Help - Search - Member List - Calendar
Full Version: IUPITER-39 5,6/135 + ZENIT-E+HELIOS-44 2/58
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფოტოტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, შეკეთება > იყიდება
Kapo
იუპიტერ–39 მაქვს და გაყიდვა მინდა. 4 წლის წინ ვიყიდე თბილისის უნივერმაღში. 80 ლარი მივეცი მაშინ. პატარა ვიყავი და მეგონა რაც უფრო დიდი ობიექტივს დავუყენებდი ჩემს აპარატს, მით უფრო მაგარი ფოტოგრაფი ვიქნებოდი და კარგი ფოტოს გადასაღებადაც უფრო მეტი შანსი მექნებოდა.
თუმცა მალევე აღმოვაჩინე, რომ თურმე სულაც არ მჭირდებოდა ეს ობიექტივი. სულ რამოდენიმეჯერ გამოვიყენე, მას შემდეგ სახლში მიდევს უფუნქციოდ. ძალიან მაგრად გამოიყურება, არანაირი დეფექტი და ნაკაწრი არ აქვს. მოყვება ორივე თავსახური.

ასევე ვყიდი ჩემს ზენიტს. პიონერთა სასახლეში ფოტოგრაფიაზე დავდიოდი და სწორედ მაშინ ვიყიდე ეს აპარატი. 5 წელია რაც მაქვს. ყველაფერი გამართულად მუშაობს. მოყვება HELIOS-44 2/58 (იღბლიანი აპარატია).

გარდა ამისა, ისიც უნდა ავღნიშნო, რომ ჰელიოსის ხრახნი შედარებით ვიწროა ვიდრე აპარატისა, სწორედ ამიტომ მას მოყვება ორმხრივხრახნიანი გადამყვანი.
ეს გადამყვანი გამოგადგებათ, რადგან ზენიტი ორი ზომის სახრახნისებს უყენებდა თავის აპარატებსა და ლინზებს. ასე რომ ამ გადამყვანით თქვენ საშუალება გექნებათ ზენიტის ნებისმიერი ლინზა მიამაგროთ აპარატს...

ამ ყველაფერს 110 ლარად დავთმობ

user posted image
user posted image
Kapo
blink.gif
Kapo
105
Kapo
ფირით აღარავინ იღებს?..

იუპიტერი ძალიან იშვიათია.. ფოტო–ნადირობისთვის გამოგადგებათ. ლინზები ისეთი აქვს, რომ შეგშურდებათ ))))
ამ ფასად ჩათვალეთ, რომ აპარატი საჩუქრად მოყვება..
vasho
თუ იუპიტერი არ არის გაყიდული 30 ლარად ავიღებ.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.