Help - Search - Member List - Calendar
Full Version: ფოტოკონკურსი
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > კონკურსები, გამოფენები
Pages: 1, 2
Sopho Nadareishvili
ფოტოკონკურსი - ,,დაიზღვიე ბედი შეიკარი ღვედი”
ფონდი ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” მუშაობს საქართველოში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე და საზოგადოების ჩართვაზე პრობლემების მოგვარების საქმეში. ამ მიმართულებით ფონდი ახორციელებს სხვადასხვა სოციალურ კამპანიას და პროექტს, მათ შორის პროექტს: ,,საქართველოში უსაფრთხოების ღვედების პოპულარიზაცია”, რომელიც საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის პატრონაჟით და სხვადასხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), მსოფლიო საავტომობილო ფედერაციის ფონდი (FIA Foundation), კომპანია BP), რომლის ფარგლებში ცხადდება ფოტოკონკურსი 8 იანვრიდან 10 თებერვლამდე, სახელწოდებით: ,,დაიზღვიე ბედი შეიკარი ღვედი!”.
კონკურსის მიზანია, რომ უფრო პოპულარული გახდეს უსაფრთხოების ღვედების მოხმარების კულტურა საქართველოში და მასში ჩაერთონ ახალგაზრდა მოყვარული თუ პროფესიონალი ფოტოგრაფები, რომლებიც საინტერესო ფორმით აჩვენებენ ამ საკითხს. კონკურსანტები თავისუფალნი არიან გადაწყვეტილებაში ფოტოგრაფიის რომელ ჟანრში ან რა ფორმით შეასრულებენ ნამუშევარს.
ფოტოს მთავარი გზავნილი:
• უსაფრთხოების ღვედი იცავს ადამიანს და მისი გამოყენება ყველა ტიპის საავტომობილო გზაზე საუკეთესო თავდაცვის საშუალებაა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს. ამიტომაც, დაიზღვიე ბედი და შეიკარი ღვედი!

საკონკურსო ფოტოებიდან შეირჩევა საუკეთესო ნამუშევრები, რომელთა ექსპოზიცია გაიმართება საგამოფენო დარბაზში დამთვარიელებლების წინაშე, ხოლო მათ შორის შეირჩევა 3 საუკეთესო ნამუშევარი, რომელთათვისაც დაწესდება სპეციალური პრიზები. ასევე, საუკეთსო ნამუშევრები დაიბეჭდება სხვადასხვა პლაკატებად, რომლებიც სხვადასხვა საშუალებებით გავრცელდება ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში.
კატეგორიულად იკრძალება ინტერნეტში მოძიებული მასალების (ფოტოები, პოსტერები და ა.შ.) გამოყენება კონკურსის ფარგლებში. კონკურსი გულისხმობს ახალ იდეას, რომელიც იქნება საინტერესო ჩვენი საზოგადოებისთვის.
გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური.
საპრიზო ადგილები:
I ადგილი - Notebook;
II ადგილი - Ipod touch;
III ადგილი - Ipod nano;
დაინტერესებულმა პირებმა ნამუშევრები (jpg. ფაილი 150 kb.) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@safedrive.ge
იხილეთ ჩვენი საიტის მისამართი: www.safedrive.ge
LOOSER
უუხ რა. პატრულმა რა ფოტოები წამაშლევინა sad.gif კაკრას ამ თემის შესაბამისი მქონდა გადაღებული ar varga.gif ar varga.gif
TATI
ძალიან მომწონს კონკურსის თემა. მეც ღვედის შეკვრის პროპაგანდას ვეწევი! smile.gif
აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას smile.gif
DaNi
ძალზედ საინტერესო კონკურსია.
დავფიქრდები იდეაზე, 10 თებერვლამდე, ჯერ კიდევ, საკმარისზე მეტი დროა. smile.gif
Lasha Ghughunishvili
მე შეკრული მაქვს უკვე 5 წელია smile.gif)
300_miligram_adrenalin
ხო მეც მომეწონა ეს კონკურსი . ღვედს რაც შეეხება ჩემს მანქანაში ეგ აუცილებელი მოთხოვნაა უკვე დიდი ხანი რაღაც ფოტო გადავიღე უკვე და კიდე მინდა რაღაცეების გადაღება მარა აი ამინდი ხელს მიშლის
beko777
და სად ავტვირთო სურათები? აქ?
TATI
ერთი კვირის წინ გავაგზავნე ფოტო საკონკურსოდ. არ ვიცი რამდენად საჭირო იყო, მაგრამ არ მიმითითებია საკონტაქტო ინფორმაცია (მაგ. მობილურის ნომერი)დაახლოებით როდისთვის იგეგმება გამოფენა? პასუხებს სად გავიგებთ?

Sopho Nadareishvili,
შენ გეცოდინება..? smile.gif
Sopho Nadareishvili
TATI,

მე სამწუხაროდ პასუხები არ ვიცი, მაგრამ მიწერე მეილზე ან საიტი ნახე, იქნებ იქ იყოს რამე დამატებითი ინფორმაცია.

office@safedrive.ge

www.safedrive.ge
TATI
Sopho Nadareishvili,

სანამ მოგწერდი ვნახე საიტი, მაგრამ ვერაფერი ვიპოვნე კონკურსთან დაკავშირებით ამიტომ მივწერ მეილს smile.gif
error404
TATI,


იქნებ ვინმე გაარკვიოთ მართლა, მეც გაგზავნილი მაქ, თუმცა ისე "ნაბროსკები" დიდი არაფერი sad.gif(
300_miligram_adrenalin
ჩაიშალაო ასე მითხრეს რმ დავრეკე. არც ერთი ნამუშევარი არ მოგვეწონაო და მაგიტომო
Lasha Ghughunishvili
smile.gif))))))))) მერე არაფერი უთხარი სასიამოვნო? smile.gif))
stringer
კომპენსაცია მოთხოვეთ, დრო დაგაკარგინეს ფუჭად! angry.gif
Magdu
ტფუი რა.
არაფერი გვეშველება რესპუბლიკის მაშტაბში!! DDDD.gif

300_miligram_adrenalin
იმათ რა უნდა ვუთხრა ერთი სიმპატიური მაგრამ უტვინო გოგო იყო! მე არ უნდა მიმეღო მონაწილეობა რომ ატყობ რომ უაზრო პირობებია არ უნდა მიიღო მონაწილეობა. ისე ყველაფერში არაპროფესიონალიზმი როგორ შეიძლება იყოს ვერ ვხვდები ლამაზი გოგოები სხვა ქვეყნებშიც ყავთ ოფისებში მაგრამ მდივნებათ იმათი საქმე გადაწყვეტილებების მიღება არა ცოტა სხვა ფუნქციები აქვთ smile.gif არადა ვითომ სერიოზული ორგანიზაცია ჩანდა.
stringer
QUOTE(stringer @ Feb 27 2010, 00:21)
კომპენსაცია მოთხოვეთ, დრო დაგაკარგინეს ფუჭად!  angry.gif
*


Lasha Ghughunishvili
მოვითხოვოთ თუ არა გადაგიხდიან რა smile.gif))
stringer
ჰო ლაშა,არ გადაიხდიან, მარა წესით ასე უნდა ხდებოდეს მგონი
TATI
უპასუხისმგებლობაა, ძალიან მეწყინა!

მართლა პასუხი უნდა მოვთხოვოთ. ასე არ შეიძლება
300_miligram_adrenalin
მაშინ მიწერეთ შესაბამისი წერილი. მე უკვე გავაგზავნე მეილით საპროტესტო ნოტა ალბათ ეს არაფერს არ შეცვლის მაგრამ....
archigio
რაცხა ყველა იმ გოგოზე ბაზრობს .//... და მართლა ასეთი ლამაზო იყო )))???
Lasha Ghughunishvili
თუ მართლა ლამაზია მაშინ ღირს გატრაკება smile.gif))
პ.ს.
ჩემი პირადი აზრი არის რომ აზრი არ აქვს პროტესტს და ჩივილს და მსგავს საქციელს smile.gif არაფერი არ შეიცვლება. უბრალოდ კიდევ დავკარგავთ დროს smile.gif ისინი კიდევ ერთი ყურიდან მეორეში გაუშვებენ თუ როგორც არის smile.gif)
stringer
lol.gif
error404
ხალხო, მე ც მაგრა გამიტყდა მიუხედავად იმისა რომ დიდი ვერაფერი ნამუშევრები გავაგზავნე, მარა მაგათი დასაწუნი მართლა რა არი საიტს რომ ნახავ გული აგერევა ისეთი უაზრობები უდევთ.

იტოგში თუ მხარს ამიბავთ მე ეგეთ სემოთავაზება მაქ რომ ვისაც რა ნამუშევრები გაქვთ სადმე გამოვფინოთ (აქ ბოკეზე მაინც) და ერთი ვნახოტ რა გახდა ასეთი მაგათი მოწონების მოპოვება smile.gif)
TATI
გამოვფინოთ მე თანახმა ვარ smile.gif
თემა გავხსნათ თუ როგორ?
stringer
bravo.gif lol.gif
Lasha Ghughunishvili
გამოვფინოთ
DaNi
გამოფენის იდეას მივესალმები. smile.gif
error404
TATI,

ჰო რავი შეიძლება ცალკე თემის გახსანც და შეიძლება ამავე თემაშიც smile.gif

მგონი მოდერატორებიც არ უნდა იყონ წინააღმდეგი smile.gif)

ერთი სიტყვით რომ არ იყოს გაუგებრობა ველოდები მოდერატორის წინადადებას თუ კონკრეტულად სად გავხსნა ეს თემა
stringer
გამოფინეთ, დაამტკიცეთ თქვენი სიმართლე! bravo.gif lol.gif
Magdu
ამავე თემაში ატვირთეთ. smile.gif
error404
კარგი smile.gif

აი, ჩემეული ვერსიებიც.

სულ ორი დღე მქონდა სამუშაოდ და შესაბამისად ძირითადად კომპთან ვიმუშავე.იდეები ბევრად უკეთესებიც იყო მარა მარტო ესენი მოვასწარი.

ნუ კაკ გოვორიტსია ჩემ ბოგატი smile.gif)

1. koncefcia #1 “Rvedi gadagarCens”
religiuri aluzia jvarze rogorc xsnis, gadarCenis da mfarvelobis mimaniSnebel simboloze.


user posted image

koncefcia #2
printis advilad aRqmadoba unda ganapirobos kargad kiTxvadma da aRqmadma kardiogramam, romelic admianebis umravlesobisTvs asocirdeba sicoxlesTan (yovel SemTxvevaSi misi texili grafikis saxiT gamosaxva).
aSkaraa mesijic, daebi rom SeinarCuno sicocxle.


user posted image


koncefcia #3
es koncefcia eyrdnoba msoflioSi kargad cnobili saavtomobilo brendebis kargad cnobad logoebs.mciredi grafikuli Carevis Sedegad miviReT advilad aRqmadi logoebi romlebic xazs usvamen Rvedis tarebis aucileblobas.





user posted image

user posted image

user posted image

user posted image
Lasha Ghughunishvili
ვა კარგებია!
დავდებ მერე ჩემებს მეც
Andro an Charly
დადეთ რა... : )))
archigio
Vოლცვაგენმა გაასწორა

მომეწონა
kikine1
ვოლცვაგენი და კარდიოგრამა მაგარია, bravo.gif ბანზები ვინ იკო ჯიური ნეტა?

Added @ [mergetime]1268720416[/mergetime]
დადეეთ ბევრი ბევრი bravo.gif
TATI
ძალიან კარგი smile.gif
აი ჩემი ფოტო. მე პოსტერის ტიპის არაფერი გამიკეთებია უბრალოდ ფოტო გადავიღე smile.gif

user posted image
toricheli77
ამათზე უკეთესი რა უნდოდათ ან რას ელოდებოდნენ საინტერესოა
error404
TATI,


კარგი ფოტოა, მომეწონა smile.gif)
Lasha Ghughunishvili
თAთI
დზაან მომეწონა საღოლ
TATI
error404,
Lasha Ghughunishvili,
მადლობა ორივეს smile.gif

ძალიან მაინტერესებს სხვა ფოტოები! ატვირთეთ რა... smile.gif

უცნაურია, რა ეგონათ სპეციალურად ფოტოგრაფის დაქირავების გარეშე და სტუდიური განათების გარეშე გადაღებული ფოტოები ისეთი იქნებოდა რომ ზედმეტი ხარჯების გარეშე "გამოძვრებოდნენ"?.. ნწუ ნწუ ნწუ DDDD.gif
DaNi
TATI

ძალიან მომეწონა, კარგი ფოტოა! smile.gif
error404
http://www.youtube.com/watch?v=h-8PBx7isoM...layer_embedded#

ლამაზი რეკლამაა ესეც, ნახეთ smile.gif
error404
http://www.youtube.com/watch?v=h-8PBx7isoM...layer_embedded#

ლამაზი რეკლამაა ესეც, ნახეთ smile.gif
TATI
ულამაზესი რეკლამაა! ძალინ მომეწონა! რა კარგი იქნებოდა ჩვენ სატელევიზიო არხებზე რო გადიოდეს smile.gif
chamoxeuli bilbordebi
ისა და ვინ მოიგო ? smile.gif
LOOSER
უმჯობესია გენიალურობას თავად ქმნიდეთ smile.gif

და არა შექმნილს აუმჯობესებდეთ (ტქვენი ხედვიდან გამომდინარე)
Mano Svanidze
დიდ ბოდიშს მოვიხდი უადგილო პოსტისთვის მაგრამ მინდა ლუზერს ვკითხო, ეს დიდაქტიკური გამოსვლები არ მოგბეზრდა?
LOOSER
Mano Svanidze,

როდის დაინახე ჩემი დეტექტიური გამოსვლები? smile.gif

იმას ვწერ რაც არის smile.gif

და ეს ჩემი აზრია, რისი თქმის უფლებაც მაქვს smile.gif

This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.