Nika Pkhakadze
Feb 5 2010, 21:01
ამას წინად გაზეთში წავიკითხე რომ რობერტ კაპა და ჯონ სტეინბეკი იყვნენ საბჭოთა კავშირში და მათ შორის საქართველოშიც. წიგნიც გამოსცეს, სახელადRussian Journal, ჯონ სტეინბეკის მონაყოლით და კაპას ფოტოებით. მაინტერესებდა რა დაწერეს და რა გადაიღეს. ფოტოებს ვერაფრით ვერ მივაგენი, შემთხვევით ხომ არ გადაყრიხართ სადმე?
http://www.link.ge/file/309019/John-Steinb...l-1948.pdf.html ესაა თვითონ მოთხრობა, ჯერ-ჯერობით მარტო ის ნაწილი წავიკითხე რაც საქართველოს ეხებოდა. მესიამოვნა და მიუხედავად იმისა რომ დაახლოებით იგივე ჩვენი მშობლებისა და იმათი მშობლების თაობებისგანაც გამიგონია მაინც გამიკვირდა როგორ აღწერს ავტორი იმ დროისათვის დანარჩენი საბჭოელების ქართველებისადმი და საქართველოსადმი დამოკიდებულებას.
Giorgi Janibegashvili
Feb 5 2010, 22:44
გამარჯობა ნიკა..
აი ვნახე მაგნუმის ფოტო საიტზე კაპას გადაღებული საქართველო
http://www.magnumphotos.com/Archive/C.aspx...Search&DT=image
Giorgi Janibegashvili
Feb 5 2010, 22:57
მაგარი გიჟი ფოტოგრაფი იყორა კაპა
Nika Pkhakadze
Feb 5 2010, 22:58
Giorgi Janibegashvili
Feb 5 2010, 23:02
არაფერს.
ლინკი ჩავასწორე და ყველა მანდ გადაღებული ფოტოა
User-Nikala
Feb 5 2010, 23:15
Giorgi Dadiani
Feb 5 2010, 23:19
მე გამოფენაზე ვარ ნამყოფი (კაპას ფოტოები საქართველოში)
ქარვასლაში იყო დაახლოებით 3 თუ 4 წლის წინ და მგონი ის პრინტები ეხაც აქვთ
Nika Pkhakadze
Feb 5 2010, 23:23
Giorgi Dadiani,
3-4 კი არა მე მგონი შევარდნაძის დროს იყო, იმიტომ რომ, რომ ვეძებდი მაგ გამოფენაზე ამოაგდი ლინკი იქ იყო შევარდნაძის ფოტო, აღარ წამიკითხია მეტი...
Giorgi Dadiani
Feb 5 2010, 23:30
ჰო იქიდან მახსოვს რომ მე ვსწავლობდი ინსტიტუტში რომელიც იყო ქარვასლაში პირველი ორი წელი
და მაგ დროს იკო გამოფენა აქქედან გამომდინარე ან 2003 იკო ან 2004
archigio
Feb 6 2010, 01:11
))
Giorgi Dadiani
Feb 6 2010, 09:42
7 წელი გასულა და მე 4 მეგონა
jafara12345
Feb 6 2010, 10:50
ლინკები არ მუშაობს, იქნებ გაასწოროთ
მეც გაზეთში წავიკითხე და მაგრა გამისწორდა. ქობულეთის კადრი აქვს გადასარევი.
კიდე ბევრი გამოუქვეყნებელი ფოტო ინახება საქართველოს თემაზე ნიუორკში მის სახლში.
Nika Pkhakadze
Feb 6 2010, 12:01
jafara12345,
Magnum-ზე, search-ში ჩაწერეთ robert capa georgia...
Giorgi Dadiani,
მე რომ ვამბობდი ის კიდე სხვა იყო, შევარდნაძის დროს მოაწყო ამერიკის საელჩომ მოაწყო გამოფენა საელჩოშივე
pepillota
Feb 6 2010, 17:09
დიახაც ქარვასლასი იყო 2003-ში ეგ გამოფენა და მაშინაც ძალიან დიდი შტაბეჭდილება დატოვა ამ ფოტოგრაფმმა ჩემზე. ამერიკის საელჩოშიც თუ იყო არ ვიცოდი .
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please
click here.