მაიზელი არის ცნობილი როგორც ერთერთი ყველაზე წარმატებული მოდის ფოტოგრაფი, რომელიც რეგულარულად იღებდა ორივე იტალიური და ამერიკული ვოგისთვის.
მისი დაინტერესება სილამაზით და მოდელებით მის ახალგაზრდობაში დაიწყო. იმ დროს როდესაც მისი თანაატოლები სათამაშოებით თამაშობდნენ, მაიზელი ქალებს ხატავდა. ხატვისთვის მისი შთაგონების წყარო იყო ჟურნალი Vogue და Harper's Bazaar. მაიზელი ოცნებობდა მაღალი საზოგადოების ქალებზე, როგორებიცაა Gloria Guinness და Babe Paley, რომლებსაც აიგივებდა სილამაზესთან და მაღალ საზოგადოების წარმომადგენლებთან. მისი იდეალი იყო ასევე მისი და და დედამისი.
მაიზელი სწავლობდა High School Of Art and Design და Persons School of Design. სადაც მან მიიღო დიდი ცოდნა მრავალ საკითხში, რაც შემგომში ფოტოგრაფად ჩამოყალიბებაში ძალიან დაეხმარა.
მაიზელის პირველი სამსახური იყო მოდის დიზაინერ Halston–თან, სადაც ის მუშაობდა ილუსტრატორად. მაიზელი არასდროს ფიქრობდა რომ გახდებოდა ფოტოგრაფი. ის მოხიბლული იყო ფოტოგრაფებით, როგორებიც იყვნენ Jerry Schatzberg, Irving Penn, Richard Avedon და Bert Stern. Women's Wear Daily–ს ილუსტრატორად მუშაობის შემდეგ ის წავიდა Elite model agency–ში სადაც იქ მომუშავე ორი გოგონა ნებას აძლევდნენ მას გადაეღო სურათები მათი მოდელებისთვის.
დღეისთვის მაიზელი მუშაობს მრავალი სააგენტოსთვის და სამოდელო მაღაზიისთვის. 1995 წელს მან გააფორმა მერაია ქერის ალბომი Daydream.
სხვა მრავალ კომპანიასთან ერთად მაიზელს გადაღებული აქვს სურათები Versace, Valentino, Doce & Gabbana და Calvin Klein– ის დაკვეთით. მაიზელი ასევე ცნობილია როგორც პრადას კამპანიის გადამღებად.
მაიზელი კვლავ განაგრძობს ფოტოგრაფულ ცხოვრებას და შემოგვთავაზებს კიდევ მრავალ გასაოცარ ფოტოს. მან 2008 წლის აპრილში გადაუღო მეგობარ მადონას, ახალი ალბომისთვის და მისი თქმით ის კიდევ გააგრძელებს აღნიშნული მომღერლისთვის გადაღებას.
Added @ [mergetime]1229366670[/mergetime]









Added @ [mergetime]1229366721[/mergetime]


























Added @ [mergetime]1229366887[/mergetime]




Added @ [mergetime]1229366929[/mergetime]









Added @ [mergetime]1229366979[/mergetime]










Added @ [mergetime]1229367071[/mergetime]

Added @ [mergetime]1229367100[/mergetime]





Added @ [mergetime]1229367132[/mergetime]










Added @ [mergetime]1229367191[/mergetime]
