Olive Oly
Mar 26 2011, 14:23
იყიდება! სულ ახალი, არცერთი კადრი არ აქვს გადაღბული : ) თავისი ჩანთით და Hood-ით.
ფასი - 750$
http://www.bhphotovideo.com/c/product/6447...R_18_200mm.html
dimanowher
Mar 26 2011, 14:40
თქვენს მიერ მითითებულ ლინკზე მეორე თაობის ლინზაა გამოსახული... თქვენი ლინზაც II თაობისაა?
Olive Oly
Mar 26 2011, 14:52
კი, ზუსტად ეს ლინზაა. (B&H -ზეა ნაყიდი)
dimanowher
Mar 26 2011, 14:57
კარგი ფასია... ჩემს ახლობელს ვურჩიეს ამ ლინზის ყიდვა და შევახსენებ კიდევ, თუ გამოუჩნდა შესაძლებლობა...
Added @ [mergetime]1301137167[/mergetime]
ისე, ვისაც ნიკონი აქვს, უკეთეს პრაქტიკულად გამოსაყენებელ ლინხას ბუნებაში ვერ იპოვის... რამე რომ იყოს, უმეტეს შემთხვევაში მეტი ლინზა საჭიროც არაა...
Olive Oly
Mar 26 2011, 15:14
ნამდვილად

მე F100 მაქვს ნიკონი და არ მიდის ფართეკუთხე სამწუხაროდ თორემ რა გამაყიდინებდა
dimanowher
Mar 26 2011, 15:26
კი ბატონო... მეც მაქვს ერთი ფ100... საუკეთესო ავტოფოკუსური კამერა იყო ისტორიაში ყველაფრის გათვალისწინებით - ფასი, ბატარეები, შესაძლებლობები და კომპაქტურობა... თუმცა სამწუხაროდ ფირების დრო უკვე წავიდა... თავის დროზე 1100 დოლარი მივეცი, ახლა კი ლამისაა ახალს იყიდი 250 დოლარად...
ბოდიშით დაა F100 ის გაყიდვას ხომ არავინ აპირებთ?
dimanowher
Mar 27 2011, 00:06
პირადად მე არ ვაპირებ და არც არასდროს დავაპირებ... ფირების ეპოქა წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ეს აპარატი ნამდვილი რელიკვიაა და ამიტომ არ გავყიდი...
Olive Oly
Mar 27 2011, 00:12
dimanowhe +
dimanowher
Mar 27 2011, 00:19
გარდა ამისა, პირადად მე პერიოდულად ვიღებ ხოლმე ფირებზე, გააჩნია, რა მჭირდება, თან ბოლოს და ბოლოს ამ პატარა საქართველოში ლამისაა ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისაც ბარაბნიანი სკანერი გააჩნია და ფირებიდან იმის ამოყვანა შეუძლია, რისთვისაც ფირს ფირი ჰქვია... ბევრ ადამიანს თავის დღეში არ უნახავს ბარაბნიან სკანერზე პროფესიონალურად დასკანირებული ფირი, განსაკუთრებით, ფართო ფირი, და მიამიტურად ჰქონია, რომ რომელიმე ქენონი ან ნიკონი აძლევს მას „ხარისხს“, ან კიდევ აიღებს ფირს, დაასკანირებს რომელიმე პლანშეტურ ან თუნდაც ვითომდა სლაიდ-სკანერზე, ანუ დააბრტყელებს მას, და უი რა კარგია მერე „ტკბება“... ეჰ, მეც ასე მეგონა, სანამ პირველად არ ვნახე მართლა სკანირებული ფირი მრავალი წლის წინ და სასწრაფოდ არ დავიწყე ბარაბნიანი სკანერისთვის ფულის შეგროვება.... თუმცა... აბა ვის ესმის ახლა ის, რაზეც ვლაპარაკობ...
vasili
Mar 27 2011, 01:24
dimanowher,
დიდი ბოდიში მაგრამ თუ შეგიძლით თქვენი დასკანერებული ყველაზე მაგარი ხარისხი რომელსაც აქვს ფოტო რომ გვანახოთ, არა დაპატარავებული, მთლიანი ხარისხით რაც შეუძლია ბარაბნიან სკანერს. წინასწარ დიდი მადლობა
dimanowher
Mar 27 2011, 01:42
მაქვს ერთი ფოტო 4000-ით დასკანირებული და ამ დღეებში დავძებნი, როგორც კი ჩემს კომპთან მოვხვდები... ახლა თბილისში საერთოდ არა ვარ... ბარაბნით დასკანირებული ფოტოს შემთხვევაში გარჩევადობა მთავარი არაა, მთავარი ის რეალისტურობა და მოცულობითი გამოსახულებაა, რომელსაც იგი იძლევა... ჩემს სკანერს დინამიური დიაპაზონი 3.66 აქვს, რაც არაა ცოტა... თუმცა ინტერნეტშიც შეგიძლიათ ნახოთ მისი აღწერა და ალბათ ნიმუშებიც - Howtek D4000... თან სწორედ ამ სკანერისთვის მაქვს უძლიერესი სკანირების პროგრამა Silverfast, რაც ბარაბნიანი სკანერის გამოყენების უნიკალურ შანსს იძლევა, განსაკუთრებით, ნეგატივების სკანირებისას... თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ციფრი იმდენად მოსახერხებელია და იაფი, რომ დანარჩენს აბა ვიღა უყურებს... მეც მათ რიცხვში, ვინაიდან ბარაბანზე სკანირება საკმაოდ ძვირია, თუნდაც სახლში გედგას კაცს, სპეციალური გელი და საწმენდები მარტო რად ღირს.ერე წვალება დაკვრაზე და ასე შემდეგ...
dimanowher
Apr 1 2011, 19:05
პატივცემულო vasili,
მოვძებნე ჩემი ძველი ტესტები და თუ მომცემთ თქვენს მეილს: გადმოგიგზავნით... ჩემთვის ას საკითხი ჯერ კიდევ 90–იან წლებში იყო გადაწყვეტილი: როდესაეც მოსკოვში პირველად ვნახე განსხვაევება ბატაბანსა და ყველა დანარჩენ სკანერებს შორის... იმედია ტესტებთან გაცნობის შემდეგ თქვენც იგივე აზრი შეგექმნებათ...
Olive Oly
Apr 17 2011, 16:19
up
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please
click here.