Help - Search - Member List - Calendar
Full Version: ფირის აპარატს AE-1
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფოტოტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, შეკეთება > შევიძენ
MTK
მოკლედ მინდა კარგი გემრიელი ფირის აპარატი. არ მინდა ზენიტი, არ მინდა პლასტმასის მაიმუნობები.

მინდა რამე სანდო, კარგი ობიექტივით. სრულად მართვის შესაძლებლობით.

ექსპონომეტრით და ბატარეის გარეშე ფუნქციონირების საშუალებით(ექსპონომეტრის გარდა ცხადია).

მომწონს Canon AE-1, Pentax K1000.

შემომთავაზეთ ეს, ან სხვა მსგავსი მოდელები უახლოეს დღეებში.
გმადლობთ ამ განცხადების წაკითხვისთვის smile.gif.
Archer
რამდენი გაქვს ფული?
MTK
200 ლარამდე მაქსიმუმ. მაგრამ 100 ლარს ზემოთ ძუნწად დავხარჯავ DDDD.gif
ყიდვის მერეც იმდენი ხარჯი აქვს ფირის აპარატს ჯობია თავი დავიზღვიო..
Magdu
MTK,
canon ae-1 კარგია, მე მაქვს. უბრალოდ იცოდე, ბატარეის გარეშე არ იმუშავებს.
სრულ მანუალზეც რომ გეყენოს მაინც (ამ შემთხვევაში თუნდაც თითქმის დამჯდარი საკმარისია)

პ.ს. მე ვაპირებ ჩემის გაყიდვას (body), ოღონდ მას ექსპონომეტრი არ უმუშავებს. უფროსწორედ უმუშავებს, უბრალოდ კაპრონის ძაფი გამიწყდა (შიგნით აპარატში ექსპონომეტრიდან "სიჩქარეების" გადამრთველამდეა.)

სხვა მხრივ მუშა აპარატია.
MTK
არ ვიცოდი თუ ბატარეის გარეშე არ მუშაობდა.

მომავალი კვირის ბოლომდე მჭირდება მუშა აპარატი თავის ობიექტივით.. მერე მივდივარ და თუ ვერ მოვასწარი დავრჩები ზენიტის ამარა. გამოწერასაც ვერ ვასწრებ.
ramaz
MTK,
ნიკონ F3-ში რამდენს გადაიხდი??

DDDD.gif DDDD.gif
MTK
ramaz,
რამდენი გინდა?
იდეაში არ ვფიქრობდი ეგეთი სერიოზულის ყიდვას, მაგრამ გამორიცხული არ არის, ოღონდ ძალიან უნდა დავიჯერო რომ გაამართლებს ინვესტიცია. კარგ რეკლამას თუ გაუკეთებ DDDD.gif

ობიექტივი მოყვება რამე? ცალკე ობიექტივზე ჩალიჩის თავი არ მაქვს ეხლა, მეჩქარება ყიდვა..
ZetsubouShenon
ფ3-იიიიიიიიიიიიიიიიი :ნძრვ:
ramaz
MTK,
F3-ს რეკლამა არ სჭირდება, ის ლეგენდაა DDDD.gif , რაც შეეხება მის საიმედოობას, პირადად 60000-ზე მეტი სურათი გადავიღე, არც ერთხელ არ უღალატია DDDD.gif , ლინზა ანუ ობიექტივი 24-200 tokina ATX მოდელია, საშუალო კლასისაა, უნივერსალი, ალუმინის კორპუსით და შუშის ლინზებით.
MTK
არა F3 რომ მაგარია რად უნდა ლაპარაკი. მაგრამ ცდუნებას უნდა გავუძლო, არ მჭირდება ეხლა ეგეთი აპარატი და ჯობია მიწას დავუბრუნდე smile.gif

საჩემო არაფერი გაქვთ? DDDD.gif
MTK
კარგი აღჭურვილობაა, მაგრამ ჯერ არ ვარ მზად ეგრე მთლიანი სისტემა ავიღო. უფრო trial and error მიდგომით მინდა საკუთარი შევკრა.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.