თინა მოდოტი - იტალიელი მსახიობი, მოდელი, ფოტოგრაფი და რევოლუციონერი. დაიბადა ქალაქ უდინეში 1896 წელს. 17 წლის ასაკში ოჯახთან ერთად ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. ამ პერიოდში იწყება მისი სამსახიობო და სამოდელო კარიერა. მონაწილეობა მიიღო რამოდენიმე მუნჯ კინოში. 1921 წელს გაიცნო ფოტოგრაფი ედვარდ ვესტონი. მასთან მუშაობისას დაინტერესდა ფოტოგრაფიით და თვითონაც დაიწყო გადაღება. 1922 წელს ვესტონთან ერთად გაემგზავრა მექსიკაში სადაც დაუმეგობრდა იქაურ ხელოვანებს და მათ შორის ფრიდა კალოს ამას გარდა გაწევრიანდა მექსიკის კომუნისტურ პარტიაში და ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში. 1930 წელს ბრალი დასდეს მექსიკის პრეზიდენზტე თავდასხმის ორგანიზებაში და 1939 წლადმე ევროპაში მოუწია დაბრუნება ამ პერიოდში განაგრძობდა თავის რევოლუციონერულ აქტიურობას, ესპანეთში იმყოფებოდა სამოქალაქო ომის დროს. 1942 წელს გარდაიცვლა მეხიკოში, საეჭვო ვითარებაში გულის შეტევით.
ეს თვითონ, (პირველი და ბოლო მგონი ფილმებიდანაა) Added @ [mergetime]1280182962[/mergetime]
Added @ [mergetime]1280183119[/mergetime]
Added @ [mergetime]1280183359[/mergetime]
Nika Pkhakadze
Jul 27 2010, 02:32
Added @ [mergetime]1280183737[/mergetime]
Archer
Jul 27 2010, 08:43
კარგი ფოტოებია. მადლობა
Davit Gholijashvili
Jul 27 2010, 09:34
ნამგალი და ურო რამდენჯერ გადაუღია...
TIHIRO
Jul 27 2010, 11:33
ვივა რევოლუცია! მომეწონა
tavadi
Jul 28 2010, 00:30
რამდენიმე ძალიან მომეწონა კარგი თემაა, გაიხარე ნიკა
Nina Minzoni
Jul 28 2010, 11:49
რა საინტერესო თემააა, გმადლობ ნიკა
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.