კომპანიამ Pentax Corporation-მა ოფიციალურად გამოაცხადა ახალი ციფრული სარკული ფოტო აპარატის Pentax K-7 გამოშვების შესახებ, რომელიც გახდა K Series წამყვანი მოდელი .
[attachmentid=17059]
[attachmentid=17060]
[attachmentid=17061]
აღნიშნული მოდელი აღჭურვილია გამძლე ფოლადის კარკასით და თავის კლასში შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე კომპაქტურ კამერად. აპარატი საიმედოთ არის დაცული მტვრის, ნესტის და ყინვისგან(-10 გრადუსამდე), ახალი "შათერი" იზლევა შესაძლებლობას 1/8000 წ-მდე დაყოვნების გამოყენების, ხოლო თავად "შათერი"-ს რესურსი 100000 კადრია.
[attachmentid=17062]
სიახლეს გააჩნია ოპტიკური "ვიზირი" პენტაპრიზმის ბაზაზე, რომელიც იძლევა ფაქტიურად 100% ხედვის საშუალებას. ხელით ფოკუსირებისას გამოიყენება ფოკუსირების ეკრანი Natural-Bright-Matte III.
[attachmentid=17063]
კამერაში გამოიყენება ახლად შემუშავებული CMOS მატრიცა ეფექტური გარჩევადობით 14,6 მეგაპიქსელი, მატრიცის ზომებია 23,4 х 15,6 მმ. ახალი კამერას მგრძნობელობის დიაპაზონია 100 - 6400 ISO, ხოლო მატრიციხ მტრისგან გასაწმენდათ გამოიყენება უფრო დახვეწილი მექანიზმი DR (Dust Removal) II.
[attachmentid=17065]
კამერის "გულს" წარმოადგენს გამოსახულების დამუშავების პროცესორი PRIME (PENTAX Real Image Engine) II.
[attachmentid=17066]
Pentax K-7 გამოიყენება 77-სეგმენტიანი ექსპოზიციის გაზომვა, 11-წერტილიანი ფოკუსირების სისტემა SAFOX VIII+ და მომდევნო თაობის მექანიზи SR (Shake Reduction). გააჩნია ფუნქცია Custom Image გამოსახულების საბოლოო დამუშავებისთვის არჩეული რეჟიმების შესაბამისად.
[attachmentid=17067]
აღსანიშნავია გადაღების სიჩხარე (5,2 კადრი წამში - სულ 40 კადრამდე JPEG ფორმატში), ასევე ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობა გარჩევადობით 1280 x 720 პიქსელი (16:9), 1536 x 1024 პიქსელი (3:2) ან 640 х 416 პიქსელი (3:2) სიხშირით 30 კადრი წამში (კამერას გააჩნია HDMI ინტერფეისი და ასევე ბუდე გარე მიკროფონისთვის)
[attachmentid=17069]
კამერას გააჩნია 3-დიუმიანი ფერადი დისპლეი გარჩევადობით 920000 პიქსელი, 170-გრადუსიანი ხედვის კუთხით და Live View ფუნქციის მხარდაჭერა.
[attachmentid=17070]
აკუმულატორი სავსებით საკამარისია 980 კადრის გადასაღებად.
[attachmentid=17071]
კამერის სხვა თავისებურებებია:
* დინამიური დიაპაზონის გაფართოების ფუნქცია (HDR);
* ჰორიზონტის ავტომატური გასწორება;
* ოპტიკური ხარვეზების და ქრომატული აბერაციის ავტომატური გამოსწორების ფუნქცია (მხოლოდ DA Series დაDFA Series ობიექტივების გამოყენების დროს)
* გამოსახულებაში სპეციალური ინფორმაციის ჩაწერა, რომელიც დაადასტურებს საავტორო უფლებებს ;
* RAW ფორმატში მყისიერი გადასვლის ღილაკი;
* 16 ციფრული ფილტრი სხვადასხვა ვიზუალური ეფექტისთვის.
[attachmentid=17072]
ბაზარზე Pentax K-7 გამოსვლა იგეგმება ა/წლის ივლისში რეკომენდირებული ფასით $1300. ამავე დროს ხელმისაწვდომი გახდება აკუმულატორების ბლოკი D-BG4 Battery Grip - $230, ასევე "უნივერსალური" ობიექტივები smc PENTAX-DA 18-55mm F3.5-5.6AL WR და smc PENTAX-DA 50-200mm F4-5.6ED WR ფასით $200 და $250.
[attachmentid=17073]
[attachmentid=17074]
ავტორი: Руслан Цап
წყარო: http://www.3dnews.ru/