გამარჯობათ, ახლოვდება კონკურს "ყველაფერი გაცილებით მარტივია" ს გადამწყვეტი ეტაპი და მაინტერესებს თუ შეფასებისას რა კრიტერიუმებით იმოქმედებთ და დავაკონკრეტებ რას ვგულისხმობ ამაში:
ერთ-ერთი სურათის ნახვისას მეც მის მნახველთა უმეტესობის მსგავსად მომეწონა იდეა, განხორციელება კი მეტნაკლებად, მაგრამ ამ კონკურსის პრიზები არის ფოტოაპარატები ხომ? და თუ მივიღებ მონაწილეობას მივიღებ იმიტომ, რომ "საოჯახოთი" ვიღებ და რა თქმა უნდა შესრულება არ მოგეწონებათ მისი! ჩემი აზრით სურათი ""იდეით"" უნდა შეირჩეს ვინაიდან წესით კონკურსში ის უნდა იღებდეს მონაწილეობას ვისაც სჭირდება ის ფოტოაპარატი ხომ? (ანუ "ცუდი აქვს") შესაბამისად მისი იდეა კარგი განხორციელებული ვერ იქნება! (ვინაიდან არ გააჩნია კარგი ფოტოაპარატი) თუ ფიქრობთ რომ კონკურსში უნდა გაიმარჯვოს იმან ვისი სურათიც კარგად შესრულებულია და შესაბამისად კარგი ფოტოაპარატი აქვს ავტორს?
ანუ შეიძლება რომ კონკურს "ვის ტელეფონს უფრო მეტი ფუნქციები აქვს" მთავარი პრიზი იყოს ისევ ტელეფონი? ანუ ის ვისაც ყველაზე მაგარი ტელეფონი აღმოაჩდება მიიღებს საჩუქრად ისევ ტელეფონს! თუ ამ კონკურსში იდეათა განხორციელებასაც მეტნაკლებად დიდი მნიშვნელობა მიენიჭება მაშ პრიზები ფოტოაპარატები აღარ უნდა იყოს. გამოვიყენებ ბატონ leonsio ს სიტყვებს და მაგარი უაზრობაა ფოტოგრაფს ფოტოაპარატს რომ ჩუქნიან
