Help - Search - Member List - Calendar
Full Version: ყველაფერი გაცილებით მარტივია
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > კონკურსები, გამოფენები > ბოკეს კონკურსები > "ყველაფერი გაცილებით მარტივია"
nature


გამარჯობათ, ახლოვდება კონკურს "ყველაფერი გაცილებით მარტივია" ს გადამწყვეტი ეტაპი და მაინტერესებს თუ შეფასებისას რა კრიტერიუმებით იმოქმედებთ და დავაკონკრეტებ რას ვგულისხმობ ამაში:
ერთ-ერთი სურათის ნახვისას მეც მის მნახველთა უმეტესობის მსგავსად მომეწონა იდეა, განხორციელება კი მეტნაკლებად, მაგრამ ამ კონკურსის პრიზები არის ფოტოაპარატები ხომ? და თუ მივიღებ მონაწილეობას მივიღებ იმიტომ, რომ "საოჯახოთი" ვიღებ და რა თქმა უნდა შესრულება არ მოგეწონებათ მისი! ჩემი აზრით სურათი ""იდეით"" უნდა შეირჩეს ვინაიდან წესით კონკურსში ის უნდა იღებდეს მონაწილეობას ვისაც სჭირდება ის ფოტოაპარატი ხომ? (ანუ "ცუდი აქვს") შესაბამისად მისი იდეა კარგი განხორციელებული ვერ იქნება! (ვინაიდან არ გააჩნია კარგი ფოტოაპარატი) თუ ფიქრობთ რომ კონკურსში უნდა გაიმარჯვოს იმან ვისი სურათიც კარგად შესრულებულია და შესაბამისად კარგი ფოტოაპარატი აქვს ავტორს?

ანუ შეიძლება რომ კონკურს "ვის ტელეფონს უფრო მეტი ფუნქციები აქვს" მთავარი პრიზი იყოს ისევ ტელეფონი? ანუ ის ვისაც ყველაზე მაგარი ტელეფონი აღმოაჩდება მიიღებს საჩუქრად ისევ ტელეფონს! თუ ამ კონკურსში იდეათა განხორციელებასაც მეტნაკლებად დიდი მნიშვნელობა მიენიჭება მაშ პრიზები ფოტოაპარატები აღარ უნდა იყოს. გამოვიყენებ ბატონ leonsio ს სიტყვებს და მაგარი უაზრობაა ფოტოგრაფს ფოტოაპარატს რომ ჩუქნიან smile.gif ვთქვათ მე რომ კარგი ფოტოაპარატი მქონდეს შეიძლება მაინც მიმეღო მონაწილეობა და პრიზად მიღებული ანდა ძველი გამეყიდა გამარჯვების შემთხვევაში და ამით ფინანსურ მოგებას ვნახავდი. მაგრამ შანს დავუკარგავდი იმ ""სუსტი ფოტოაპარატის"" მქონე ადამიანს, რომელსაც პრიზის მოგება ჩემზე მეტად სჭირდებოდა.
be_qa
ეს ის იშვიათი შემთხვევაა როდესაც სრულ ოპოზიციაში ვარე და არცერთ შენს ნათქვამს არ ვეთანხმები smile.gif


QUOTE
მაგარი უაზრობაა ფოტოგრაფს ფოტოაპარატს რომ ჩუქნიან


სცადეთ, მაჩუქეთ და მერე ერთად გადავწყვიტოთ უაზრობა იყო თუ არა DDDD.gif
beshqena
nature,
მესმის რასაც ამბობ, მაგრამ არ გეთანხმები!
იქნებ კარგი ფირის აპარატი მაქვს და კარგი ციფრულიც მინდა?
ან იქნებ ნიკონი მაქვს და ქენონიც მინდა?
ფოტოს კი, მოგეხსენება ფოტოგრაფი იღებს და არა აპარატი, შესაბამისად, მილნიცითაც კი შეძლებ იმ იდეის წარმოჩენას, რაც გაქვს ჩაფიქრებული...
Clockwork Orange
ჩემო კარგო smile.gif
ხომ შეიძება ამ კონკურსის ორგანიზატორებს PR-ისთვის სჭირდებოდეთ ფოტოები? პლაკატები , Fლაიერები.... ამიტომ იდეაც და ხარისხიც შესაბამისი უნდა იყოს smile.gif


Added @ [mergetime]1211568812[/mergetime]
ასე მგონია მე smile.gif

მთავარია სურვილი და ყველაფერი გამოგივა, ყუთისგან რომ ააწყო აპარატი მაშინაც კი DDDD.gif
Sikvdila
nature,

QUOTE
მაინტერესებს თუ შეფასებისას რა კრიტერიუმებით იმოქმედებთ


http://www.boke.ge/forum/https://www.boke.ge/forum/index.php?showtopic=12083
QUOTE
16 ივნისს , საიტზე მოქმედი შეფასების სისტემის საშუალებით გამოვლინდება სამი გამარჯვებული (ყველაზე რეიტინგული ფოტოსურათის ავტორები)


კონკურსის პირობები ცნობილია და განხილვას არ ექვემდებარება. ვისაც აქვს სურვილი, მიიღებს მონაწილეობას. ვინც თვლის რომ ფოტოგრაფს ფოტოაპარატი არ უნდა აჩუქონ - შეუძლია არ იმონაწილეოს კონკურში. ეს ყველაფერი ნებაყოფლობითია და არანაირი ძალდატანება აქ არაა.
თემა იკეტება.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.