Help - Search - Member List - Calendar
Full Version: ფოტო გამოფენა "შემდეგი გაჩერება ვაგზლის მოედანი"
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > კონკურსები, გამოფენები
LOOSER
მოგესალმებით ყველას,

როგორც იქნა მოვაბით თავი ძველ ჩაფიქრებულ ფოტოგამოფენას სახელად ვაგზლის ცხოვრება smile.gif

გეპატიჟებით სულ ყველას და გთავაზობთ სტატიას ამ გამოფენასთან დაკავშირებით რათა უკეთ გაერკვეთ smile.gif

1_ელ ივლისს, 18:00 საათზე, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება ფოტოგამოფენა "შემდეგი გაჩერება _ ვაგზლის მოედანი". გამოფენის ავტორები არიან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს მხატვრული ფოტოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტები - ირაკლი დოლიძე, ლევან კინწურაშვილი და ზურაბ ქართველიშვილი.

როგორც გამოფენის ორგანიზატორებმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხდეს პროექტზე ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდნენ. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 60 შავთეთრი ფოტო.

გამოფენის ერთ-ერთ ავტორის, ზურაბ ქართველიშვილის განცხადებით, საზოგადოება ვალდებულია თანადგომა გამოუცხადოს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, მაგრამ საზოგადოება ასევე ვალდებულია იზრუნვოს საკუთარ ქალაქზე, მის იერ-სახეზე.

"ფოტოებზე დედაქალაქის ცენტრალური რკინიგზის სადგურისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ყოველდღიური ცხოვრების პერიპეტიებია ასახული. შევეცადეთ წარმოგვეჩინა ერთის მხრივ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება და ის პირობლემები, რაც ზოგადად ქუჩის ცხოვრებას ახასიათებს და მეორე მხრივ დამოკიდებულება ჩვენი დედაქალაქისადმი", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გამოფენის ერთ-ერთმა ავტორმა ზურაბ ქართველიშვილმა.

ახალგაზრდა ფოტოხელოვანები გამოფენაზე მრავალ სტუმარს ელიან და მათგან წარმოჩენილ პრობლემებზე სავარაუდო რეაგირების იმედებიც აქვთ.

"გამოფენაზე ვიწვევთ დედაქალაქის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს, თბილისის ხელისუფლების, ასვე საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიის, საზოგადოების წარმომადგენლებს, ჩვენს უფროს კოლეგებს. იმედს ვიტოვებთ, რომ თემა, რომლითაც ჩვენ წავრდგებით საკმაოდ დამაფიქრებელია, როგორც ცალკეული ადამიანების ასვე ჩვენი დედაქალაქის მომავალი განვითარებისთვის", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" საავტორო ჯგუფის წევრმა ირაკლი დოლიძემ.

გამოფენის ერთ-ერთი ავტორი ლევან კინწურაშვილი მადლობას უხდის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საგამოფენო დარბაზის, ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის", საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის მესვეურებსა და პედაგოგ იური მეჩითოვს გამოფენის მომზადებისთვის გაწეული თანადგომისთვის.


ფოტოგამოფენა სამების საკათედრო ტაძრის საგამოფენო დარბაზში სამ დღეს გასტანს.
DaNi
ძალიან კარგია, რომ ორგანიზება მოხერხდა, მითუმეტეს, მართლაც აქტუალური პრობლემაა. smile.gif
TIHIRO
მოვდივარ smile.gif
qartgraphy
ამ გამოფენის ავტორები არიან "qartgraphy, dolsona, LOOSER"
Davit Gholijashvili
წარმატებას გიურვებთ!
LOOSER
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...07-2010%2007:41

რუსთავი 2 ზე დილის ეთერში გასული სიუჟეტი
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.