geocanon
Mar 25 2011, 02:09
მოკლედ ვარ newbie და მჭირდება დახმარება. მაქვს ზემოთ ჩამოთვლილი. d200 იდეალურ ფორმაშია და გადაღებული აქვს მაქსიმუმ 20000 კადრი. რაც შეეხება ლინზებს; nikkor 80-200 2.8D-ს აქვს ერთი პრობლემა, ფოკუსის კბილანები აქვს მემგონი გაცვეთილი და როგორც მითხრეს გაკეთდებაო. ანი ზოგჯერ აუტოფოკუსის დროს არ სდებს კბილანა, სხვა მხვრივ იდელაურად იღებს. მეორე ლინზა sigma 28-70/2.8-4.0 autofocus ნორმალურ მდგომარეობაშია. ძველი ლინზაა მაგრამ არანაირი პრობლემა არ აქვს. კარგად იღებს. ან მინდა რომ გავყიდო ეს ყველაფერი ერთად ან გავცვალო, CANON-ზე მინდა გადასვლა. რჩევები მჭირდება თუ არ დაგეზარებათ
dimanowher
Mar 25 2011, 10:26
არ ვიცი, რამდენად გამოგადგებათ ჩემი რჩევა, მაგრამ მგონია, რომ ასეთ მდგომარეობაში ლინხის გაყიდვა გაგიჭირდებათ... ფოკუსის კბილანის გაცვეთა იმის მაჩვენებელია, რომ ლინზა ხმარებაში ძალიან დიდხანს იყო... ამის გამო რა უნდა ღირდეს იგი, ძნელად დასათვლელია და მყიდველისთვის მიმზიდველი არაა... თვითონ დ 200 კარგი აპარატია და მგონია, რომ მაგის ფასი დღეს რეალურად დაახლოებით 500 დოლარია, იმიტომ რომ ჩემი თითქმის ახალი დ90 (რომელიც საბოლოო ჯამში ერთი თავით უკეთეს სურათებს იღებს - დამერწმუნეთ, ორივე მქონდა სხვადასხვა დროს) 600 დოლარად გავჩიდე - თბილისშში ფასი არაფერს არა აქვს უფულობის გამო, სიგმას ობიექტივის ფასი კი - დაახლოებით 150 დოლარი. თან ამ ობიექტივებით ფართო კუთხის მიღება შეუძლებელია, ამიტომ მყიდველისთვის ასეთი კომპლექტი ასევე ნაკლებად მიმზიდველია... თუ რეალურ შედეგებს გავითვალისზინებთ, რომელიმე საწყისი დონის თანამედროვე კამერით (მაგალითად - დ3100 ან Canon 500d, Canon 550D) მფლობელი გაცილებით მაღალი ხარისხის სურათებს გადაიღებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ვიდეო ფუნქციაზე, თან 1000 დოლარამდე დაუჯდება ქენონი, ნიკონი კი ამაზე ნაკლები...
კი, დ200 მაგარი ნაგებია, დიდია და რამდენიმე კარგი ფუნქცია გააჩნია სამოყვარულო კამერებთან შედარებით, თან დიდი სამზერიც აქვს, თუმცა ნიკონ დ3100-ს უკვე 100000-იანი რესურსი ჩაუდეს, და დ200-საც ამდენივე აქვს... ისეკ კი, სურათების საბოლოო ხარისხი და მათი სისუფთავე მაღალ ისოებზე მაინც ყველაფერს წყვეტს...
vasili
Mar 25 2011, 11:53
am kompleqtSi me gadavixdi 600$-s
nodari82
Mar 25 2011, 12:04
მე 645$ ს
STMUSE
Mar 25 2011, 12:37
dimanowher - 90-ი მოერევა ესეიგი დ200-ს ?
სიგმას ფასი არის 80 ლარი.
მე 80-200 მინდა, თუ ივარგებს ავიღებ.
Mako Tchovelidze
Mar 25 2011, 18:01
D200სში რამდენი გინდა ცოტა არ აქვს ტან გადაღებული
geocanon
Mar 25 2011, 19:50
ცალკე ვერ გავყიდი მართლა. არ მაწყობს და თუ მართლა ეგეთი ცუდი კომპლექტაციაა მირჩევნია რამე ნორმ ლინზა დავითრიო და დავიტოვო. რაც შეეხება 80-200 ნამდვილად ვიცი რომ გაკეთებადია და თვითონ ლინზა ძაან კარგ მდგომარეობაშია გარდა კბილანებისა. ცალკე გაყიდვა იმ შემთხვევაში მაწყობს თი რამე მაკრო ლინზას დავითრევ ნორმალურს
dimanowher
Mar 25 2011, 22:17
ბატონო STMUSE - პირადად მე მქონდა ჯერ დ200 და მერე დ90... დამერწმუნეთ, რომ მოერევა და თან როგორ... თან ამაში დარწმუნება იმდენად ადვილია, რომ საკმარისია ერთი და იგივე კადრი გადაიღოთ მაღალ ისოზე და შეადაროთ... მერე შეადაროთ დინამიური დიაპაზონი და ასე შემდეგ... დამატებითი ორი მეგაპიქსელი აქ არაფერ შუაშია... ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს... თან დ90 უფრო მსუბუქი და კომპაქტურიცაა, სამზერი კი ცოტათი უკეთესიც კი აქვს... მეტი რაღა ვთქვა... დ200 სწორედ იმიტომ გავყიდე, როცა დ90-ის გადაღებული სურათები ვნახე... რეალურ ცხოვრებაში დ90-ზე უკეთეს სურათებს მხოლოდ დ700 ანუ არაკროპირებული მატრიციანი აპარატი იღებს, ისიც 1600 და მეტ ისოებზე... თან სურათები უფრო სუფთაა და რეალისტური... თავს არ ვიქებ, მაგრამ დ700-იც მაქვს და ვიღაცის ნათქვამს ნამდვილად არ გეუბნებით... იმასაც გეტყვით, რომ დ3ს-იც გამიტესტავს პირადად და რეალურად ისო25600-ზე ლამისაა კადრები ჩვეულებრივი გამოჩენებადია, თქვენ წარმოიდგინეთ, გაჭირვებისას ისო 102000-ზეც კი გამოდგება გაშავთეთრებული კადრები, დ700 იმასთან ამ რეჟიმებში ვერანაირად ვერ მიდის... დ700-ის რეალური მაქსიმალური ისო 6400-ია... ანუ - ჩემი არც ისე ხანმოკლე გამოცდილებით - დ200-ით რეალურად მუშაობ ისო 800-მდე, დ90-ით - ისო 1600-მდე. დ700-ით - ისო6400-მდე, დ3ს-ით - ისო 25600-მდე... დანარჩენი - მარკეტინგული ბაქიაობაა და მეტი არაფერი... პენტაქს კ-5 ნიკონზე მნიშვნელოვნად უკეთეს სურათებს იღებს, თუმცა აქ რატომღაც ყველა ნიკონზე არ ქენონზეა ჩაციკლული, მერსედესისა და ბმვ-სი არ იყოს...
Mako Tchovelidze
Mar 25 2011, 23:13
Dimanowher საინტერესო გამოსვლა იყო და მაინტერესებს დ300ს ზე რას იტყვი? ბოდიშით ამ თემაში არ უნდა მეკითხა მაგრამ სხვა საშუალება არაა ამ მომენტში
STMUSE
Mar 26 2011, 00:06
Dimanowher
აისო ყოფილა აპარატის "სიძლიერის" განმსაზღვრელი ფაქტორი, არ ვიცოდი,
დიდი მადლობა ინფორმაციისათვის

წარმატებები
dimanowher
Mar 26 2011, 02:04
დ300 პირადად მე არასდროს მქონია და საკუთარი გამოცდილება არ გამაჩნია... მხოლოდ ორჯერ ვითხოვე და მაქსიმუმ 150 სურათი გადავიღე... საბოლოო შედეგების მიხედვით მგონია რომ დ90-ისგან პრაქტიკულად არ განსხვავდება... ისე ძალიან მოხერხებული და მაგრად ნაგები კამერაა... კომფორტულობის მხრიმ ჩემი აზრით დ90-ს ჯობია... თან ძალიან დიდიც არაა მასთან შედარებით და არც ძალიან მძიმე... რამდენადაც ვიცი, რესურსიც მეტი აქვს... ნუ, კიდევ ის, რომ თუ სასტუდიო განათებასთან მუშაობ, სინქროკონტაქტი გააჩნია, თუმცა დ90-საც თავისუფლად გამოიყენებ უკაბელო სინქრონიზაციით... გარდა ამისა, ჩემი მოკლე გამოცდილებითთ, მომეჩვენა, რომ ავტოფოკუსი უფრო სწრაფი და კარგი ჰქონდა დ90-თან შედარებით, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა... ანუ, ჩემი აზრით, დ300 ძალიან კარგი კამერაა და დ200-თან მისი შედარებაც კი დაუშვებელია... თუ გაინტერესებთ, ასევე მაქვს პირადად გამოცდილი D3x და მიმაჩნია, რომ იმისთანა სურათებს არცერთი ნიკონი არ იღებს... და არცერთი ქენონი... უნდა ვივარაუდოთ, რომ მხოლოდ მისი ბიძაშვილები იღებეს მისთანა სურათებს - სონი ა900 და ა850... სავარაუდოდ ნიკონი მალე სწორედ ამ 24 მეგაპიქსელიან მატრიცაზე გადაიყვანს თავის მომდევნო კამერებს... ვნახოთ...
ჩემი აზრით, ისოსთან ერთად დინამიური დიაპაზორნია მთავარი, რომელიც დ90-ს თითქმის ყველაზე მაღალი აქვს არსებული კამერებიდან, რასაკვირველია, დ300-საც ალბათ იგივე ექნება...
ისო, რასაკვირველია, არაა ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი, თუმცა დაბალი ხმაური მაღალ ისოზე რეალურ ცხოვრებაში მეტ საშუალებას გაძლევს... მაგალითად - გასულ წელს ჩინეთში ავტობუსით და სხვა სახმელეთო ტრანსპორტით 15000 კილომეტრი გავიარე... აბა მაღალი ისო რომ არა, მოძრავი ავტობუსიდან სურათების გადაღება როგორ გინდა ისე, რომ გათნხევა არ მიიღო, განსაკუთრებით, შებინდებისას? დ700 ამ დროს 6400-ზე მქონდა დაყენებული და მინიმუმ 30%-ით მეტი ასე თუ ისე ტექნიკურად გამართული კადრის გადაღება მოვახერხე, ვიდრე ამას თუნდაც დ90-ით მოვახერხებდი... მე არაფერს ვამბობ ფოტოგრაფიის მხატვრულ მხარეზე... მხატვრული ფოტოების გადაღება ნებისმიერი კამერითაა პრინციპში შესაძლებელი, ეს ორჯერ ორია... მე მხოლოდ სხვადასხვა აპარატის პოტენციურ ტექნიკურ შესაძლებლობებზე ვლაპარაკობ...
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please
click here.