Shota Megrelishvili
Oct 30 2007, 16:28
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ატვირთულ ფოტოებს შორის ყველაზე დიდი საშუალო ქულის (რეიტინგის) მქონე ფოტო ხდება დღის ფოტო თუ:
1. დააგროვა ქულების აუცილებელი მინიმალური რაოდენობა - 249 ქულა
2. წინა ფოტოს დღის ფოტოდ დასახელების შემდეგ უნდა გავიდეს 2 საათი მაინც. ანუ, ფოტო მინიმუმ 2 საათი გარანტირებულად იქნება დღის ფოტო და შესაბამისად, 24 საათის განმავლობაში შეიძლება დასახელდეს არაუმეტეს 12 განსხვავებული ფოტოსი.
შენიშვნა: თუ 2 საათის გასვლის შემდეგ, არ არის გალერეაში ბოლო 24 საათის განმავლობაში დადებული ისეთი სურათი, რომელმაც გადალახა 249 ქულიანი ზღვარი, დღის ფოტო არ შეიცვლება, სანამ რომელიმე ფოტო არ გადალახავს ზემოთხსენებულ ზღვარს
და TOP 30 ში როგორ შEდის?
Moderator-6
Oct 30 2007, 17:02
fani,
QUOTE
პრინციპი უფრო მკაცრია ვიდრე საუკეთესო ფოტოების შემთხვევაში. დანარჩენი - საიდუმლოა.
e.k.a.t.e.r.i.n.a
Oct 30 2007, 19:41
Shota Megrelishvili,
ასე არ იყო აქამდეც_ რამე სიახლეა?
Shota Megrelishvili
Oct 31 2007, 10:24
GGeorgien,
არა, სიახლე არ არის. ხშირად შემოდის მოცემული კითხვა და ყოველ ჯერზე ხელახლა ახსნას, თემის გახსნა ვამჯობინე.
e.k.a.t.e.r.i.n.a
Oct 31 2007, 20:49
Shota Megrelishvili,
ოკ.
10X
ერთი შეკითხვა, ოღონდ არ გამიგოთ ისე თითქოს რამეს ვთხოულობდე ან პრეტენზიას გამოვთქვამდე, just interesting

ეს არის დღის ფოტოს შეფასება:

ეს სხვა დღის ფოტო:

ეს კი ჩემი ფოტოს შეფასება:

კიდევ ერთხელ ვამბობ, არც დღის ფოტოობაზე მაქვს პრეტენზია და არც სხვა რამეზე, უბრალოდ მაინტერესებს რა კრიტერიუმები მოქმედებს შეფასებებზე. 16X5/5 და დაჟე საუკეთესოებში შესვლა ვერ დაიმსახურა? ნუთუ მარტო newbie-ბმა შემიფასეს?

ნუ მიწყენთ, უბრალოდ მართლა მაინტერესებს
Sikvdila
Nov 2 2007, 02:19
riko,
ფოტო რომ საუკეთესოებში შევიდეს, მინიმუმ 20 ამატურმა უნდა შეაფასოს და ჯამური ქულა უნდა იყოს არანაკლებ 4.5. უფრო ნაკლები შემფასებელია საჭირო, თუ გაფასებენ უფრო მეტი წონის მქონე წევრები. რომელი ჯგუფის წევრის შეფასებას რა წონა აქვს - საიდუმლოა.
newbie-ბი საერთოდ ვერ აფასებენ.
დიდი მადლობა პასუხისათვის, უბრალოდ ადრე 15 შეფასება იყო საკმარისი და იმიტომ დავიბენი. ახლა ყველაფერი გასაგებია

newbie-ბი რო ვერ აფასებენ ვიცი

ეგ ვიხუმრე.
ninucaaaa
Mar 18 2008, 17:00
ვარ newbie და ვერ შევდივარ შიშველ ნატურაში და რატო?
beshqena
Mar 18 2008, 17:04
ninucaaaa,
გლამურში და პანორამებში შედიხარ?

(ჩვენც ეგ გზა გვაქვს გამოვლილი. ნიუ ბაები ვერ შედიან მად)
Sikvdila
Mar 18 2008, 17:05
beshqena
Mar 18 2008, 17:31
ისე, ამ თემის პირველი პოსტი შესაცვლელია!
Sikvdila
Mar 18 2008, 17:36
beshqena,
მართალი ხარ. შევცვლი დღეს.
მადლობა
jonathan
Mar 19 2008, 16:26
2 საათის გასვლის შემდეგ, თუ არ/ვერ შეიცვალა დ/ფ მერე კიდევ 2 საათია გარანტირებული
თუ მანამ, სანამ რაიმე არ გადალახავს 249ს?
Sikvdila
Mar 19 2008, 16:44
jonathan,
QUOTE
მანამ, სანამ რაიმე არ გადალახავს 249ს
e.k.a.t.e.r.i.n.a
Mar 19 2008, 17:36
QUOTE
2 საათის გასვლის შემდეგ, თუ არ/ვერ შეიცვალა დ/ფ მერე კიდევ 2 საათია გარანტირებული
თუ მანამ, სანამ რაიმე არ გადალახავს 249ს?
QUOTE
მანამ, სანამ რაიმე არ გადალახავს 249ს
ვერ მივხვდი
მაშინ 2 საათი რაღა შუაშია
2 საათში გარანტირებულად იცვლება თუ 2 საათი გარანტირებულად
არ იცვლება?
tavadi
Mar 19 2008, 18:00
Kat...,
QUOTE
2 საათი გარანტირებულად არ იცვლება
თუ სწორად გავიგე
beshqena
Mar 19 2008, 18:20
Kat...,
ფოტო რომ გახდება დ/ფ მინიმუმ 2 საათის განმავლობაში დ/ფ იქნება.
თუ ამ დროის განმავლობაში რომელიმე სხვა (უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში დადებულმა) ფოტომ ასევე დააგროვა შესაბამისი (249) ქულა, მაშინ დ/ფ ჩანაცვლდება ამ უკანასკნელით. თუ ვერც ერთმა სხვა ფოტომ ვერ დააგროვა 249 ქულა, მაშინ დ/ფ იქნება მანამ, სანამ სხვა ფოტო არ გადალახავს ზემოაღნიშნულ ქულათა ბარიერს (249 ქულა)!
Sikvdila
Mar 20 2008, 07:11
Kat...,
QUOTE
ფოტო მინიმუმ 2 საათი გარანტირებულად იქნება დღის ფოტო და შესაბამისად, 24 საათის განმავლობაში შეიძლება დასახელდეს არაუმეტეს 12 განსხვავებული ფოტოსი.
QUOTE
თუ 2 საათის გასვლის შემდეგ, არ არის გალერეაში ბოლო 24 საათის განმავლობაში დადებული ისეთი სურათი, რომელმაც გადალახა 249 ქულიანი ზღვარი, დღის ფოტო არ შეიცვლება, სანამ რომელიმე ფოტო არ გადალახავს ზემოთხსენებულ ზღვარს
GioGoga
Jun 1 2008, 12:45
ამჟამად მოქმედი შეფასების სისტემის მიხედვით, რამდენი ქულა უნდა დააგროვოს სურათმა რომ გახდეს დღის ფოტო ან შევიდეს საუკეთესოებში?
წერია სადმე? ვერსად ვერ ვნახე, თუ ვინმე მიპასუხებთ მადლობელი ვიქნები.
beshqena
Jun 1 2008, 15:47
QUOTE(beshqena @ Mar 18 2008, 17:31)
ისე, ამ თემის პირველი პოსტი შესაცვლელია!
კიდევ შესაცვლელია
GioGoga
Jun 1 2008, 18:58
QUOTE
QUOTE(beshqena @ Mar 18 2008, 17:31)
ისე, ამ თემის პირველი პოსტი შესაცვლელია!
QUOTE(beshqena @ Jun 1 2008, 15:47)
კიდევ შესაცვლელია

მერე? ვინ იზავს მაგ კეთილ საქმეს?
beshqena
Jun 1 2008, 19:45
GioGoga,
მე არა/ვერა!
მადლობთ ინფორმაციისათვის : )
და
რატო არის შესაცვლელიი?
beshqena
Jun 1 2008, 20:04
niciko,QUOTE
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ატვირთულ ფოტოებს შორის ყველაზე დიდი საშუალო ქულის (რეიტინგის) მქონე ფოტო ხდება დღის ფოტო თუ:
1. დააგროვა ქულების აუცილებელი მინიმალური რაოდენობა - 249 ქულა
2. წინა ფოტოს დღის ფოტოდ დასახელების შემდეგ უნდა გავიდეს 2 საათი მაინც. ანუ, ფოტო მინიმუმ 2 საათი გარანტირებულად იქნება დღის ფოტო და შესაბამისად, 24 საათის განმავლობაში შეიძლება დასახელდეს არაუმეტეს 12 განსხვავებული ფოტოსი.
შენიშვნა: თუ 2 საათის გასვლის შემდეგ, არ არის გალერეაში ბოლო 24 საათის განმავლობაში დადებული ისეთი სურათი, რომელმაც გადალახა 249 ქულიანი ზღვარი, დღის ფოტო არ შეიცვლება, სანამ რომელიმე ფოტო არ გადალახავს ზემოთხსენებულ ზღვარს
Sikvdila
Jun 1 2008, 20:18
GioGoga,
QUOTE
ამჟამად მოქმედი შეფასების სისტემის მიხედვით, რამდენი ქულა უნდა დააგროვოს სურათმა რომ გახდეს დღის ფოტო ან შევიდეს საუკეთესოებში?
საუკეთესოებში შესასვლელად სურათს ესაჭიროება 3.6 ქულა და ასევე, საჭიროა შეფასებული ჰქონდეს გარკვეული რაოდენობის ხალხს. რაოდენობა საიდუმლოა
დღის ფოტოდ გასახდომად სურათს ესაჭიროება 3.9 ქულა და ასევე, საჭიროა შეფასებული ჰქონდეს გარკვეული რაოდენობის ხალხს. რაოდენობა საიდუმლოა
de-koberi
Jun 2 2008, 12:31
მდაა. საიდუმლო უფრო მეტია ვიდრე ინფორმაცია როგორც ჩანს
jonathan
Jun 3 2008, 11:28
რაოდენობაზე აქვს გავლენა შემფასებლის სტატუსს? როგორც ქულაზე?
jonathan,
QUOTE
რაოდენობაზე აქვს გავლენა შემფასებლის სტატუსს? როგორც ქულაზე?
პირდაპირი გავლენა არა...
ანუ უფრო მაღალი სტატუსის მქონე პირის მიერ გაკეთებული შეფასება უფრო წონიანი. შეფასების დათვლისას ხდება ამ კრიტერიუმის გათვალისწინება.
მაგალითად:
სურათის ქვეშ წერია, რომ შეაფასა 16 კაცმა.
ამ 16 კაციდან უფრო მაღალი სტატუსის მქონე შემფასებლის ქულას უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. (დანარჩენი მათემატიკაა)
jonathan
Jun 4 2008, 12:11
შეფასების დროს რომ აქვს გავლენა - ეს თავისთავად, ამიტომ ვიკითხე, რაოდენობაზეც აქვს გავლენა?
ანუ თუ საუკეთესოსთვის აუცილებელია 25 შემფასებელი (მაგალითად), ე.ი. 25მა უნდა შეაფასოს აუცილებლად...?
ალბათ კი, ასე მივხვდი
MaStErOFmAsTeRs
Jun 4 2008, 12:57
Magdu,
რას კითხულობს დათო იცით ? ადრე რომ იყო დ/ფ რო გამხდარიყო ფოტო 20 ამათურის შეფასება რო იყო საჭირო, მაგრამ თუ უფრო მაღალი სტატუსის ხალხი აფასებდა შეიძლებოდა 15 შემფასებელზეც გამხდარიყო დ/ფ

ხო და ეხლა როგორ არისო
MaStErOFmAsTeRs,
ახლაც ასეა.
jonathan
Jun 5 2008, 13:26
batukela
Oct 13 2008, 19:03
ზოგჯერ ფოტოს რომ 5ებით ვაფასებ , აკლდება ქულა

და აგეც წონის ამბავია?
rimanely
Oct 13 2008, 19:19
batukela,
ეგ მეც უნდა მეკითხა

რამდენჯერმე ფოტოს 5/5 დავუწერე და საუკეთესოებიდან ამოვარდა
batukela,
rimanely,
არა... 5-5 დაწერით არ დააკლდება ქულა.. შესაძლებელია ამ დროს სხვაც აფასებს
ერთი კითხვა მაქ,ფოტო რო საუკეთესოებში შევა და მეორე დღეს აღარაა საუკეთესოებში იმიტო რო ქულები დაკლებულია ეგ როგორ ხდება?? მინუს შეფასებაც არის?
Added @ [mergetime]1225822258[/mergetime] QUOTE
ზოგჯერ ფოტოს რომ 5ებით ვაფასებ , აკლდება ქულა და აგეც წონის ამბავია?
QUOTE
batukela,
ეგ მეც უნდა მეკითხა
რამდენჯერმე ფოტოს 5/5 დავუწერე და საუკეთესოებიდან ამოვარდა
ჩემ ფოტოზე მოხდა ეგ ამბავი ალბათ,დღეს დილას შესული ვიყავი საუკეთესოებში ეხლა აღარ ვარ :/
MRme,
მინუსები არ არსებობს. საშუალო არითმეტიკულზე დაფუძნებული ფორმულაა. დანარჩენი მათემატიკაა უკვე
Magdu
QUOTE
MRme,
მინუსები არ არსებობს. საშუალო არითმეტიკულზე დაფუძნებული ფორმულაა. დანარჩენი მათემატიკაა უკვე
რა ვერ გავიგე იცი.აი ხო არი რაღაც ფიქსირებული ქულა რომელიც დაიწერა,ვიღაცის დაბალმა ქულამ რატომ შეიძლება ეს ფიქსირებული ქულა დაწიოს ამდენით? 75 დან 44 მდე :/
MRme,
რაის ფიქსირებული ქულა?
Nika რაც დაფიქსირდა ბოლოს ის :/ ანუ იყო 75 ეხლა 44.რატომ გადაწყვიტა იმ ვიღაცის ქულამ ამდენით უკან დახევა.
User-Nikala
Nov 5 2008, 02:15
MRme
თუ შემფასებლების რაოდენობა დიდია და ქულა მაინც საკმაოდ მოაკლდა ესეიგი ვინმე მაღალი სტატუსის მქონე პიროვნებას არ მოეწონა ფოტო და შეგიფასა დაბალი ქულით,თუ შემფასებლების რაოდენობა დაბალია მაშინ ნებისმიერ ამატეურს შეუძლია კაი დიდი ქულა მოგაკლოს,ნუ საშუალო არითმეტიკულზე დაფუძნებული სისტემაა და მაქედან გამომდინარეა ეს ყველაფერი.
QUOTE
ანუ იყო 75 ეხლა 44
რაღაც გეშლება. ქულების შეჯამება არ ხდება. არც დაკლება.
beshqena
Nov 5 2008, 11:43
Nika,
მგონი შენ გეშლება

ნაწილობრივ ხდება. აბა ძიკარკა რომ ჩმე ფოტოებს გადაუვლის რატომ იწევს ქულები დაბლა?
beshqena,
შენ გეშლება....

უკვე დაიწერა, რომ ეს ფურმულა დაფუძნებულია საშუალო არითმეტიკულზე-ო
მაგალითი ერთი (საშუალო არითმეტიკულის:
4, 3, 5, 3 (დაიწერა ეს ქულები) ე.ი. (4+3+5+3)/4 = 3.75
ამის შემდეგ ვიღაცამ დაწერა 2 ე.ი. (4+3+5+3+2)/5 = 3.40
ეს არის საშუალო არითმეტიკულის მაგალითი. ჩვენი ფორმულაც ამაზეა დაფუძნებული. ჩვენი ფორმულით არ ხდება ქულების დაჯამება ან გამოკლება.
რაც შეეხება MRme-ს ნაწერს. წესით მაგას უნდა დაეწერა, რომ მისი ქულა იყო 3.75 და გახდა 3.44
და არა იყო 75 და გახდა 44.
beshqena
Nov 5 2008, 13:43
Magdu,
ანუ, მაინც აკლდებათქო, მაგას ვამბობ კაცო მე
beshqena,
არაფერი არ აკლდება. საშუალო ქულა მცირდება. ამ ორს შორის ძაან დიდი განსხვავებაა. ზევით ადამიანი ამბობს 75 იყოო ქულა და 44 გახდა. არა და ქულები 0-დან 5-მდე მერყეობს.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please
click here.