Help - Search - Member List - Calendar
Full Version: სასოწარკვეთილ-განწირული 'მირჩიეთ'
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო > ითხოვე დახმარება კლუბისგან
D_A_D_A
ე.ი. როგორც სრულიად უვიცს, გაუნათლებელსა და უცოდინარს ფოტო ტექნიკაში, რომელმაც მხოლოდ ის იცის რომ ქენონი და ნიკონი ზოგადად კარგია, და რომელიც მხოლოდ თავის ზენიტ K 122 და ფუჯი ფაინპიქს 9000 -ის მენიუში ერკვევა (და კიდევ თათის ქენონის კამერა ჩაუჩხაკუნებია რამდენჯერმე, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას ამ სიამოვნებისთვის :P) უმორჩილესად გთხოვთ დამეხმაროთ და რჩევა მომცეთ შემდეგ საკითხში:
ამაზონზე ვნახე ქენონ 550დ შემდეგი ატრიბუტებით:
Canon EF-S 18-55mm f/3.5-5.6 IS SLR Lens + Tamron 75-300mm Zoom Lens + 2x Telephoto Lens
40x Wide Angle Fisheye Lens + +1,+2,+4,+10 Macro Close Up Kit + 2 UV Filters + 2 PL Filters
სრული პაკეტი (ჩანთიან-ელემენტიან-კარტიანად) $1219-ად. აი უშუალოდ ლინკიც http://www.amazon.com/Canon-Digital-75-300...0/ref=de_a_smtd

ძალიან გთხოვთ მითხრათ რა აზრის ხართ ამ ყველაფრის შესახებ, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ლინზების ამბავში დამაკვალიანოთ და გამარკვიოთ. დიდი მადლობა წინასწარ : )
tsumbusha
ეს ეხლა სამოყვარულო ტექნიკაა, 18-55მმ ძალიან სუსტი ლინზაა არამგონია მაგან დაგაკმაყოფილოს, აუცილებლად მოგიწევს მაგ ლინზის შეცვლა, ხოლო ტელევიკი კი არაა კაი მაგრამ მაინც თავის საქმეს გაგიკეთებს როცა შორ დიაპაზონზე გადაღება დაგჭირდება. აი ის ფიშ აის ლინზა რო მოყვება ეგ სრული თხლეობაა, ტყუილად უმატებს ფასს და არაფერში გამოგადგება smile.gif მოკლედ მაგ კომპლექტს ჯობია მარტო ბოდი 550 დ იყიდო და კაი ლინზა დაუყენო smile.gif
D_A_D_A
tsumbusha დიდი მადლობა ფიდბეკისთვის : )
shom
EF-S 18-55mm f/3.5-5.6 IS Lens
მართალია ვერ არის სერიოზული ლინზა თუმცა როდესაც კომპლექტში მოყვება აპარატს არ აძვირებს ისე რო არ ღირდეს აღება თუნდაც "შავი საამებისთვის" და მითუმეტეს ამ შემთხვევაში პირველ ეტაპზე გამოგადგება "რომელმაც მხოლოდ ის იცის რომ ქენონი და ნიკონი ზოგადად კარგია", ასევე შეგიძლია იყიდო
EF 50 F1.8, იაფია და მშვენიერი შედეგი აქვს, განსხვავებებსაც მიხვდები. და ცოტა დრო რო გავა, აღარ დაგაკმაყოფილებს და ასე შემდეგ საყიდელის მეტი რა არი : )
besos
გადავხედე ბმულს და პირველ რიგში რაც თვალში მომხვდა, ის არის, რომ კამერა რა მდგომარეობაშია არ წერია. კარგი ჩავთვალოთ რომ კამერა ახალია. 550D დღესდღეობით თავისი 18-55 კიტ ლინზით მაქსიმუმ 800$ ღირს. გამოდის, რომ იმ ხარახურაში, რომლიდან 2 შეიძლება საერთოდ არ დაგჭირდეს, 400$ უნდა გადაყარო.

მეორეც, ჩემი აზრით თუ ნახმარი კამერაა, და ამდენი ვეშები მოყვება, ესეიგი ფოტოგრაფს ეკუთვნოდა და კარგადაც იქნება ნამუშევარი. უბრალოდ პატრონი უკეთეს კამერაზე გადავიდა და ყიდის ამათ ყველაფერს ერთად. ამ ფინტიკლუშკებს ნუ დახარბდები. მაგ ფასად უკეთესი ხარისხის კამერა იყიდო ჯობია, ერთი ლინზით.
D_A_D_A
shom და besos დიდი მადლობა თქვენ გამოხმაურებისთვის : ) კიტ ლინზა რომ დიდი ვერაფერი კი ვიცი მაგრამ ჩემი კამერის შემდეგ რომელსაც 5 წელია გამოუცვლელად და ურყევად ვხმარობ ვიცი რომ მაინც მშვენივრად მომეჩვენება, ნუ ცოტა ხანი მაინც DDDD.gif ფიშ აი კი მხიბლავდა განსაკუთრებით : ) EF 50 F1.8 ს შედეგებიც ნანახი მაქვს : ) დაწყებაა საჭოჭმანო გადასაწყვეტი თორემ მერე საყიდელის მეტი მართლა რა არის : )))
besos კამერის მდგომარეობას რაც შეეხება ახალიაო. უკეთესი ხარისხის კამერას მეტკნაკლებად ამ ფასის ფარგლებში რომელს მირჩევდით?
Nika
რეალურად მაგ კომპლექტიდან კამერა და კიტი თუ არ ჩავთვალეთ, ტამრონის ლინზა თუ ივარგებს. ისიც საკითხავია რამდენად კარგია. ნუ ჰა კიდე ფილტრები რომლებიც იაფია შედარებით. დანარჩენი ნაგავია.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.