Help - Search - Member List - Calendar
Full Version: ტაო კლარჯეთის ტურისტული რუკის წარდგინება
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > კონკურსები, გამოფენები
saskva
2010 წლის 13 აპრილს, 19:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება ტაო-კლარჯეთის ტურისტული რუკის წარდგენა.

ტაო-კლარჯეთის ტურისტული რუკის შექმნის ძირითადი მიზანია საზოგადოებაში ისტორიული ტაო-კლარჯეთის შესახებ საბაზისო ცოდნის გაღრმავება, მოგზაურობის მოყვარულთათვის უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ძეგლების მონახულების გამარტივება.

ტაო-კლარჯეთის ტურისტულ რუკაზე წარმოდგენილია თურქეთში შემორჩენილი მნიშვნელოვანი ქართული ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების დიდი ნაწილი.

რუკაზე საექსკურსიო ობიექტების გარდა დატანილია აგრეთვე გზისპირა ძეგლები. თითოეულისათვის მოცემულია როგორც ისტორიული ქართული, ასევე თანამედროვე თურქული ტოპონიმები. რუკაზე აღნიშნულია ინფრასტრუქტურული და ტურისტულ-რეკრეაციული ობიექტებიც.
აქვეა წარმოდგენილი ტაო-კლარჯეთის მოკლე ისტორია და ინფორმაცია ჩვიდმეტი საექსკურსიო ობიექტების შესახებ.

ტურისტული რუკის წარდგინების დროს გაიმართება ტაო-კლარჯეთის ძეგლების ფოტო გამოფენა, რუკის ავტორთა ჯგუფის სიტყვით გამოსვლა, ანონსი გაუკეთდება სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებს.

წარდგენაზევე იქნება ტურისტული რუკის შეძენის საშუალება. შემოსული თანხა მიზნობრივად მოხმარდება ზაფხულში ტაო-კლარჯეთში ექსპედიციის დაგეგმვასა და მოწყობას.



User-Nikala
მშვენიერი ინფორმაციაა,მადლობა. აუცილებლად დავესწრები.
saskva
user posted image
DaNi
ძალიან კარგია, ალბათ მოვალ. smile.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.