
MRme,
რაის ფიქსირებული ქულა?
MRme
Nika რაც დაფიქსირდა ბოლოს ის :/ ანუ იყო 75 ეხლა 44.რატომ გადაწყვიტა იმ ვიღაცის ქულამ ამდენით უკან დახევა.
User-Nikala
MRme

თუ შემფასებლების რაოდენობა დიდია და ქულა მაინც საკმაოდ მოაკლდა ესეიგი ვინმე მაღალი სტატუსის მქონე პიროვნებას არ მოეწონა ფოტო და შეგიფასა დაბალი ქულით,თუ შემფასებლების რაოდენობა დაბალია მაშინ ნებისმიერ ამატეურს შეუძლია კაი დიდი ქულა მოგაკლოს,ნუ საშუალო არითმეტიკულზე დაფუძნებული სისტემაა და მაქედან გამომდინარეა ეს ყველაფერი.

Nika
QUOTE
ანუ იყო 75 ეხლა 44

რაღაც გეშლება. ქულების შეჯამება არ ხდება. არც დაკლება.
beshqena
Nika,
მგონი შენ გეშლება DDDD.gif

ნაწილობრივ ხდება. აბა ძიკარკა რომ ჩმე ფოტოებს გადაუვლის რატომ იწევს ქულები დაბლა? DDDD.gif
Magdu
beshqena,
შენ გეშლება.... smile.gif

უკვე დაიწერა, რომ ეს ფურმულა დაფუძნებულია საშუალო არითმეტიკულზე-ო

მაგალითი ერთი (საშუალო არითმეტიკულის:
4, 3, 5, 3 (დაიწერა ეს ქულები) ე.ი. (4+3+5+3)/4 = 3.75
ამის შემდეგ ვიღაცამ დაწერა 2 ე.ი. (4+3+5+3+2)/5 = 3.40
ეს არის საშუალო არითმეტიკულის მაგალითი. ჩვენი ფორმულაც ამაზეა დაფუძნებული. ჩვენი ფორმულით არ ხდება ქულების დაჯამება ან გამოკლება.

რაც შეეხება MRme-ს ნაწერს. წესით მაგას უნდა დაეწერა, რომ მისი ქულა იყო 3.75 და გახდა 3.44
და არა იყო 75 და გახდა 44.
beshqena
Magdu,
ანუ, მაინც აკლდებათქო, მაგას ვამბობ კაცო მე angel.gif
Nika
beshqena,
არაფერი არ აკლდება. საშუალო ქულა მცირდება. ამ ორს შორის ძაან დიდი განსხვავებაა. ზევით ადამიანი ამბობს 75 იყოო ქულა და 44 გახდა. არა და ქულები 0-დან 5-მდე მერყეობს.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.