
ზაფხულია და ყველა ვერ ახერხებს ქალაქიდან გასვლას ასე, რომ
როგორც მიხვდით მოვიდა დრო როდესაც უნდა აღდგეს ბოკეს ლაშქრობები!
ამიტომ მოვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ წავიდეთ ბორჟომში, სადაც მოგეხსენებათ ძალიან ლამაზი ბუნებაა და სადაც კარგი ფოტოების გადაღაბაც შეიძლება,
ჩვენც მეტი რაღა დაგვრჩენია, კვირას ანუ 20 ივლისს მივდივართ ლაშქრობაში!
ვიკრიბებით სპორტის სასახლის წინ როგორც ზემოთ ვახსენე 20 ივლისს ანუ კვირას, 20 ლარით ხელში, დილის 8 საათზე.
Aაქვე დავამატებ იმასრომ საჭმელს ვყიდულობთ წინადღეს შაბათს რარდგან კვირა დილას დრო აღარ დავკარგოთ და როგორცკი შევიკრიბებით მაშინვე გავუდგეთ გზას ბორჟომისკენ ?
ამისათვის რამოდენიმე კაცი შევხვდებით შაბათს წინასწარ დათქმულ დროს და თან მოვიტანთ საჭმლისთვის განკუთვნილ თანხას 20 ლარს..
რადგან მეორე დღეს შეკრიბვისთანავე გავეშუროთ დათქმულ ადგილზე
ვფიქრობ არ უნდა გაგვიჭირდეს ადრე ადგომა ასეთი ლამაზი ბუნების სანახავად
თანაც სიგრილეში მგზავრობას რა ჯობს!?
ამ ყველაფერს გაუძღვება გიორგი ჯანიბეგაშვილი
ასე რომ მიმართეთ კითხვის დაბადებისას მას
