ფოტოკლუბი ბოკე და ფუჯიფილმის წარმომადგენელი საქართველოში ანხორციელებენ ერთობლივ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ოქტომბრის თვეში ბოკეს ის ტოპ-30 ფოტო, რომელიც მოყვანილია ქვევით მოცემულ სქრინშოტში, დაიბეჭდება და გადაეცემა ფოტოს ავტორს უფასოდ!
ამისათვის, ფოტოს ავტორმა უნდა გაგზავნოს ფოტოს ორიგინალი (ანუ, დასაბეჭდი ვერსია მინიმუმ 2272x1704) არაუგვიანეს 9 ნოემბრისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: A-LESH-A @ yandex.ru (ადგილის გამოტოვების გარეშე, ანუ "პრობელების" გარეშე), მიუთითოს გზავნილში ბოკეზე რეგისტრირებული მომხმარებლის სახელი (ნიკი) და 12 ნოემბერს მიაკითხოს დაბეჭდილ ვერსიას შემდეგ მისამართზე: მარჯანიშვილის 26.
ფოტოებზე რეიტინგის დაგდებას ვინც ცდილობს, იმათ საყურადღებოდ. დაიბეჭდება ის ფოტოები, რომლებიც არის სკრინშოთზე. გარდა ამისა, ადმინისტრაცია ხედავს ასეთ მცდელობებს და მაგისი მაინც არ გერიდებათ ?
ფოტოებზე რეიტინგის დაგდებას ვინც ცდილობს, იმათ საყურადღებოდ. დაიბეჭდება ის ფოტოები, რომლებიც არის სკრინშოთზე. გარდა ამისა, ადმინისტრაცია ხედავს ასეთ მცდელობებს და მაგისი მაინც არ გერიდებათ ?
ადამიანი მაშინ კი არ არის ცოდო როცა მის მანკიერ თვისებას და ცუდ საქციელს სხვა ხედავს, მაშინ არის უფრო ცოდო როცა ეს მანკიერი თვისება და ცუდი საქციელი თვითონ აქვს გათვითცნობიერებული .
ახლა გამოვიდა სამი ტომი , დანარჩენი ორი მერე გამოვა. მაგრამ შეზღუდული ტირაჟითაა, 40 ცალი გამოვიდა. ბოროტი ენები ამბობენ სულ ახლობლებზე გაასაღაო მაგრამ არ დაიჯეროთ! შავი პიარია! პირდაპირ სტამბიდან დაიტაცეს!
Shota Megrelishvili, თქვენს მიერ დადებულ ლინკში ჩემი ფოტო შესულია, მაგრამ უკვე აღარ არის top30ში და დაიბეჭდება თუ არა მაინტერესებს.
P.S. არ მაქვს პრეტენზია იმაზე რომ ჩემი ფოტო საუკეთესოა, მაგრამ როცა 43 შეფასებით 4.97 აქვს ქულა და 1 შეფასებით 4.84 ჩამოდის მიმაჩნია რომ ასეთი ფაქტები უნდა დაისაჯოს. ეს ნიშანი რომ დაწერილიყო ფოტოს დადებიდან რამდენიმე დღეში არ მექნებოდა პრეტენზია რადგან 4.84იც ძალიან კარგი შეფასებაა, მაგრამ ქულის დაგდება მოხდა სპეციალურად მას შემდეგ რაც დასაბეჭდი 30ეული გამოქვეყნდა და დაუგდეს რეიტინგი არამარტო ჩემს, არამედ სხვა ფოტოებსაც და მაინტერესებს რა მოიმოქმედა ადმინისტრაციამ ან რა სადამსჯელო ღონისძიებებს გაატარებს მომავალში ამის აღმოსაფხვრელად.
tavadi, არის სურათები, რომლებიც მიუხედევად იმისა რომ საუკეთესოებშია შესული, ბევრს არ უნახია. და ეს ბუნებრივიც არის. მას შემდეგ, რაც გამოცხადდა ტოპ30, ბევრმა დაათვალიერა და შეაფასა ეგ ფოტოები. შესაბამისად, ზოგს მოემატა ქულა, ზოგს დააკლდა. ჩემი ფოტოც იყო ტოპ30-ში და ახლა აღარ არის, ამოვარდა. კიდევ ერთხელ: დაიბეჭდება ის ფოტოები, რომლებიც სკრინშოთზეა http://123.ge/uploads/1/15074.jpg
ეს გავიგე და ვნახე, მაგრამ არამარტო მე მგონი ყველას აინტერესებს რა ღონისძიება გატარდება მათ მიმართ ვინც გაბოროტებული და დაბოღმილი ჩამოუვლის ფოტოებს რეიტინგის დასაგდებად? შემოვალ წინადადებით ფაქტიურად ეს 30ეული არის კონკურსში გამარჯვებული და თუ არის შესაძლებელი ტექნიკურად გამოქვეყნებიდან დაბეჭდვამდე აიკრძალოს ამ ნამუშევრების შეფასება და ვეღარც რეიტინგს დაუგდებენ და არც არავის ექნება პრეტენზია არაფერზე.
tavadi, რეიტინგს დაგდებენ თუ არა მნიშვნელობა რა აქვს, ეს ფოტოები რომლებიც სკრინშოტზეა დაფიქსირდა როგორც წინა თვის საუკეტესო 30-ეული და ყველა შემთხვევაში დაიბეჭდება. ამიტომ რეიტინგზე მუშაობა, აწევა ან დაგდება ვერაფერს შეცვლის, შესაბამისად რეიტინგის ხელოვნურად დაწევას ან ამაღლებას აზრი ეკარგება.ეხლა რამდენიც არ უნდა აფასონ ეგ ფოტოები ამით ვერაფერს შეცვლიან, ყველა ფოტო დაიბეჭდება, მიუხედავად იმისა ამოვარდება თუ არა 30-ეულიდან.
Magdu, ეგ ყველაფერი გავიგე, მაგრამ "შემოვალ წინადადებით ფაქტიურად ეს 30ეული არის კონკურსში გამარჯვებული და თუ არის შესაძლებელი ტექნიკურად გამოქვეყნებიდან დაბეჭდვამდე აიკრძალოს ამ ნამუშევრების შეფასება და ვეღარც რეიტინგს დაუგდებენ და არც არავის ექნება პრეტენზია არაფერზე." ამაზე საუბარი რეალურია თუ არა?
tavadi, ზარბაზნიდან ბეღურებზე ნადირობას აქ ვერ მოვაწყობთ. ჩვენ გთავაზობთ პროექტს, თქვენ კი მასში მონაწილეობთ. იბეჭდება ის ფოტოები, რომლებიც სქრინშოტზეა და რეიტინგების გაყინვა ვერაფერს ვერ შეცვლის.
Sikvdila სიმართლე გითხრა მე რომ დავპოსტე 4.78 იყო/ მეორე : ტოპ30-ში მაგდენი ქულით ვერ შეხვალ და დაჟე დ/ფ-ც შეიძლება ვერ გახდეს... კიდევ იმას გეტყვი, რომ 37-ს რომ აქვს შეფასებული, 4.96 აქვს რეიტინგი ფოტოს 1 კაცს ძალიან გაუჭირდება მისი საშუალო შეფასების ასე დაგდება და თვალებში ნაცრის შეყრა არაა კაი საქმე. მე მაგ ფოტოებს მაინც ვერ დავბეჭდავ რადგან საქართველოში არ ვარ, მაგრამ ზოგადად ფაქტია არასასიამოვნო წერტილი