Help - Search - Member List - Calendar
Full Version: საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > კონკურსები, გამოფენები > ბოკეს გამოფენები
Pages: 1, 2, 3, 4
Shota Megrelishvili
18 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით იგეგმება ფოტოკლუბი ბოკეს საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის მოწყობა, რომლიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება დუშეთის მზრუნველობა-მოკლებულ ბავშვთა სახლს "პირმისაანთკარი".

გამოფენაზე იგეგმება ბოკეს 2007 წლის საუკეთესო ფოტოსურათების წარდგენა.
დღეისათვის სულ მიღებულია 40-მდე ფოტოსურათის საბეჭდი ვერსია.
ფოტოების ავტორებს ვთხოვთ დააფიქსირონ საქველმოქმედო მიზნით გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის თანხმობა.

უკვე 1 თვეზე მეტია, რაც ფოტოკლუბი ბოკეს ადმინისტრაცია გეგმავს საქველმოქმედო საახალწლო გამოფენა-გაყიდვის ორგანიზებას. გამოფენა-გაყიდვის მიზანი იყო და არის გაგველამაზებინა ახალი წელი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა ერთი სახლის ბავშვებისათვის მაინც. საგამოფენო დარბაზის გამოყოფის თხოვნით ჩვენ მივმართეთ არაერთი დარბაზის ხელმძღვანელობას. გამოფენის ბოლო წუთამდე ველოდით თანხმობას რომელიმე გალერეიდან.
ერთადერთი, ვინც უსასყიდლოდ შემოგვთავაზა საგამოფენო დარბაზი, იყვნენ ჯეობარის წარმომადგენლები. აგრეთვე, მათ შეგვპირდნენ გაეშვათ დაგეგმილი საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის თაობაზე სატელევიზიო ანონსი, რაც მოიზიდავს დამატებით მნახველს და მოგვცემს საშუალებას მივაღწიოთ დასახულ მიზანს.

გამოფენა-გაყიდვა გაიხსნება 18 დეკემბერს 16:00 საათზე და დაიხურება 20:00 საათისთვის.
19-დან 21 დეკემრბის ჩათვლით გამოფენა-გაყიდვა იმოქმედებს 16:00 საათიდან გვიან საღამომდე.

საგამოფენო დარბაზი მდებარეობს გორგასლის ქუჩა 3/2 (აბანოებთან).

ფოტოკლუბი ბოკეს ადმინისტრაცია იმედს იტოვებს, რომ კლუბის წევრები გაგებით მოეკიდებიან და გამოხატავენ თავიანთ მხარდაჭერას ამ მნიშვნელოვან საქველმოქმედო პროექტთან მიმართებაში.

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მიზნიდან გამომდინარე, თითო ფოტოს ფასი ჩარჩოს გარეშე იყოს 50 ლარი. თქვენ რას ფიქრობთ? smile.gif
Sikvdila
თანახმა ვარ.
beshqena
ძაან მაგარი იდეაა!!!
bravo.gif
Kamikadze
ფოტოს თუ რამე მოვუხერხე თანახმა ვარ DDDD.gif
Sofio Gokhelashvili
მდაა.. ანუ 14ში არაფერია ?
Sikvdila
duci,
QUOTE
18 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით
Luichka
no problem DDDD.gif angel.gif
Liza Niniashvili
QUOTE
16:00 საათზე და დაიხურება 20:00 საათისთვის



საათების ამბავში დასანანია.... ვინც მუშაობს იმან რა ქნას ?

be_qa
PsixOdino4ka,
QUOTE
19-დან 21 დეკემრბის ჩათვლით გამოფენა-გაყიდვა იმოქმედებს 16:00 საათიდან გვიან საღამომდე.


Maia Chkhaidze
ჰმ.. მე თანახმმა ვარ მხოლოდ ერთი ფოტოს გაყიდვაზე იმედია ერის ღალატად არ ჩამეთვლება: )

პირადი მიზეზების გამო არ დავაკონკრეტებ smile.gif
Liza Niniashvili
ბექა, გახსნა სულ სხვაა(((((
გამოფენის გახსნაზე რომ ვერ მიხვალ აი "ობლომ" .))))
Tamri
მივესალმები ამ აქციას bravo.gif ბავშვებს წინა საახალწლოდ გავახარებთ

ჯეო ბარზე რა გითხრათ
რამოდენიმეჯერ გადავაკეთე პოსტი
და მაინც თავს შევიკავებ მორალურობაზე საუბრებისაგან

მაპატიეთ angel.gif
Added @ [mergetime]1197399647[/mergetime]
და კიდევ იყიდეთ რა ჩემი ფოტოები იყიდეთ...


angel.gif
be_qa
PsixOdino4ka,
ჰო ეგეც მართალია, გახსნა მაინც სულ სხვაა smile.gif
Iki Bazadze
თანახმა ვარ smile.gif
Sofio Gokhelashvili
PsixOdino4ka marTalia!
cota gvian iyos raa gaxsna?? 6 mainc
Nika
Tamri,
შოთას პოსტის ციტირებას გავაკეთებ
QUOTE
საგამოფენო დარბაზის გამოყოფის თხოვნით ჩვენ მივმართეთ არაერთი დარბაზის ხელმძღვანელობას. გამოფენის ბოლო წუთამდე ველოდით თანხმობას რომელიმე გალერეიდან.
ერთადერთი, ვინც უსასყიდლოდ შემოგვთავაზა საგამოფენო დარბაზი, იყვნენ ჯეობარის წარმომადგენლები. აგრეთვე, მათ შეგვპირდნენ გაეშვათ დაგეგმილი საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის თაობაზე სატელევიზიო ანონსი, რაც მოიზიდავს დამატებით მნახველს და მოგვცემს საშუალებას მივაღწიოთ დასახულ მიზანს.

Tamri
Nika,

კარგად მესმის

რეკლამირების თვასაზრისით ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტია

smile.gif
nicalagua
ძალიან კარგი !!!
მაგრამ... ეხლა უნდა ვიკაიფო იმდენი "მაგრამ" დაიწერება DDDD.gif
ani-bani
მიხარია რომ ბოკე ასეთ კეთილშობილურ საქმეს აკეთებს!
მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს ახალ წელს ცოტათი მაინც უხალისებს!
ბრავო ბოკეს ადმინისტრაცია!
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!

მერე რა რომ ჯეობარში ეწყობა, ხომ ხედავთ სხვა საგამოფენო დარბაზები დაკავებულია და ამის გამო ასეთი კეთილშობილური საქმე უნდა ჩავშალოთ?!

არავითარ შემთხვევაში!

კიდევ ერთხელ ბრავო ბოკეს ადმინისტრაციას!
pantazia
თანახმა, ვარ და მოხარული ვიქნები თუკი მზრუნველობამოკლებული ბავშვების კეთილდღეობას რამეთი მაინც წაადგება ჩემი ფოტო smile.gif
riko
ნამდვილად კარგი იდეაა, რა სჯობია იმას, რომ რამდენიმე ბავშვს, რომელსაც ბევრი არაფერი აქვს ცხოვრებაში გასახარელი, ერთ დღეს მაინც გაულამაზებ.
молодцы ребята smile.gif
bravo.gif bravo.gif bravo.gif
DIKARKA
ადმინისტრაციის მშვენიერი იდეაა!
: )
keto
იმ დღეს მეც გავაპროტესტე ჯეობარის იდეა, მაგრამ საჯაროდ მიმაქვს ჩემი სიტყვები უკან DDDD.gif

ძალიან კარგი იდეაა გამოფენა-გაყიდვა, მითუმეტეს საქველმოქმედო და აქ არავითავი მნიშვნელობა არ აქვს ჯეობარი იქნება თუ სხვა!!!
TATI
მიყვარს ახალი წელი და ასე თუ გავალამაზებთ წინა საახალწლო დღეებს არა მარტო ჩვენთვის არამედ მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვისაც შEსანიშნავი იქნება! bravo.gif

anika-zeppelin
უა..
კარგია. . .
საღოL..
ვეცდები გახსნაზე მოვიდე. . .
angel.gif
tavadi
ეს მომწონს smile.gif
Nata
აი თურმე რაში ყოფილა საქმე. ასეთი მიზანი ნამდვილად ამართლებს საშუალებას! მშვენიერი წამოწყებაა! bravo.gif
sarke
მოგესალმებით ყველას smile.gif მეც ვაპირებ ასეთივე აქციის გაკეთებას ოგონდ შიდცით იმფიცირებულთა დასახმარებლად. მინდა როო მოეწყოს პატარა აქცია, სადაც გაიყიდება სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრები და შემოსული თანხა მოხმარდება 25 წლამდე შიდცით იმფიცირებულ ადამიანებს. თქვენ შეგიზლიათ თქვენი ნამუშევრით დაგვეხმაროთ ამ აქციის მოწყობაში. დამატებითიი იმფორმაციისთვის პმ ში მომწერეთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვი!!...
ARIQA safi
ყოჩაღები ხართ!!!


აბა ჩვენ ვიცით...!!!

(( :
Torquado
ეს იდეა კი მშვენიერია. ყოველთვის მიხარია როცა ბოკე საქველმოქმედო საქმიანობაში ერთვება. მანდ რომ ვიყო მეც მოვიდოდი გამოფენაზე sad.gif

გუუუდ ლაქ! smile.gif smile.gif smile.gif
chalata
რა თქმა უნდა თანახმა ვარ.
M I N I
მივესალმები ადმინისტრაციის ჩანაფიქრს,


უფალი ფარავდეს ყველა მზრუნველობა მოკლებულ ბავშვს !!!
jonathan
აუ, მაგრა გამიხარდება თუ იყიდიან, მაგრამ ფასი დიდი ხომ არ არის? გასაგებია რომ აქციაა და ვინც იყიდის - მანაც იცის რომ იმიტომაა ძვირი, რო ბავშვებს ეხმარება, მარა - იავიცი, ფული ხო უნდა ქონდეს რო იყიდოს...
Mze
კარგი იდეაა )))
Nina Minzoni
ჯეობარი მთლად ვერ არის კარგი ადგილი, მაგრამ სხვა ფართის მოძიებაში მეც ვიყავი ჩართული და ფაქტიურად შეუძლებელია ამ წინა საახალწლო ციებ ცხელებაში რაიმე ფართის ნახვა, ბევრმა გვითხრა უარი.
მთავარი ისაა რომ ჩვენი საქმით პატარებს გავახარებთ smile.gif
მე ყველაზე მეტად რაც მადარდებს გამოფენის გახსნის დროა, დიდი ალბათობაა იმისა რომ მე გმოფენის გახსნას ვერ დავესწრო sad.gif
იქნებ ცოტა საღამოსკენ გადმოვწიოთ დრო შოთა? თან მოწვეული სტუმრებისთვისაც უფრო კარგი იქნება, სამსახურის შემდეგ ბევრი მოვა უპრობლემოდ
chechekuna
არ ვფიქრობ ჩემი ფოტოს გამოფენას დიდი აზრი ჰქონდეს,მაინც არავინ იყიდის და ტყუილად ადგილს დაიკავებს DDDD.gif
Nina Minzoni
chechekuna,
მტავარია შენ შენი წვლილი სეიტანო ამ აქციაში, და როგორ მოახერხებ, ეგ უკვე შენ თვითონ გადაწყვიტე ჩემო კარგო smile.gif
აქვე დავამატებდი რომ სენი ფოტოები ნამდვილად მომწონს, განსაკუთრებით ის ფოტო სერია, ხომ მიხვდი? wick.gif
Shota Megrelishvili
Nina Minzoni,
დრო დაფიქსირებულია დარბაზის ადმინისტრაციის მიერ. ჩვენც გვქონდა სურვილი დაგაგვეწია დრო, მაგრამ არ გამოვიდა. თან, 20:00-ზე უნდა დაიხუროს გამოფენა. დროს კარნახობს სატელევიზიო გადაცემის განრიგი.

მეც პირადად, ვერ მოვახერხებ 19:00-ზე ადრე მანდ მისვლას. დარწმუნებული ვარ, ხალხი იმდენი იქნება, რომ 16:00-ზეც და 19:00-ზეც სავსე იქნება დარბაზი.
თვითონ ჯეობარის ადმინისტრაციაც იზრუნებს ხალხის მოყვანაზე.
Nina Minzoni
Shota Megrelishvili,
მე შევეცდები ყველანაირად რომ 4ზე გამოვიდე ნახევარი საათით მაინც,
თუ ჯეობარის ადმინისტრაციაც მოგვეხმარება ამაში, ძალიან კარგი.
nodari82
მივესალმები
რათქმაუნდა თანახმავარ
mariami
თანახმა ვარ მეც, და თუ მეთად გაიყიდება , დაე მოხმარდეს მთელი ის ტანხა ნავშვებს smile.gif

ამაზე კარგს რას ვიზამთ ???!!! smile.gif

bravo.gif
chamoxeuli bilbordebi
ეს 14 ში რომ უნდა ყოფილიყო ისაა?

2007 წლის 100 საუკეთესო?
Mariam Titberidze
ძალიან კარგი იდეააwick.gif
chamoxeuli bilbordebi
ა, ხო, ყველაფერი გავიგე მაგრამ 1 კითხვა, ანუ 14 ში აღარ იქნებვა გამოფენა და 18ში იქნებვა ხო?
Added @ [mergetime]1197453064[/mergetime]
18ში ვმუშაობ cry.gif
Added @ [mergetime]1197453279[/mergetime]
ცოტა გვიან რომ დაიხუროს არ შეიძლება? cry.gifcry.gifcry.gif
N67


მშვენიერი რამეა smile.gif

ისე პირველ დღეს მაინიც ჯობია მგონი ცოტა გვიან რომ დაიხუროს..
angel.gif
Shota Megrelishvili
როგორც ზევით ავღნიშნე, ჩვენც ეგრე გვინდოდა, მაგრამ სატელევიზიო განრიგის გამო 20:00-ზე უნდა დაიხუროს გამოფენა 18-ში sad.gif სხვა დღეებში გვიანობამდე იქნება ღია.
Shota Megrelishvili
მონაწილეებთან მაქვს კითხვა:
ფოტოსურათების ქვეშ ვაპირებთ რომ მივაწეროთ მონაწილეების ნიკები. ეს რაიმე უხერხულობას ხომ არ შეგიქმნით?
mariami
Shota Megrelishvili,


არა smile.gif
Added @ [mergetime]1197455712[/mergetime]
blink.gif ისე ვერ გავიგე, 14 აღარ იქნება ???

მაპატიეტ sad.gif unsure.gif
lukatar
აუ ჯეობარი sad.gif sad.gif სიკეთე კი ყველასი უნდა დაინახო და დააფასო, მააგრამ... რამდენად უანგაროა მაგათი შემოთავაზება. როდესაც პატრიარქი უარყოფს პროექტს და მაინც აგრძელებ, რაღა სიკეთეზეა ლაპარაკი... sad.gif ნეტა სხვა ვინმეს დაეთმო დარბაზი
Shota Megrelishvili
lukatar,
ნეტა... მაგრამ ამჟამად გვაქვს ის, რაც გვაქვს.

mariami,
14-დან 18-ში გადაინაცვლა ამ გამოფენამ. რაიმე პრობლემა ხომ არ შეიქმნა ამის გამო, მარიამ?
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.