
Canon - 1933 წელს დიზაინერმა გორო იოშიდამ და ბიზნესმენმა საბურო უჩიდამ შექმნეს კომპანია Seiki Kogaki Kenkyujo.შექმნიდან 2 წლის შემდეგ მათ აწარმოეს პირველი 35 მმ-იანი კამერა.სახელწოდება ამ კამერამ მიიღო სათნოების ბუდისტური ღმერთის საპატივცემულოდ-Kwanon.თუმცა დროთა განმავლობაში მწარმოებლებმა გადაწყვიტეს სახელი kwanon შეეცვალათ Canon-ით რათა არ გაეღიზიანებინათ ესა თუ ის რელიგიური ჯგუფები.რეალურად შეიცვალა მხოლოდ დამწერლობა, ამ 2 სიტყვის ჟღერადობა იაპონურ ენაზე თითქმის ერთია.
Nikon - Nippon Kogaku K.K., იგივე Japan Optical Co., იგივე Japanese Optical Society დაასრსდა 1917 წლის 25 ივლისს 3 კომპანიის შერწყმის შედეგად(Tokyo Keiki Seisaku-sho's optical division, Iwaki Glass Seisaku-sho და Fujii Lens Seizo-sho).კომპანიის მიზანი გახლდა ეწარმოებინა მაღალი ხარისხის საბრძოლო შეიარაღების ოპტიკა.1933 წლიდან კომპანიამ დაიწყო ფოტოობიექტივებას სერიული წარმოება. სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით კომპანია Canon 1947 წლამდე იყენებდა Nikkor-ის ობიექტივებს,რაზეც დღესდღეობით კომპანია Canon არც თუ ისე ბევრს ლაპარაკობს

კომპანიის სახელის ლაკონური ახსნა:NIppo-KOgaku-N = Nikon
Casio - ეწოდა მისი დამაარსებლის სახელიდან-Kashio Tadao,რომელმაც შექმნა კომპანია Kashio Seisakujo.
Fuji - მომდინარეობს იაპონიის უმაღლესი მწვერვალის ანალოგიური სახელწოდებიდან.
Kodak - კამერის სახელი მოიფიქრა მისმა მწარმოებელმა და გამომგონებელმა ჯორჯ ისტმანმა.მისი საყვარელი ასო გახლდათ "K". მან გადაწყვიტა აპარატის სახელი დაწყებულიყო ასო "K"-ზე და მასზევე დამთავრებულიყო,მრავალი კომბინაციის შემდეგ აირჩია სახელი Kodak.
Konica - მომდინარეობს კომპანიის ძველი სახელწოდებიდან:Konishiroku Kogaku რომელიც დააარსა ვინმე Rokusaburo Sugiura-მ 1850-იან წლებში.
Sony - მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან "sonus" რომელიც ნიშნავს - ხმას.
ვინმემ თუ კიდევ იცით რამე საინტერესო შეიგიძლიათ დაამატოთ

p.s იმედია თემის გახსნას მოდერატორის თანხმობა არ ჭირდებოდა
