კონკურსმა დებიუტმა გამარჯვებულები გამოავლინა
დებიუტი
26 დეკემბერს, ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" 6 წლის იუბილე აღინიშნა და კლუბ "გურუში" კონკურს "დებიუტის" გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. ჟურნალის ერთ-ერთმა მთავარმა რედაქტორმა და საღამოს წამყვანმა - რატი ამაღლობელმა კონკურსის გამარჯვებულები დაასახელა. სამი ნომინაციიდან - პუბლიცისტიკა, ილუსტრაცია და ფოტო, სამ-სამმა გამარჯვებულმა პირველი, მეორე და მესამე ადგილები გაინაწილეს.
ნომინაციაში - ფოტო, ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
მესამე ადგილზე გავიდა ლუიზა ჩალათაშვილი
მეორე ადგილი დაიკავა კახა კახიანმა
პირველ ადგილზე გავიდა სერგი ბარისაშვილი
კონკურს "დებიუტის" პირველი ადგილის მფლობელები "ცხელ შოკოლადთან" ერთი წლის განმავლობაში ითანამშრომლობენ.
წყარო http://shokoladi.ge/node/4804
გილოცავთ ღირსეულ გამარჯვებას!