დაიბადა შეძლებულ ოჯახში ნიუ-იორკში. საზოგადო სკოლაში სწავლობდა 12 წლამდე, შემდეგ კი კერძო აკადემიაში შედის საშუალო განათლების მისაღებად. აკადემიაში ხელოვნების განყოფილება არ იყო და მის დაინტერესებას ხელოვნებით სკოლის გარე საქმიანობაში ჰობის სახით მისდევდა. ამავე პერიოდში გახდა ჯაზის დიდი თაყვანისმცემელი და ხშირად ესწრებოდა კონცერტებს აპოლოს თეატრში ჰარლემში. აქ იგი ხშირად ხატავდა მუსიკოსთა პორტრეტებს მათ ინსტრუმენტებთან ერთად. აკადემიის ბოლო წელს (1939) საზაფხულო ხელოვნების კურსებზე შედის ნიუ-იორკის ხელოვნების სტუდენტთა ლიგაში რეგინალდ მარშის ხელმძღვანელობით.
1940 წელს აკადემიის დასრულების შემდეგ ლიხტენშტეინი ნიუ-იორკს ტოვებს და ოჰაიოს საშტატო უნივერსიტეტში მიდის სახვითი ხელოვნების შესასწავლად. სწავლას სამი წლით წყვეტს მეორე მსოფლიო ომში გაწვევის გამო (1943-46). ომის შემდეგ ისევ ოჰაიოში ბრუნდება სწავლის გასაგრძელებლად, სადაც ერთ-ერთ მის მასწავლებელთაგანს (ჰოიტ შერმანი) მის შემდგომ ხელოვნებაზე უდიდესი გავლენა მოუხდენია. დამთავრების შემდეგ ლიხტენშტეინი უნივერსიტეტში რჩება მასწავლებლად - სამსახური, რომელზეც მომდევნო ათი წელი დარჩა. 1951 წელს შედგა მისი პირველი პერსონალური გამოფენა ნიუ-იორკის ერთ-ერთ გალერეაში.
1960 წელს ლიხტენშტეინი რატგერსის უნივერსიტეტში იწყებს მასწავლებლობას, სადაც მასზე გავლენას ახდენს ალან კაპროვი, ასევე უნივერსიტეტის მასწავლებელი. მისი პირველი ნამუშევარი ბლაგვკუთხა ფიგურებითა და ბენდეის წერტილებით იყო Look Mickey (1961, ეროვნული გალერეა, ვაშინგტონი). იმავე წელს მან შექმნა კიდევ ექვსი ნამუშევარი საღეჭი რეზინის შეფუთვისა და მულტფილმების გმირების მოტივებზე. 1961 წელს ლეო კასტელი იწყებს ლიხტენშტეინის ნამუშევრების გამოფენას მის გალერეაში ნიუ-იორკში, სადაც 1962 წელს ეწყობა მისი პირველი პერსონალური გამოფენაც; ამ გამოფენაზე წარმოდგენილი მთელი კოლექცია შეისყიდა ერთ-ერთმა იმ დროისთვის გავლენიანმა კოლექციონერმა. მზარდი პოპულარობისა და მატერიალური მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესების შედეგად ერთი წლის შემდეგ მხატვარი მასწავლებლობას წყვეტს და მთელ დროს შემოქმედებას უთმობს.
ზეთისა და მაგნა საღებავის გამოყენებით დახატულ მის საუკეთესო ნამუშევრებში, როგორიცაა Drowning Girl (1963, მომა, ნიუ-იორკი), გამოსახულია სქელი კონტურები, მკვეთრი ფერები და ბენდეის წერტილები ფოტოგრაფიული რეპროდუქციის შთაბეჭდილებას ტოვებს. მისი ნამუშევრების პირველად გამოფენისას მრავალი ხელოვნების კრიტიკოსი მის ნამუშევრებს ორიგინალურად აფასებდა, თუმცა ზოგადად ნაკლებად პოზიტიური კომენტარით.
მისი ყველაზე განთქმული სურათია Whaam! (1963, ტეიტ-მოდერნი, ლონდონი), ერთ-ერთ ყველაზე ადრეული პოპ-არტის ნიმუში, რომელზეც გამოსახულია მოიერიშე რეაქტიული თვითმფრინავი მჭახე წითელი და ყვითელი აფეთქებით. მულტიპლიკაციური სტილი ხაზგასმულია ონომატოპეური წარწერით WHAAM! და ჩარჩოში ჩასმული სუბტიტრით "I pressed the fire control... and ahead of me rockets blazed through the sky..." ("მე დავაჭირე საცეცხლე ღილაკს... და ჩემს წინ ჭურვები ცაში აელვარდნენ") ამ დიპტიქის მასშტაბი საკმაოდ დიდია 1.7 x 4.0 მ (5'7" x 13'4").
მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრების უმრავლესობა საკმაოდ მიახლოებული, თუმცა არა ზუსტი ასლია კომიქსების წიგნების სუბიექტების, თემა, რომელსაც მან 1965 წელს ზურგი აქცია. თუმცა დროდადრო ის მაინც უბრუნდება კომიქსებს მის გვიანდელ ნამუშევრებშიც. ეს პანოები თავდაპირველად დახატული იყო ნაკლებად ცნობილი მხატვრების მიერ, როგორიცაა რას ჰიზი, ტონი აბრუცო, ირვ ნოვიკი და ჯერი გრანდინეტი. მრავალი ამ მხატვართაგანი მას უჩიოდნენ და სხვისი ნამუშევრების პლაგიატს სწამებდნენ. მათ საპასუხოდ ლიხტენშტეინის ნეკროლოგში ჟურნალი ეკონომისტი წერდა: ეს მხატვრები "ვერ ამჩნევენ მთავარს როი ლიხტენშტეინის მიღწევაში: მისი იყო იდეა. დღევანდელი ხელოვნება, როგორც თავად უთქვამს, ჩვენს ირგვლივაა ყველგან."
გვიანდელ 70-იანებში მისი სტილი იცვლება უფრო სიურრეალური ნამუშევრებით, როგორიცაა Pow Wow (1979, Ludwig Forum für Internationale Kunst, აახენი). ნახატებთან ერთად მან სკულტურებიც შექმნა ლითონითა და პლასტმასით (მაგ. ლამპა, სენტ-მერი, ჯორჯია, 1978). მისი ნახატი Torpedo...Los! კრისტიზე გაიყიდა $5.5 მილიონ დოლარად 1989 წელს, იმ დროისთვის რეკორდული თანხა, რითაც ის სამ ცოხცხალ ხელოვანთა შორის მოხვდა, რომელთა ნამუშევრებმა ამგვარი თანხა მოიზიდა.
1995 წელს ლიხტენშტეინი დაჯილდოვდა კიოტოს პრემიით ინამორის ფონდის მიერ კიოტოში, იაპონია. 1996 წელს ვაშინგტონის ხელოვნების ეროვნული გალერეა მის ნამუშევრებთა უდიდესი მფლობელი გახდა, როდესაც მხატვარმა მას საკუთარი 154 ნამუშევარი და 2 წიგნი აჩუქა. საერთო ჯამში მისი 4500-მდე ნამუშევარი არსებობს.
ლიხტენშტეინი გარდაიცვალა 1997 წელს პნევმონიისგან ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში. სიცოცხლეში მან ორჯერ იქორწინა. პირველი ქორწინებიდან დარჩა ორი ვაჟი. მისი ბოლო ნამუშევარი იყო დრიმუორკს რეკორდსის ლოგო.
ჩემი საყვარელი ნამუშევარი

Added @ [mergetime]1199723916[/mergetime]

Added @ [mergetime]1199724051[/mergetime]

Added @ [mergetime]1199724342[/mergetime]
