Help - Search - Member List - Calendar
Full Version: ერთობლივი ექსკურსია ყაზბეგში
Photoclub Boke > ადმინისტრაციული ფორუმი > ფოტოკლუბი ბოკე > კლუბის შეხვედრები, სადღესასწაულო ღონისძიებები
www.boke.ge
ბოკელების და გრაფების ერთობლივი ექსკურსია:

ბოლო დროს საიტის წევრების მხრიდან, ერთობლივი ექსკურსიის მოწყობაზე არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით, 24-25-26 ივლისს, ბოკეს და გრაფის ადმინისტრაცია გეგმავს ერთობლივ სამდღიან ლაშქრობას ყაზბეგში.

ეს გასვლა იქნება ყველაზე მასშტაბური და პომპეზური ორივე ფოტოკლუბის არსებობის ისტორიაში.

ტექნიკურ დეტალებს მოგვიანებით მოგახსენებთ.


ვკრებთ 100 ლარს*.

იმედია მომავალში სხვა ფოტოგრაფიული საიტებიც შემოგვიერთდებიან, რაც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის ერთობლივ ექსკურსიებს.

*ოჯახის წევრის (მხოლოდ დედმამიშვილი ან მეუღლე) წამოყვანის შემთხევაში ლაშქრობის ღირებულება შეადგენს 90 ლარს.
tavadi
100 ლარად 10 დღით მივდივარ ხევსურეთში DDDD.gif
რავიცი თუ რამე განსაკუთრებულს არ გეგმავთ ძვირია ძალიან..
User-Nikala
კარგი ინფორმაციაა : ))
Sofo Uznadze
QUOTE(tavadi @ Jul 13 2009, 13:09)
100 ლარად 10 დღით მივდივარ ხევსურეთში DDDD.gif
რავიცი თუ რამე განსაკუთრებულს არ გეგმავთ ძვირია ძალიან..
*




DDDD.gif DDDD.gif რა გიჟი ხარ DDDD.gif

არაა.. ძვიირი არანაირად ar varga.gif ვისაც სცალია ძალიან მაგარ დროს გაატარებენ diax.gif
beshqena
tavadi,
დათო,
მართლაც, რომ განსაკუთრებული იგეგმება smile.gif

და ყაზბეგში სასტუმროს ფასები იცი?

ნაღდად არაა ძვირი smile.gif
SIHAIA
ძალიან საინტერესო იდეა არის. კაკრაზ მეტეოზეასვლას მა ზაფხულს ვაპირებდი. მაგრამ ამ რიცხვებში ვერ ვახერხებ... აგვისტოში არაფერს არ აპირებთ?
User-Nikala
მე მომხრე ვარ რომ კარვები წავიღოთ,დავტრიალდეთ და რამეს მოვახერხებთ. პახოდში სასტუმროში რა მინდა ისე კაცმა რომ თქვას? smile.gif თანხაც მნიშვნელოვნად შემცირდება და ხალხიც მეტი მოგროვდება. თან ეხლა ისეთი პერიოდია ყველა აგვისტოსთვის ემზადება და არც თუ ისე სახარბიელოა 100 ლარის გადახდა,ასე რომ მოჟეტ პოდუმაემ? smile.gif
DIKARKA
ვაიმეე
-)))))))))))
kakha kakhiani
არ მინდა იყოს..
კოკაკოლისა და პეპსის ერთობლივ გასვლას დაველოდები

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
beshqena
User-Nikala,
ნიკუშ, კარვებიც არ გამოდის იაფი, ანუ, ქირაობის შემთხვევაში საკმაო თანხაა, გარდა ამისა იქ ბიო-ტუალეტების ტექნიკური ამბებია მოსაგვარებელი და კვების შემთხვევაში დამატებითი ხარჯები.

ნუ, ვანომ იცის იქაურობა ხუთიანზე, ზუსტად გაარკვევს ვარიანტებს და საუკეთესო რაც იქნება იქიდან გამომდინარე ჩამოვყალიბდებით.

გარდა ამისა, სამწუხაროდ არსებობს ხალხი, რომელიც კარავში ვერ ძლებს.

მოკლედ, ვნახოთ, რა smile.gif
chibu
კაი რა ბექ რა კარავში ვე ძლებს დებილია? (ბოდიში მომითხოვია) თუ მართლა არსებოსბ ვინმე ასეთი

ვერ ძლებს და დაეტიოს სახში,ჯაკუზით და მასაჯისტითlol.gif
User-Nikala
თქვენ უკეთ იცით ვინც ორგანიზებას უკეთებთ,იმედია საუკეთესო ვარიანტს ავირჩევთ და მეოთხე სართულზე არ მომიწევს რამის გათევა DDDD.gif

ისე კარვების ქირაობას რაც შეეხება: საკმაო რაოდენობის ხალხი ვართ აქ,მე მაგალითად 2 კარავი შემიძლია ვიშოვო(2-3 კაციანი),ჩემსავით კიდევ ბევრი შეძლებს. ყოველ შემთხვევაში ფასზეც რომ არ იყოს ლაპარაკი ლაშქრობა კარვით უფრო მიმზიდველია smile.gif და ვინც კარავში ვერ ძლებს ის ვერც ბევრ სიარულს შეძლებს smile.gif
beshqena
User-Nikala,
ვნახოთ, ნიკუშ, უბრალოდ ვცდილობთ ყველას გაუსწორდეს smile.gif
chibu
QUOTE(User-Nikala @ Jul 13 2009, 21:32)
თქვენ უკეთ იცით ვინც ორგანიზებას უკეთებთ,იმედია საუკეთესო ვარიანტს ავირჩევთ და მეოთხე სართულზე არ მომიწევს რამის გათევა DDDD.gif

ისე კარვების ქირაობას რაც შეეხება: საკმაო რაოდენობის ხალხი ვართ აქ,მე მაგალითად 2 კარავი შემიძლია ვიშოვო(2-3 კაციანი),ჩემსავით კიდევ ბევრი შეძლებს. ყოველ შემთხვევაში ფასზეც რომ არ იყოს ლაპარაკი ლაშქრობა კარვით უფრო მიმზიდველია smile.gif და ვინც კარავში ვერ ძლებს ის ვერც ბევრ სიარულს შეძლებს smile.gif
*


მეც შენს აზრზე ვარ ნიკალა,მეც შევცლებ რამის შოვნას
mgeluka100
ძვირი მთლად არ არის მითუმეტეს კარგი გარემო და ლაშქრობა ეს ძალიან კარგია
tavadi
beshqena,
ვინც სასტუმროში ვერ ვძლებთ რა ვქნათ? lol.gif
კარვის ქირაობა ნამდვილად არ იქნება საჭირო მოიძებნება საჭირო რაოდენობის კარვები და კაცზე 3 დღეში 30 ლარის საჭმელი ყელში ამოვა..
ნუ ისეთებს თუ უნდათ გაისწორონ ალპინიადაზე წკაპუნებით და მაკიაჟის ჩანთით რომ მოდიან არ ვიცი და პახოდში სასტუმრო არ გამიგია მე.. blink.gif
nini
ვკრებთ 100 ლარს*. 100 ლარი რაში გვეყოფა კაცო lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
tavadi
nini,
თითო კაცისგან 100 ლარი რაში გვეყოფა და 3 დღის განმავლობაში ყოველდღე ცხვრის ხინკალი რომ ჭამო, კარგად გამოთვრე და დაცვა რომ დაიქირავო აპარატები არავინ მოგვპაროს lol.gif
Guja
tavadi ნამეტანი არასერიოზული საუბარია ეგ. შენი ლაპარაკიდან გამოდის რომ ამ გასვლით ხალხს ( ბოკეს, გრაფს) ფულის შოვნა უნდა
არდა მარტივია ყველაფერი გაცილებით
თუ რამე გაინტერესებს კითხვა უნდა დასვა და გიპასუხებენ
თუ პასუხი არ დაგაკმაყოფილებს მერე უნდა თქვა ის რასაც იმ პასუხზე ფიქრობ

პორთფოლიოს მოდელებისთვის ზოგი 100ლარად იღEბს და ზოგიც კიდე 1500ად, რომელია უფრო იაფი აბა თუ გამოიცნობ?

ისე პატარები აღAრ ხართ უკვე და ამ პოსტის დაწერა არ უნდა მიწევდეს მე.

beshqena
tavadi,
დათო, თუ კარგად ვერ ერკვევი პახოდებში ნუ აქილიკებ მაინც, არ გეკადრება ტო!

ბიჭო, 3 დღე ნივებმა უნდა გვსდიონ, საჭმელები რომ ამოგვიტანონ დანიშნულების ადგილზე. არის ადგილები, რომელთა ნახვაც 3 დღეში უნდა მოვასწროთ და ყველგან ფეხით ვერ ვივლით, ზოგგან დიდ მანძილებზე მანქანებში უნდა გადავნაწილდეთ.

ასევე, კარვების შემთხვევაში გაცილებით იაფი არ ჯდება, გარკვეულია ეგ ამბავი. თუ სასტუმროში არ ხარ მაშინ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა უნდა მოძებნონ დასაბანაკებელი ადგილები (რამდენიმე), იქ უნდა ამოაშენონ ბოუ-ტუალეტები, უნდა ზიდონ წყლები და 3 დღე უნდა მოგემსახურონ სრულფასოვნად.

საჭმელში თუ ჩხირებს და ბუტერბროტს გულისხმობ არ ვიცი, მაგრამ ადგილობრივი სამზარეულოს ფასი (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) მგონი უნდა იცოდე, აბაშიძე ხარ ბოლოს და ბოლოს. ცხვრის კერძები, იქაური ხინკალი, ნაღდი ღვინი, მთის არაყი, იქაური ყველი... დღეში 4-ჯერ კვება...

აბა გაიკითხე ყაზბეგში რა ღირს ტურუსტის შენახვა 1 დღე?!

ვანოს ავტორიტეტია, რომ შედარებით ნორმალურ ფასში ჩაგვტიეს და 100 ლარში სამი დღე ვეტევით.

თუ წამოსვლას ვერ ახერხებ, ეგ სხვა ამბავია, მაგ ქილიკის მაგივრად ეგ დაწერე და ვინც მიდის გაატარე, გზა დაულოცე!

და არიან გოგოები, რომლებსაც ჯანმრთელობა არ აძლევთ საშუალებას კარვებში იცხოვრონ.

ამის გამო რავის დაჩაგვრას არ აპირებს არავინ.

ძაან მალე პატარა გამოკითხვას მოვაწყობთ და დაე ხალხმა გადაწყვიტოს რა ურჩევნია.

ისე, იცოდე, კარვებით წასვლამ შეიძლება 10-15% დაზოგოს თანხის.

გარდა ამ ყველაფრისა იმდენი სიურპრიზია კიდევ, რომ ვინც წამოვა ნაღდად გადარეული ჩამოვა იქიდან.

რომელ სიძვირეზე ლაპარაკობ, არ გვიცნობდე მაინც?

პროსტა შენგან მწყონს, თორე სხვა რომ იყო ამდენს კი არ დაგელაპარაკებოდი?

სანამ დაწერ დაფიქრდი, რა!
User-Nikala
მე მიყვარს სიურპრიზები angel.gif DDDD.gif
tavadi
Guja,
beshqena,
არც ვაქილიკებ და არც ვინმეს ვდებ ბრალს ფულის შოვნაში..
კარგად გიცნობთ და არცერთს გაკადრებთ მაგას..
გარკვევით დავწერე
QUOTE
თუ რამე განსაკუთრებულს არ გეგმავთ ძვირია ძალიან

და შესაბამისად არც ის ჩანდა რა იგეგმებოდა კონკრეტულად, ამიტომ ჩავთვალე რომ ჩვეულებრივი გასვლა იყო უბრალოდ 3 დღით რისთვისაც 100 ლარი საკმაოდ ძვირია.. რაც შემდეგ დაწერე ბექა ეგენი რომ თავიდანვე დაგეწერათ დამიჯერე არ ვიტყოდი ძვირიათქო..
აბაშიძეობა კიდევ არაფერ შუაშია.. ვისაც პირში გემო აქვს ყველამ იცის რომ ცხვარი სჯობს სგუშონს DDDD.gif
არ მიფიქრია თქვენი წყენა და თუ რამე ცუდად და არასწორად დავწერე მომიტევეთ ბატონო..
Kapo
ყაზბეგში რომ წავიდეთ და თან ნივები და რამე-რუმე თუ მოგვყვება, პახოდუ მგზავრობა, ჭამა, სასტუმრო (კარვის გაშლა სამი დღისთვის მართლა არ ღირს, ორ დღეს მოვანდომებთ მაგათ მოწყობა-აწყობა-დაშლას. + ტომრები) და ა.შ. ნაღდად 100 ლარამდე დაგვჭირდება.

ალბათ წამომსვლელთა რაოდენობა რომ გაიზარდოს, თანხაც დაიკლებს, მარა არამგონია ბევრი წამოვიდეს...

იქნებ სადმე იაფიანი მარშრუტი აგვერჩია?...



Magdu
მოკლედ.
ჩამოწერეთ იმ ხალხის სია ვინც აპირებთ წასვლას.
beshqena
ოკლედ, გავარკვიეთ ბევრი რაღაც, ვითათბირეთ და გადაწყდა:

ვიცხივრებთ ბინებში, ანუ, საოჯახო სასტუმროებში.

კარვებს აქვს შემდეგი მინუსები:

1. ბევრს არ აქვს გამოცდილება იქ ცხოვრების და ეგრევე 3 დღე გაუჭირდება;
2. კარვებში ცხოვრება ბევრად მეტ დროს წაიღებს სხვადასხვა ტექნიკური მიზეზების გამო და ბევრი რამის ნახვას ვერ მოვასწრებთ;
3. ბევრი ობიექტური გარემოების გამო კსრვებში ცხვრება დანახარჯს არ ამცირებს;
4. მანქანები უბრალოდ სოფლიდან სოფელში გადაგვიყვანენ, ხოლო ხეობაში ფეხით ვივლით;
5. კვება იქნება ოთხჯერადი, ადგილობრივი სამზარეულოს მრავალფეროვნება (საკვები+სასმელი);
6. საუზმის, სადილის, სამხარისა თუ ვახშმის დროს საკვებს მოიტანენ იქ სადაც ჩვენ ვიქნებით...

დარწმუნებული ვარ ულამაზესი ლაშქრობა გამოვა!!!
User-Nikala
1.User-Nikala
User-Nikala
მე ვარ ხო ერთადერთი ჭკუამხიარული და მოცლილი lol.gif
Davit Gholijashvili
2 დღიანი ხომ არ აჯობებდა? როგორც ვხედავ ბევრს ფასი ეძვირება
nina-nina
როგორ გეკადრება User-Nikala DDDD.gif


1.User-Nikala
2. nina-nina


ეხლა გავიგე ამ პახოდის შესახებ და ძალიან მომეწონაააა bravo.gif
ძვირიც არ არის არანაირად
MaStErOFmAsTeRs
1.User-Nikala
2. nina-nina
3. masterofmasters ???

ჯერ იყოს კითხვის ნიშნებით
Jazz Nanuka
1.User-Nikala
2. nina-nina
3. masterofmasters ???
4. Jazz Nanuka

რაღაც უძალიანესად მომინდა ყაზბეგში diax.gif
Guja
ეს თემა რატოა უყურადღებოდ?
უშუალო ორგანიზატორებმა დაწერონ რა მდგომარეობაა,
ხალხი გეგმავს გასვლას და შესაბამისად ყველა თავის გეგმას კორექტირებას უკეთებს
ისე არ მოხდეს, რომ ვერც აქ და ვერც სხვა რამე შეძლონ უიკენდზე
User-Nikala
მთავარ გვერდზე თუ სარეკლამო ბანერს გამოიტანთ მემგონი კარგი იქნება smile.gif
Nino Baidauri
piba,


არაა ძვირი არანაირად.
როცა ასეთი ასე ვთქვათ ტურისტული პაკეტით მიდიხარ, ძვირი კი არა, ძალიან იაფია.
გაარკვიეთ აბა რა ღირს ასეთი ტურები.
20 დღე 200 ლარი ყაზბეგში.
გასაგებია, რომ ხალხი დასასვენებლად და აგვისტოსთვის ემზადება, მაგრამ ნაყოფიერი დასვენებისათვის ამაზე კარგი შანსი რა გინდათ.
ბოლოს და ბოლოს 15 დღის ნაცვლად, რომ 12 დღით წახვიდე ქობულეთში, იმის ფასად, რომ მანამდე ყაზბეგი მოიარო და ეს ყველაფერი ნახო შეიგრძნო, მგონი ღირს რა...
არ ვიცი, რა არის ამაში დასაფიქრებელი, თუ ვინმეს რამე განსაკუთრებული არ უშლის ხელს.
rimanely
HეH DDDD.gif ჩემს დაბადების Dღეს ემთხვევა DDDD.gif
Davit Gholijashvili
1.User-Nikala
2. nina-nina
3. masterofmasters ???
4. Jazz Nanuka
5. pikusa
6. piba

ოღონდ ხინკალი თუ იქნება მენიუში DDDD.gif

რამდენი უნდა მოვგროვდეთ, რომ ჯგუფი შედგეს?
Nino Baidauri
ორივე საიტიდან მგონი საკმარისად მოგროვდება ხალხი, რომ მინიმუმ არ ჩავარდეს ექსკურსია.
მარა რაც მეტი, მით უკეთესი : )
chibu
QUOTE(User-Nikala @ Jul 19 2009, 17:39)
მთავარ გვერდზე თუ სარეკლამო ბანერს გამოიტანთ მემგონი კარგი იქნება smile.gif
*


ნიკალას აზრი მგონი არაა ურიგო და,უპრიანი იქნება გაითვალისწინოთ DDDD.gif
beshqena
მეგობრებო!

მოგეხსენებათ ყაზბეგს წყალი მყინვარიდან მიეწოდება.

რამდენიმე დღის წინ ადიდდა მდინარე ჩხერი და დააზიანა ადგილობრივი წყალგაყვანილობა.

ყაზბეგი უწყლოდაა დარჩენილი.

მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები...

ალბათ დამეთანხმებით, რომ 30 კაცის კვება მაშინ როდესაც მოსახლეობა წყალს ზიდავს წყაროდან რთული საქმეა, სანიტარულ კვანძებზე აღარაფერს ვამბობ.
ამიტომაც, ორგანიზატორებმა საჭიროდ ჩათვალეს ლაშქრობის გადადება.
დიდი იმედ გვაქვს, რომ დაახლოებით 10 აგვისტომდე მოესწრება.

ზუსტა თარიღს უახლოეს დღეებში დავწერთ.

მოდერატორს ვთხოვ დროებით დახუროს თემა.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.