gigibaliko
Apr 30 2011, 01:51
გამარჯობათ ხალხო როგორ ხართ? ერტი კითხვა მაქვს ? ქენონებში საერთოდ ვერ ვერკვევი ნიკონები ვიცი ასე თუ ისე . ხო და გამარვიეტ 550დ ქენონი ნიკონის რომელი აპარატის კლასს უდგება და ახალის ფასი რა არის ოგონდ რეალური. მადლობა
გაგიმარჯოს! D 5000, D80, D90 ამ უკანასკნელს პრინციპში არც უნდა შეადარო.
მაგრამ მინდა ავღნიშნო 500D 550D ქენონის ეს აპარატები საკმაოდ კარგია და პრაკტიკულია უბრალოდ უხეში ნამუშევარია ანუ თუნდაც დისკო ან მისი ღილაკები და საერთოდ ხმაურიანი აპარატებია და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით როგორი წარმოდგენაც უნდა შეგექმნეს ამ ბრენდზე წესით ანუ ის რომ ელოდები რაღაცა განსაკუთრებულს ))) აღმოჩნდება რომ ეს ის არ არის რაც ქენონს უნდა გაეკეთებინა ანუ მინდა ვთქვა რომ ქენონს გაცილებით უკეთესი "ეკზემპლიარები" გააჩნია. 550D უხეში მოსახმარებელია მაგრამ მარტივი... და იღებს ნორმალური ხარისხის ფოტოებს... რაც შეეხება ნიკონთან შედარებას მაგალითად D90 ჩემი სუბიექტური აზრია (და ისედაც ეს ყვეაფერი პირადი სუბიექტური აზრია ანუ რაც ზემოთ ავღნიშნე ) რომ ნიკონი "რბილი" და კლასიკაა ხოლო ისე მემგონი ეს ორი ბრენდი ერთმანეთს არც კი უნდა შეადარო კაცმა... ბევრი მომხრე ყავს ქენონს და ბევრი ნიკონს )))) ერთმანეთს ამის გამო ხშირად შეურაცყოფასაც კი აყენებენ ადამიანები... და რისი გულისთვის? ვიღაცა ტაკომაკოჩინხუების ნათითხნი ელეკტრონიკის გამო ... ეს ვიხუმრე რათქმაუნდა...
ერთი სიტყვით ქენონი 500D 550D 60D შესატყვისია ნიკონის D5000 D5100 D80 D90 შესაბამისი მიმდევრობით მიუხედავად იმისა რომ ქენონის 60D ახალი მოდელია მაინც ვერ გამოუვიდათ "უდაჩნი"... ერთია რომ ეკრანი მოძრაობს როგორც ნიკონის D5000 და ფანქარის ძირს დაგდება აგარ მოგიწევს რომ მაგარ "ნაშას" შესაბამისი რაკურსით გადაუღო

ბუნებრივია ესეც ხუმრობით...
vasili
Apr 30 2011, 10:34
D3x-ის გარდა ყველა აპარატს ჯობია ფოტოს ხარისხით, Nikon-ის კლასიკურ, იდეალურ კორპუსს, ღილაკებს ვერ შეედრება და საერთოდ არც უნდა შეადარო მაგრამ აი ფოტოს ხარისხით კი ჯობია
))) როგორც ყოველთვის ))) სადაო საკითხია, 550D ფოტოს ხარისხს თუ D300 ხარისხი არ ჯობია მაშინ დაქცეულა ისედაც დაქცეული სამყარო და მეორე საკითხი ის რომ ფოტოს ხარისხი ძირითადად ლინზაზეა დამოკიდებული ხოლო ნიკკორ_ის ლინზები თუ ასეთი უხარისხო ყოფილა "თურმე"

არ ვიცოდი

...
vasili
Apr 30 2011, 14:56
თქვენთითონ განსაჯეთ
vasili
Apr 30 2011, 15:44
გადაღებულია:
ზედა ფოტო Canon 550D Canon EF-S 18-55mm f/3.5-5.6 IS, f11
ქვედა ფოტო Nikon D700 Tamron 28-75mm F/2.8 XR Di, f11
STMUSE
Apr 30 2011, 16:48
vasili - შენც კარგად იცი რომ არ შეიძლება ასეთი შედარებების გაკეთება
vasili
Apr 30 2011, 17:01
რატომ არ შეიძლება?
ვერ ატყობთ, რომ აშკარად ჯობია ფოტოს ხარისხი 550D-სი. ფოტოს ხარისხით 550D ჯობია და კორპუსი და მაგის ბრონეტრანსპორტიორობა რად მინდა საომრად კი არ მინდა აპარატი, აპარატი მინდა იმისთვის რომ ხარისხიანი ფოტო მივიღო.

აბა როგორ არ გავიცინო ოღონდ საწყენად ნუ მიიღებ ვასილ

შენ თუ ამას მართლა სერიოზულად ამბობ მე მაშინ ხმას აღარ ამოვიღებ ... ძალიან ბევრი ფაქტორია ამ კადრებში და ამ კამერებში თან ლინზების სხვაობით სად თამრონი და სად ნიკკორი"ს გემრიელი ვიჩინა" ეს ერთი და რომ მოინდომოს კაცმა ლეიკას უძვირფასესი აპარატითაც კი უბანძეს ფოტოს გადაიღებს და კიდევ არცკი შეადარო 550D D700_ს ))))) ეს სასაცილო კი არა სატირალია )))) იმიტომ ღირს ახალი ქენონის 550D_ს ბოდი 700 დოლარი და ნიკონის D700_ის ბოდი 2500 დოლარი... საწყალი ევრომენეჯმენტი დაღუპულა მაშინ...

ვასილ! კიდევ ვიმეორებ არ ვაყენებ შეურაწყოფას შენ აზრს და გემოვნებას უბრალოდ აქ ვმსჯელობთ და ყველას თავისი სუბიექტური აზრი გაგვაჩნია ... ხოლო ობიექტური კი მხოლოდ რეალური ფაქტებია )))
vasili
Apr 30 2011, 17:49
ხოდა რეალურ ფაქტებს ვერ ხედავთ?
ტამრონის ლინზა ღირს 600$ და ქენონის კიტ ლინზა ღირს 100$ სხვაობას ვერ ატყობთ ამ ორ სურათში თუ მე მეჩვენაბა მარტო რომელი ფოტო ჯობია და ეგრე ქენონსაც აქვს ვიჩინა L ლინზები
Added @ [mergetime]1304171773[/mergetime]
ფორუმზე ვინ რას იტყვის არ ვიცი ფაქტი სახეზეა და არა მარტო ეს, ძალიან ბევრი რაღაცა მაქვს შედარებული ერთმანეთს და მემგონი საკმაო გამოცდილება მაქვს. ფოტოგრაფობას ვერ დავიბრალებ მაგრამ მაგაში ნუ შემედავებით რა რომელს და რითი ჯობია, რეალობას გაჩვენებთ და დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია.
Nikon-საც და Canon-საც ძალიან დიდ პატივს ვცემ და ორივე ფირმა ერთნაირად მიყვარს ასე რომ არცერთის მხარეს არ ვიჭერ უბრალოდ ფაქტი სახეზეა.
Dato Tabidze
Apr 30 2011, 18:00
რა საინტერესო პოლემიკაა... იყიდეთ ის ქენონი, იმუშავეთ და შეიქმენით თქვენ თვითონ წამოდგენა, მერე ცოტა დააკელით და გაყიდეთ, წააგებთ 150 დოლარს მაგრამ იყიდით ნიკონის ანალოგს მაგალითად 3100–ს, რომელიც ჩემი აზრით ბევრად სჯობს 550–ს, თუმცა მაინც თქვენ თვითონ იმუშავენ შემდეგ იმ ნიკონზე და მერე ასეთი კითხვის აუცილებლობაც გაგიქრებათ... ისე, მე რომ მკითხოთ, ყველა სიგმას აპარატები სჯობს, თან მრავალი თავით... თუმცა ალბათ აქ ჩამქოლავენ ამის თქმისთვის...
პირადად მე პატივს ვცემ თქვენ დამოუკიდებელ კეერძო სუბიექტურ აზრს და რა სისულელეა რომ ვინმემ ჩაგქოლოს ამის გულისთვის... ათმაგი ხურდა უნდა დაუბრუნო იმას ვინც პატივს არ ცემს სხვის თავისუფალ აზრს ანუ ყველას თავისი სიმართლით გაუმარჯოს ... სხვა ამბავია თუ ისაუბრებ ადამიანი და იმსჯელებ და არა ის რომ ერთმანეთს ქვედა ტუჩი შუბლზე გადავაჭიმოთ ხოლმე ... უბრალოდ ადამიანი რომ ქვია ცოცხალ არსებას ტვინსა და ენას შორის ფილტრი უნდა იქონიოს.... სულ ეს არის დაწერილი და დაუწერელი ცხოვრების კანონი
gigibaliko
May 1 2011, 02:18
კარგიტ მეგობრები დავმშვიდდეთ არ მეგონა ამხელა პოლემიკა თუ მოყვებოდა ჩემ პოსტს . ე.ი ერთს ვიტყვი მე თვითონ დ90 მაქვს ჩემთვის რასაც მე ვაკეთებ ხოშიანად მყოფნის უბრაოდ არ მინდა სიტყვაზე დ3000 ის ან დ3100 მსგავს კამერაში გავასროლინო მეგობარს ფული და ამიტომ მოგმართეთ რომ მიგირს თუ არა 550D ს ყიდვა როცა შემიძლია D90 ან ნუ ყველაზე კარგ ვარიანტში D300 ის ყიდვა მადლობა
gigibaliko
May 1 2011, 02:39
და უცბათ აქვე შემოვაგდებ ერთ ინტრიგნულ კითხვას ოგონდ კონკრეტული პასუხი მინდა თუ ძალიან არ შეგაწუხებთ რა ვათვალიერებდი და წავაწყდი ქენონს კერძოდ 60D და ისმის კიტხვა დგახართ კონკრეტული არჩEვანის წინაშე ან ნიკონი დ90 ან ქენონი 60დ რომელს მირჩევდით. თან ნიკონზე ვფიქრობ 18-200 მმ ვრ ლინზას და აბა წამეხმარეთ რა პაწა
chalata
May 1 2011, 08:28
რომელი აპარატის ლინზაც გაქვს საუკეთესო ხარისხის ის აპარატი უნდა იყიდო, ან რომლის ლინზის ყიდვის თავიც გაქვს.
60დ აქვს მოძრავი შლეიფი ანუ "დისპლეი" ეს ერთის მხეივ პლიუსია მეორეს მხრივ მინუსი.
მინუსი იმიტომ რომ მწყობრიდან ადრე გამოვა. ( მსგავსიი სტილის აპარატების სტატისტიკა ეგრეა) მეორე ის რომ 60D ახალი აპარატია და ჯერ არ გაუვლია პრაკტიკული გამოცდა მომხმარებლის ხელში (პრინციპში მსგავსი პრეცენდენტი უამრავ მოდელს ჰქონია, რომ პრაკტიკაში პრობლემები და ხარვეზი აღმოუჩნდათ მაგრამ ამ შემთხვევაში ქენონია და ის ხარისხზე ფიქრობს)
D90 ეს აპარატი "ვირია" და ცოტას თუ გაუფრთხილდები როგორც ზაუერის "სამი რგოლი"_ის მოდელის თოფი დააბერებს პატრონს და მის შვილიშვილს ასე ერთგულად ემსახურება D90.
ეს აპარატი უკვე გამოცდილია 2008 წ გამოვიდა, არის ხარისხიანი და უამრავი შესაძლებლობებით აღჭურვილი და საკმაოდ პრაკტიკული მართვაში თუ ალღო აუღე, მისი მინუსია ვიდეო რომელსც ავტოფოკუსი არ გააჩნია ვიდეოს გადაღების დროს ანუ ხელით უნდა მართო... სხვა მინუსი D90 არ გააჩნია და ფოტოებსაც ძალიან მაგარი ხარისხით იღებს... მატრიცაც ცოთათი დიდი აქვს მსგავსი ტიპის ქენონებთან შედარებით.
ახლა მე რას გირჩევდით... ბუნებრივია D90 მითუმეტეს თუ 18-200 ვრ ლინზას დაამაგრებთ.
QUOTE(gigibaliko @ May 1 2011, 03:39)
და უცბათ აქვე შემოვაგდებ ერთ ინტრიგნულ კითხვას ოგონდ კონკრეტული პასუხი მინდა თუ ძალიან არ შეგაწუხებთ რა ვათვალიერებდი და წავაწყდი ქენონს კერძოდ 60D და ისმის კიტხვა დგახართ კონკრეტული არჩEვანის წინაშე ან ნიკონი დ90 ან ქენონი 60დ რომელს მირჩევდით. თან ნიკონზე ვფიქრობ 18-200 მმ ვრ ლინზას და აბა წამეხმარეთ რა პაწა
ჩემი სუბიექტური აზრით, 60D უმჯობესი აპარატია და მე თქვენ ადგილზე მას ავიღებდი.
რაც შეეხება ოპტიკას. თუ შესაძლებლობა არის, ჩემი აზრით, 18-135 ძალიან კარგი არჩევანია და 18-200 კიდევ უკეთესი.
gigibaliko
May 1 2011, 23:22
მადლობთ ყველას რჩევისათვის
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please
click here.