რაღაც მომენტში გზა წყალგამყოფზე ავიდა.
[attachmentid=4336]
რუკებისა და GPS-ის მონაცემებით აქედან მარცხნივ იყო დედაბერა. ხოლო ნუნისისკენ გზა მარჯვნივ მიდიოდა. თუმცა დედაბერას გზა როგორც ასეთი არსად ჩანდა. ყველგან ბალახი იყო. პრინციპში არც ნუნისის გზა ჩანდა სადმე. საბედნიეროდ დიდი ჯგუფი ვიყავით და ალაგ ალაგ (4)-ანებს ვხედავდით. ბოლოს ილიამ ამ (4)-იანებთან გავლის შემდეგ რამდენჯერმე "შვილო, გოდერძი!" (Copyright "ჯარისკაცის მამა") დაიძახა და ამ ნიშნებსაც ეგრევე "გოდერძი" დაერქვა. ცოტა ხანში ბილიკის ნიშნები ისევ გამოჩნდა. ამ დროს გზა უკევ დაბლა ეშვებოდა. აქ ცოტა განსხვავებული ტყე იყო.
[attachmentid=4337]
[attachmentid=4338]
GPS-ის და რუკის ინფორმაციით მალე გზას მარცხნივ ლამის 180 გრადუსით უნდა მოეხვია. ასეც მოხდა თუმცა ამ ადგილზე ცოტა "დავიკარგეთ" ბოლოს "გოდერძი" ვიპოვეთ და ბილიკს გავუყევით. ქედის ნუნისის მხარეს "გოდერძები" გაცილებით მეტი იყო და დაკარგვისა აღარ გვეშინოდა. თუმცა ერთ ადგილას ტყე მოულოდნელად მდელოთი შეიცვალა და აქედან საით უნდა გავსულიყავით ძლივს გავაგენით. ნუ მდელო ეს პირობითად იყო. ძალიან მაღალი ბალახები და სხვა მოჯუნგლო ელემენტები იყო უფრო. ბოლოს მიკამ მდელოს (ხო მდელო დახრილი იყო ასე 40 გრადუსით) მეორე ბოლოში კალმისტარი იპოვა და ჩვენც ეგრევე იქით გავეშურეთ. კალმისტართან რიტუალების და ლოცვებიდ ჩატარების შემდეგ გავაგრძელეთ დაშვება. ცოტა ხანში გზა ჩახერგილი აღმოჩნდა მასზე დაცემული ხეებით. ასეთი ადგილი სულ 2-თუ 3 იყო და ზოგან ხეებზე, ზოგან ხეებს ქვეშ, ზოგან კიდე ხეების შიგნით გავძვერით ძლივს. ცხადი გახდა რომ აქ ცხენი ვერანაირად ვერ გაივლიდა. ბოლოს როგორც იქნა გზა აი ამ მდელოზე ჩამოვიდა.
[attachmentid=4339]
ეს მდელო მე მახსოვდა აქ ოდესღაც ბავშვობაში ვიყავი ნამყოფი რამაც ყველა დაგვამშვიდა. ნუნისის ეკლესია ახლოს უნდა ყოფილიყო. თუმცა მდელოზე დიდხანს ვერ გავჩერდით. კოღოების რაოდენობა აქ რეკორდული იყო.
[attachmentid=4340]
საუბედურიდ ორი მოლაშქრე წინ იყო წასული და ერთ ადგილას ნუნისის ეკლესიის გზისკენ არ გადაუხვიეს და მთავარ გზას გაყვნენ. აქვე მზემ თავისი ბოლო სხივები დაგვანახა.
[attachmentid=4341]
როცა გასწრებულებს დავეწიეთ ალტერნატივის წინაშე აღმოვჩნდით. ნუნისიდან ზვარეში 2 გზა მიდიოდა.
1) ნუნისის ეკლესიასთან უნდა ჩავსულიყავით (რადგან 4 მარშუტს ავცდით და პირდაპირ ეკლესიასთან არ აღმოვჩნდით) და შემდეგ უკვე სამანქანო გზით მივსულიყავით ზვარეში. ბოლო 1.5 კმ. აღმართი უნდა გვევლო
2) შეგვეძლო ეგრევე არც ისე დიდი აღმართის ავლით გადავსულიყავით ნასოფლარ პატარა ხარაგაულში და იქიდან ჩავსულიყავით პირდაპირ ზვარეში. ამ ვარიანტში ეკლესიას ვერ ვნახავდით.
ხო ბერების კლდის ნახვას აზრი ისედაც აღარ ჰქონდა რადგან იქ სიბნელეში უკვე ვერაფერს დავინახავდით. საბოლოოდ მეორე ვარიანტი ავირჩიეთ. ეს არც ისე დიდი აღმართი უკვე 14 კმ. გამოვლილი ხალხისთვის სერიოზული გამოცდა აღმოჩნდა. მიტომაც მის ბოლოში ცოცხალმკვდარები ვიყავით.
[attachmentid=4342]
პრინციპში ეს გზები ზეპირად უნდა მცოდნოდა მარა მაინც პატარა ავუბნიე ხალხს გზა. თუმცა 500-600 მეტრის გავლის შემდეგ ეს შეცდომა შევნიშნე და გამოვასწორე. მეორე ცდა უკვე პრაქტიკულად სრულ სიბნელეში წარმატებით დასრულდა. ჩავედით პატარა ხარაგაულისკენ მიმავალ გზაზე. მალე გზა საურმეც გახდა და მას გავუყევით. თუმცა ალაგ ალაგ დაბრკოლებები იყო ტალახების სახით. ერთ-ერთ ასეთ ტალახში კოზა-ნოსტრა დაეცა. საბედნიეროდ არაფერი დაიზიანა.
[attachmentid=4343]
ასე სიბნელეში გავედით ზვარემდე
[attachmentid=4344]
გვალვას კომენტარი ჩვენს პატარა გზის აბნევაზე იყო ძაან მაგარი. ნუ ცოტა უნტერესი ხო უნდა ჰქონოდა ამას. აბა დაგარგვის გარეშე რა მუღამი აქვსო

სახლში ხალხის უმრავლესობამ აივანზე დაიძინა. დილით ასეთი სურათი იყო.
[attachmentid=4345]
[attachmentid=4346]