Help - Search - Member List - Calendar
Full Version: პეიზაჟის გადაღებისას...
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო
Twin
პეიზაჟის გადაღება თითოს ძალიან ადვილია. ეწვევი ულამაზეს ადგილს, გადაიღებ რამდენიმე სურათს მომენტალურად და დაბრუნდები სახლში ხელოვნების ნიმუშით. ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს ძალიან მარტივია.

ყველას შეუძლია აღიქვას ლამაზი ადგილი, მაგრამ გადააქციო ეს დაუვიწყარ სურათად, ეს უკვე სხვა საქმეა. ამოცანა უფრო ძნელი შესასრულებელია, თუ შენ აპირებ პოპულარული ადგილის გადაღებას როცა შენ იღებ ადგილს, რომელსაც ყოველდღიურად იღებს ათასობით ადამიანი შენ უნდა შექმნა რაიმე განსხვავებული ყოველდღიური სურათებისგან.

აქ არის რამდენიმე რჩევა რომლის გათვალისწინებაც სასურველია.
I. შენ არ ხარ ვალდებული ყველაფერი ჩაატიო სურათში. ზოგირთი პანორამული ხედი არის უზარმაზარი და იმისთვის რომ შენ ყველაფერი ჩაატიო ფოტოში ამისთვია საჭიროა გამოიყენო ფართოკუთხიანი ლინზა. პრობლემა ისაა, რომ ეს აპატარავებს ყველაფერს და ფოტოს მშვენიერება მცირდება. ის იქნება უფრო ეფექტური თუ კონცენტრაციას მოახდენ პეიზაჟის რომელიმე ნაწილზე, ხოლო მის ნაწილს კი ხალხი თავად წარმოიდგენს.

II. ეძებე ახალი კუთხე. რატომ არის რომ დიდებული პეიზაჟის მრავალი სურათი ერთმანეთს ჰგავს? უბრალოდ იმიტომ, რომ ყველა იღებს მას ერთიდაიგივე ადგილიდან. ადვილია გადაიღო სურათი გავრცელებული ადგილებიდან. სწორედ ისაა პრობლემა, რომ თითქმის შეუძლებელია გადაიღო უნიკალური ფოტო თუ შენ იღებ მას იგივე ადგილიდან საიდანაც ყველა იღებს. თუ შესაძლებელია მოძებნე სხვა ადგილი გადასაღებად. ამას შეიძლება დასჭირდეს ცოტაოდენი ძალისხმევა. მე არ გამოვრიცხავ რისკს იმისა, რომ რაიმე დაიზიანოთ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ყოველთვის არის ალტერნატივა კარგი ადგილებისა.

III. ყველა პეიზაჟი შეიძლება გადაღებული იქნას სხვადასხვა ადგილებიდან. ყველაზე აშკარა ადგილი არ არის ყოველთვის საუკეთესო. გამოიკვლიე და მოძებნე საინტერესო წინაპლანი. ასე შენ შეგიძლია შექმნა რაგაც ნამდვილად უნიკალური. ყოველთვის გახსოვდეს, რომ შენ არ ხარ პირველი ადამიანი ვინც იღებს ამ ადგილს. თუ გინდა შექმა დაუვიწყარი სურათი, შენ უნდა ეცადო შექმნა რაღაც განსაკუთრებული.

IV. პირობების განხილვა. პეიზაჟის გადაღების დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება განათებას. უპირველეს ყოვლისა შენ უნდა მოიფიქრო დღის რომელიმე დრო. ხშირად სრულყოფილი სინათლე არის დილაადრიან და საღამოს. ამ დროს სინათლე არის უფრო მშვიდი და ფერადი.
ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამინდს. შენ გექნება შესაძლებლობა დაინახო ქარიშხალი, ღრუბლების კარგი წყობა ან შანსი ცისარტყელის გადასაღებად. რაც უფრო იწვალებ მით უფეო დიდი იქნება ჯილდო. შენ დაკარგავ ბევრ დროს სწორი მომენტის ლოდინში, მაგრამ ერთხელაც შენ მიიღებ სრულყოფილ სურათს. შენ მიხვდები, რომ ეს არ იყო დროის ფუჭი კარგვა. როცა დაასრულებ შრომას, ხალხი გეტყვის, რომ ისინიც იყვნენ იქ, მაგრამ მათი ფოტოები არ არის ისეთი კარგი როგორიც შენი.
Written by: Andrew Goodall
თარგმნილია ჩემ მიერ DDDD.gif
nino ch
არააა ნამდვილად არაა ადვილი პეიზაჟის გადაღებაა smile.gif
Batumskii
...და რისი გადაგებაა რო ადვილი?!?!?!? DDDD.gif პეიზაჟს უბრალოდ საკუთარი სპეციპიკა ახასიათებს-ხშირად უნდა დაივიცკო კომპორტი,სისუფტავე,სითბო და კაი ხანი გაატარო მტვერშო,ცვიმაში და კოგოების კომპანიაში,რატა მიიგო შანსი გირსეული სურათის გადაგების. Gადამცკვეტ მნისჰვნელობას იგებს ასევე ის,ტუ რა აპარატურიტ სარგებლობ-ცოდვაა ტKე-გრეში სარბენად არადაცული ტეკნიკის გამოკენება...ცინგადადგმული ნაბიჯია თუ სერიოზული აპარატი გაკ და დაცული ოპტიკა-მაგალიტად რაიმე "CANON"-ის "L"სერიიდან-შეგიდზლია დაივიცკო ის შიში,რომ მატ მტვერი ან ცვიმა გააპუჩებტ-ოპტიკა საერტოდ ცალკე თემაა პეიზაჟში-აი აკ იდზენს რეალურად მნისჰვნელობას შენი ოპტიკის სამუშაო კუტხეები და აპარატის კროპ-პაკტორი-არ დაგავიცკდეს პანორამის პლიუსები... არ უნდა იკო "კრიჟანი" კადრებში-იგე რაც შეილება მეტი-არ ელოდო მზის ამოსვლისას კონკრეტულად იმ მომენტს,რომელიც პიკრობ რო იდეალურია-იგე მანამდეც და მერეც,იგე სერიებად,სხვადასხვა სეტტინგებით,იმახსოვრე სურატები(ტუ ციპრითსარგებლობ)არა მარტო JPEG-shi, არამეტ RAW-შიც-ეს ბევრად მეტ საშუალებას მოგცემს სურათის პოსტ-დამუშავებისთვის.გახსოვდთ,რომ დედამიცის პოტოგრაფების 99 პროცენტზე ცინ დგეხარტ საშუალებებში-ტკვენ საკარტველოში ცხოვრობთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!:))))))))
DaNi
ადვილი არაფერის გადაღება არაა, ყველა კადრს ესაჭიროება აზროვნება და ოსტატობა. smile.gif
naa
განათება მემნიშვნელოვანება მე diax.gif
Batumskii
smile.gif გეტანხმებიsmile.gif -ულტრაიისფერში ან ინფრაციტელში ტუ არ იგებ smile.gifsmile.gifsmile.gif diax.gif
ან კიდევ გამის ხედვის ოკულარი თუ არ გაკ რომელიმე რუსული ტანკიდან დარჩენილი lol.gif სხვა კველა ვარიანტში განატება საჩიროა gavcitldi2.gif

ა როგორი გამოდის გამის ხედვის აპარატიტ:
Twin
smile.gif
flyer
Batumskii,
QUOTE
და კაი ხანი გაატარო მტვერშო,ცვიმაში და კოგოების კომპანიაში


კოღოების თუ გოგოების ვერ გავიგე DDDD.gif
კოღოები ნაკლებად მხიბლავს wick.gif
Batumskii
კოღოების-კოღოებისsmile.gif))))
გოგოები რო კოპილიკო აკ ნახევარი საიტი დაანებებდა თავს მაკროების გადაგებას და მხოლოდ პეიზაჟებით დაკავდებოდა-ჩემი თამადობით lol.gif lol.gif lol.gif
Zaza Gabaidze
საერთოდ რამოდენიმე კარგი რჩევაა, განათებაზე რაც წერია ეგეც და Batumskii, მგონი შენი რჩევები არანაკლებია Andrew Goodall - ის რჩევებზე DDDD.gif
Sali Machavariani
dznelia kargi kadris lodini mara amdens ro ishromeb da kargi foto roo gamogiva mixvdebi ro girda lodini:D:D:D
Batumskii
Zaza Gabaidze-thanks my friend-gluboko tronut!!!:))))))))))))))
Sopo Jashi
მშვენიერი სტატიაა angel.gif
ModiIi
diax.gif diax.gif
გეთანხმებით,რთულია ფოტოს გადაგება .... მთავარი მ აინც ხედვაა : )
გავითვალისწინებ რჩევებს!!! : )
Nika
QUOTE
IV. პირობების განხილვა. პეიზაჟის გადაღების დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება განათებას. უპირველეს ყოვლისა შენ უნდა მოიფიქრო დღის რომელიმე დრო. ხშირად სრულყოფილი სინათლე არის დილაადრიან და საღამოს. ამ დროს სინათლე არის უფრო მშვიდი და ფერადი.
ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამინდს. შენ გექნება შესაძლებლობა დაინახო ქარიშხალი, ღრუბლების კარგი წყობა ან შანსი ცისარტყელის გადასაღებად. რაც უფრო იწვალებ მით უფეო დიდი იქნება ჯილდო. შენ დაკარგავ ბევრ დროს სწორი მომენტის ლოდინში, მაგრამ ერთხელაც შენ მიიღებ სრულყოფილ სურათს. შენ მიხვდები, რომ ეს არ იყო დროის ფუჭი კარგვა. როცა დაასრულებ შრომას, ხალხი გეტყვის, რომ ისინიც იყვნენ იქ, მაგრამ მათი ფოტოები არ არის ისეთი კარგი როგორიც შენი.

დავამატებ რომ გადაღებისას მზე ზენიტში არ უნდა იყოს რომ პეიზაჟი "ბრტყელი" არ გამოვიდეს.
ზამთარში ჩვენთან ეს არაა აქტუალური რადგან მზე ისედაც არ ადის ჰორიზონტიდან მაღლა. ზაფხულში კი ძაან მნიშვნელივანია. ამიტომაც სადმე გასვლის დაგეგმვისას სასურველია რომ გადაღების ადგილზე მოვხვდეთ საღამოსკენ რათა საღამოს პეიზაჟები და მზის ჩასვლა გადავიღოთ. შემდეგ კი ღამე იქ გავათენოთ და დილაადრიან მზის ამოსვლის და საერთოდ დილის პეიზაჟები გადავიღოთ.
Miracle
მე მომოწნს თან ძალიან ამ სფეროსთან მუშაობა შეიძლება ითქვას 1-1 თი ყველაზე საყვარელი სფეროა ამ საქმიანობაში : )
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.