Help - Search - Member List - Calendar
Full Version: სახელწოდებების წარმომავლობა
Photoclub Boke > სასწავლო ფორუმი > საკლასო ოთახი > ტერმინოლოგია
User-Nikala
შეიძლება ბევრმა თქვენთაგანმა იცის,ბევრს არ ეცოდინება.საიდან წარმოიქმნა ამა თუ იმ კომპანიის სახელწოდება.საინტერესო ინფორმაციაა,გადახედეთ smile.gif

Canon - 1933 წელს დიზაინერმა გორო იოშიდამ და ბიზნესმენმა საბურო უჩიდამ შექმნეს კომპანია Seiki Kogaki Kenkyujo.შექმნიდან 2 წლის შემდეგ მათ აწარმოეს პირველი 35 მმ-იანი კამერა.სახელწოდება ამ კამერამ მიიღო სათნოების ბუდისტური ღმერთის საპატივცემულოდ-Kwanon.თუმცა დროთა განმავლობაში მწარმოებლებმა გადაწყვიტეს სახელი kwanon შეეცვალათ Canon-ით რათა არ გაეღიზიანებინათ ესა თუ ის რელიგიური ჯგუფები.რეალურად შეიცვალა მხოლოდ დამწერლობა, ამ 2 სიტყვის ჟღერადობა იაპონურ ენაზე თითქმის ერთია.

Nikon - Nippon Kogaku K.K., იგივე Japan Optical Co., იგივე Japanese Optical Society დაასრსდა 1917 წლის 25 ივლისს 3 კომპანიის შერწყმის შედეგად(Tokyo Keiki Seisaku-sho's optical division, Iwaki Glass Seisaku-sho და Fujii Lens Seizo-sho).კომპანიის მიზანი გახლდა ეწარმოებინა მაღალი ხარისხის საბრძოლო შეიარაღების ოპტიკა.1933 წლიდან კომპანიამ დაიწყო ფოტოობიექტივებას სერიული წარმოება. სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით კომპანია Canon 1947 წლამდე იყენებდა Nikkor-ის ობიექტივებს,რაზეც დღესდღეობით კომპანია Canon არც თუ ისე ბევრს ლაპარაკობს DDDD.gif 1946 წლის სექტემბერში წარმატებით დასრულდა კომპანიის მიერ პირველი 35მმ-იანი ფოტოკამერის წარმოება.
კომპანიის სახელის ლაკონური ახსნა:NIppo-KOgaku-N = Nikon

Casio - ეწოდა მისი დამაარსებლის სახელიდან-Kashio Tadao,რომელმაც შექმნა კომპანია Kashio Seisakujo.

Fuji - მომდინარეობს იაპონიის უმაღლესი მწვერვალის ანალოგიური სახელწოდებიდან.

Kodak - კამერის სახელი მოიფიქრა მისმა მწარმოებელმა და გამომგონებელმა ჯორჯ ისტმანმა.მისი საყვარელი ასო გახლდათ "K". მან გადაწყვიტა აპარატის სახელი დაწყებულიყო ასო "K"-ზე და მასზევე დამთავრებულიყო,მრავალი კომბინაციის შემდეგ აირჩია სახელი Kodak.

Konica - მომდინარეობს კომპანიის ძველი სახელწოდებიდან:Konishiroku Kogaku რომელიც დააარსა ვინმე Rokusaburo Sugiura-მ 1850-იან წლებში.

Sony - მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან "sonus" რომელიც ნიშნავს - ხმას.


ვინმემ თუ კიდევ იცით რამე საინტერესო შეიგიძლიათ დაამატოთ smile.gif

p.s იმედია თემის გახსნას მოდერატორის თანხმობა არ ჭირდებოდა DDDD.gif
mangust
ძალიამ კარგი თემაა....

გავნათლდი

DDDD.gif
e.k.a.t.e.r.i.n.a
QUOTE
სახელწოდება ამ კამერამ მიიღო სათნოების ბუდისტური ღმერთის საპატივცემულოდ-Kwanon.

ვაა უყურე შენ
აი თურმე რატომ ეძახიან ზოგიერთები ქენონს კვაკონს DDDD.gif
Nina Minzoni
აი თურმე რატომ აქვს ჩემს სონიჩკას შატერს ასეთი ბობოხი ხმა DDDD.gif ხმაურიანი გოგონები ვართ DDDD.gif
giako
რამდენ რამეს გაიგებ და ისწავლი smile.gif მშვენიერი ინფოა...
FOTINE
მეც მომეწონაsmile.gif))
Gottfried Lenz off
მე ვიცნობ ძაღლს, რომელსაც სამსუნგა ქვია DDDD.gif
Barry
Gottfried Lenz off,
მსუნაგი სამსუნგი DDDD.gif
Nika Pkhakadze
სამსუნგს და ტოშიბას ვიცნობ მე smile.gif
beshqena
ძაან საინტერესოა smile.gif

და პოლაროიდი? DDDD.gif
User-Nikala
Polaroid - სიტყვა მოიფიქრა სმიტის კოლეჯის პროფესორმა კლარენს კენედიმ 1934 წელს,როდესაც ის სტუდენტებს უყვებოდა ედვინ ლენდის გამოგონების შესახებ:პლასტიკური მატერიალის პოლარიზებული ნათება.თავად ლენდს ეს სახელწოდება არ მოსწონდა,მას უნდოდა ახალი მატერიალისთვის დაერქვა "ეპიბოლიპოლი" (ბერძ.სიტყვებიდან:"ბრტყელი" და "პოლარიზატორი"),თუმცა მეგობრებმა შეძლეს დაერწმუნებინათ ის ამ სიტყვის სირთულეში და საბოლოოდ გადააფიქრებინეს კიდეც.ისევე როგორც Nikon,Polaroid-იც ამზადებმა საბრძოლო ტექნიკის ოპტიკას.

ედვინ ლენდი
user posted image
Gottfried Lenz off
QUOTE(Nika Pkhakadze @ May 26 2008, 13:34)
სამსუნგს და ტოშიბას ვიცნობ მე smile.gif
*


ტოშიბა აღარაა ცოცხალი ar varga.gif
RedCrimsonCactus
სამსუნგა ჩემ გუნდელს ერქვა. სამ პორცია კატლეტს ჭამდა თავისი გარნირით.

გმადლობ იუზერ ნიკალა, დიადი ქვენონის მადლი შეგეწიოს!
beshqena
აბა ბახმაროს რატომ ქვია ბახმარო? lol.gif
Magdu
beshqena,
QUOTE
აბა ბახმაროს რატომ ქვია ბახმარო? lol.gif

არაფოტოგრაფიულია angry.gif lol.gif

სადღაც მქონდა "ლოგოების" წარმომავლობა.. ამ თემაში დავამატებ.. საინტერესოა ქენინის ლოგოს ცვლილებები
Magdu
QUOTE
Canon - 1933 წელს დიზაინერმა გორო იოშიდამ და ბიზნესმენმა საბურო უჩიდამ შექმნეს კომპანია Seiki Kogaki Kenkyujo.შექმნიდან 2 წლის შემდეგ მათ აწარმოეს პირველი 35 მმ-იანი კამერა.სახელწოდება ამ კამერამ მიიღო სათნოების ბუდისტური ღმერთის საპატივცემულოდ-Kwanon.თუმცა დროთა განმავლობაში მწარმოებლებმა გადაწყვიტეს სახელი kwanon შეეცვალათ Canon-ით რათა არ გაეღიზიანებინათ ესა თუ ის რელიგიური ჯგუფები.რეალურად შეიცვალა მხოლოდ დამწერლობა, ამ 2 სიტყვის ჟღერადობა იაპონურ ენაზე თითქმის ერთია.


1933 - user posted image

1934 - user posted image

1935 - user posted image

1953 - user posted image

1956 - user posted image
Moderator
beshqena,
მაროს ესროლეს და მოკლეს მანდ
ბახ და მარო
lol.gif
beshqena
Moderator,
მეც ეგრე ვიცოდი lol.gif

ახლა ვარძიაზე ვაპირებდი კითხვას, მაგრამ ვიცი ვორნი არ ამცდება.


გევიპარე, გევიპარე DDDD.gif
User-Nikala
Magdu საინტერესო რამეა,მარტო Canon-ის გაქვს? smile.gif
Magdu
User-Nikala,
სხვებისაც, მაგრამ არა ფოტოგრაფიულია DDDD.gif მიცუბიში და ა.შ. (მანქანების)
User-Nikala
ხოროშო,მაშინ მე ამოვქექავ სადმე smile.gif
anika-zeppelin
ვაა..
საინტერესოაა..
-)))
აუუ ქენონს ეჰლაც 1933 წლის Lოგო რო ქონდეს..
DDDD.gif
keto
ვაა, ინტერესნოო smile.gif გმადლობ განათლებისთვის DDDD.gif
David Talakhadze
საბრძოლო ნიკონი მინდა DDDD.gif
TATI
იმიტომ ვამბობ რომ "ქენონისტი" და "ნიკონისტი" და კიდევ რაღაცისტი ვარო არ უნდა იძახოს კაცმა!
ღმერთმა იცის, მერე ბააამც და სრული ინფორმაციის უქონლობის გამო შეიძლება "ქენონისტი" ვარო თვლიდე და სინამდვილეში "სათნობუდისტთა" DDDD.gif :P ფარულ გაერთიანებაში ამოყო თავი lol.gif lol.gif

------------------------
კარგი თემაა.
ის გავიგე რასაც ჩემით ალბათ არ მოვძებნიდი, მაგრამ საინტერესოა მართლა.
smile.gif
D_A_D_A
თათI DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif არც ისე ცუდია მერე, სათნო მაინც იქნება კაცი, სხვა თუ არაფერი DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif
ისე კი საინტერესო იყო მართლა smile.gif
m_virus
თუ სწორად მახსოვს"მაგნუმის" პირველ შეკრებაზე მაღაზიიდან ამოიტანეს შამპანური რომელსაც ერქვა "მაგნუმ"-ი და აქედან წამოვიდა კავშირის სახელწოდებაც smile.gif))
Tamri
DDDD.gif

საინტერესო ინფოა

რაღაც რაღაცეებს კი ამოიკითხავ ხოლმე, მაგრამ ერთიანად ვერა

დიდ მადლობა smile.gif)
tamtuka
საინტერესოა


დაა პანასონიკი? DDDD.gif
Giorgi Lomtadze
DDDD.gif:D:D:D საინტერესო იყო DDDD.gif
Batumskii
აი კიდევ ლოგოები....
Zaza Gabaidze
ძალიან საინტერესო თემაა diax.gif
Lasha Palavandishvili
Batumskii,

სონიზე გამახსენდა. smile.gif
ე.ი. რა სად როდის თამაში იყო სკოლებს შორის, იყო ასეთი შეკითხვა, ყოველ 30-ე მოსახლეს აქვს ამ ბრენდის ტექნიკა, ხოლო მისისიტყვა სიტყვით თარგმნა გამოდის როგორც შვილუკა, შვილიანი...

გამოვიცანით, სონი.... DDDD.gif
Batumskii
Lasha Palavandishvili-Shenc tamashobdi ra,sad,rodiss?????????smile.gif)))))))))))
Ekaterine Buckley
რადგან ლაიკის გარდა თითქმის ყველა ცნობილი ბრენდი ახსენეთ, მე მასზე ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას.
კომპანია "ლაიკა კამერა" და არა "ლეიკა კამერა" diax.gif 1925 წელს ერნსტ ლაიცმა(Ernst Leitz)-მა შექმნა. სახელწოდებაც აქედან წარმოიშვა (Leitz Camera)
დასაწყისში ფირმა მიკროსკოპებით და დურბინტებით ვაჭრობდა და პირველი 35მმ ლაიკის შემდეგ, რომელიც ოსკარ ბარნაკის დიზაინით შეიქმნა, თითქმის მთლიანად აპარატების სერიულ დამზადებაზე გადავიდა.
პროდუქცია გერმანიასა და პორტუგალიაში მიმდინარეობდა.
1954 წლიდან არსებობს ლაიკის "M" სერია, რომელმაც რეპორტაჟულ ფოტოგრაფიაში დიდი გარდატეხა მოახდინა...
პატარა 35 მმ ლაიკა მაგნუმელების საყვარელი თანამგზავრი გახდა. ელიოტ ერვიტი ამბობდა:"ლაიკის ოპტიკაში, კადრი უნდა დაინახო, ამოიცნო და შემდეგ გულში ჩაიკრა"-ო. იცოდა იმ კაცმა ხარისხის ფასი diax.gif
ლაიკის აპარატები სიჩუმით გამოირჩევაიან...ობიექტივები კი მაღალი ხარისხის მქონე მინით, სისწრაფით და ზუსტი ფოკუზით.
"M" სერია "R" სერიამ შეცვალა და თუ რა რევოლუცია მოახდინა ლაიკამ ფოტოგრაფიის ისტორიაში, მაგის დაწერას აღარ ვაპირებ და არც არის ალბათ საჭირო smile.gif
NUEVA
საინტერესოა
Lasha Palavandishvili
Ekaterine Buckley,

:P


ლაიკას 0 სერია...
შედევრებია...
1 ვნახე მუზეუმში საბედნიეროდ... :-))
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.