1) თავის საყვარელ ფოტოებს დებენ

ბევრმა არც იცოდა თუ თავისი გადაღებული უნდა დაედო : )
2) უბრალოდ ქება სიამოვნებთ.. (ნუ იმათზე არ ვიცი ახლა ვინც ბანძ ფოტოს იპარავს

)
3) უნდა რომ გამოჩნდეს, მაგალიტად აი ამ ზაფხულის ამბებზე, რეპორტაჟებიდან დაიწყეს მოპარვა
და ანუ იმ მომენტით ისარგებლეს რომ ყურადღების ცენტრში მოეწცეოდნენ.
4)უბრალოდ კაიფობენ და ამით საიტის "გაბანძება" უნდათ (მასეთი შემთხვევა იყო, პირადად ვიცი.)
5) "ზაპროსტა" აიღო და დადო

დიდი ამბავი

6) "ამისთანას ხომ მეც გადავიღებდი, ხოდა რაკი გადავიღებდი, ბარემ დავდებ

"
და მაინც უფრო რეალურია თუ მართლა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მივუდგებით, უკვე ინდივიდუალურად მოგვიწევს გარჩევა.
თუმცა ძირითადი ალბათ მაინც თავის გამოჩენის ერთგვარი მანიაა..
მანია იმიტომ რომ უკვე ფართოდაა გავრცელებული.
და ეს ასე ვთქვათ კომპლექსია რაც უბიძგებს, გააკეთოს ისეთი რამ რაც არაა კანონიერი მაგრამ საბოლოო ჯამში სიამოვნება მიიღოს..
არაა აქვს აზრი იქნება ეს შექება, დღის ფოტო თუ სხვა რამ..
შეიძლება ასეთი რამ თქვენც გაგეკეთებინოთ თუნდაც ბავშვობაში..
მართალია სხვა ფორმით მაგრამ..
აი ელემენტარული, სკოლაში არ გაქვს დავალება, გადაწერე(არა თავის გადარჩენის მიზნიდ, არამედ შემდგომ თავის მოსაწონებლად) და მიიღე ხუთი.
ეს ხუთი მაინც გსიამოვნებს იმიტომ რომ შენ დაგიწერეს. არ აქვს აზრი როგორ მოიპოვე.
ასეა ალბათ აქაც.. გიწერენ ხუთს და გიწერენ ამჯერად შენ. ვითომ შენს ფოტოს, მაგრამ ნამდვილად შენს ნიკს.
ხო, კიდევ ერთი მომენტია

ინტრიგანული ფოტოს დადება...
რაც ახლაც ხდება აქ. არის ერთი user-ი რომელიც დებს ნუ რაღაც პორნო საიტებიდან მოპარულ ფოტოებს და ღადაობს

იმიტომ რომ იცის ხალხი ამაზე "ავარდება" და ეს ასეც ხდება..
ოხ ჰოკუს

რამდენი ვილაპარაკე