Help - Search - Member List - Calendar
Full Version: ისტორიული ფოტო
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო > ესტაფეტა
perfi
თემა #60

თამაშის წესები:

1. ყოველი კვირის ბოლოს (კვირა დღეს) გამოცხადდება თემა. ამ თემის მიხედვით ნებისმიერ მსურველს ერთი კვირის განმავლობაში (მომდევნო პარასკევის 23:59-მდე) შეეძლება გადაიღოს სურათი და განათავსოს შესაბამის თემაში.
2. თითო მომხმარებელს აქვს უფლება განათავსოს მხოლოდ 1 სურათი.
3. თემაში სურათის გარეშე პოსტი არ დაიშვება. (ამ წესის დამღვევი პირველი შემთხვევისთვის მიიღებს 1 დღიან ბანს, ყოველი მომდევნო შემთხვევისთვის 7 დღიან ბანს)
4. თემის გამომცხადებელი (ავტორი) ირჩევს კვირის განმავლობაში დადებული სურათებიდან, მისი აზრით, თემასთან ყველაზე ახლოს მდგომ და ამავე დროს კარგ დონეზე შესრულებულ ერთ ნამუშევარს.
5. გამარჯვებული ფოტოს ავტორი ასახელებს მომდევნო კვირის თემას და მასვე ეძლევა უფლება გამოავლინოს მომდევნო კვირის გამარჯვებული.
6. როგორც მე-3 პუნქტში ავღნიშნე დაუშვებელია თემაში სურათის გარეშე პოსტის განთავსება. თუმცა გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ ეს აკრძალვა უქმდება და ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი ან/და გააკეთოს კომენტარი.
7. ყოველი "დავალებისთვის" გაიხნება ახალი თემა.
8. ფოტოებზე და პოსტებზე გავრცელდება ფორუმზე მოქმედი ზოგადი წესები ამ პოსტში აღნიშნული აკრძალვების დამატებით.

ამ თემაში სურათების ატვირთვის ფუნქცია ჩართულია!

ახალი თემა: ისტორიული ფოტო

არ მიწყინოთ, მეტი ვერაფერი მოვიფიქრე :შ
User-Nikala
ყველაზე ისტორიული და დრამატული. ფოტო - ტრაგიკომედია DDDD.gif ბევრს ახსოვს ალბათ ))))
Lasha Palavandishvili
user posted image

Davit Gholijashvili
როცა ჩვენ უბანსაც ეღირსა ასფალტი!
makuku
2 წლის წინ, წიგნის ფესტივალზე მუხრან მაჭავარიანის ოთხტომეულის პრეზენტაციაზე ფრიდონ ხალვაში მუხრანის შემოქმედებაზე საუბრობდა...

რამდენიმე თვის წინ მუხრანი ამბობდა სიტყვას ფრიდონის საღამოზე...

რა სამწუხაროდ განვითარდა მოვლენები, ყველასთვის ცნობილია..

უკვე ისტორიული ფოტო.
perfi
ბოდიშს ვიხდი დამიგვიანდა ძალიან.
ლაშა პიბა მართლაც ისტორიული ფოტოებია..

ნიკოლოზ სამწუხაროდ ფოტოს ისტორია არ ვიცი, მაგრამ ძალიან მომეწონა..

makuku შენ გახსენი შემდეგი თემაsmile.gif
makuku
perfi,
დიდი მადლობა smile.gif
სამწუხაროა ასეთი პასიურობა ასეთ კარგ თემაში. იმედია აწი გააქტიურდებით, შემდეგ თემებში.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.