ე.ი. მაინტერსებს www.adorama.com_იდან ფოტოსაქონლის ჩამოტანა ჯერ შოპინგის არაფერი გამეგება და ამ ეტაპზე მაინტერესებს რა დამიჯდება სულ მთლიანად აი ეს http://www.adorama.com/INKD80.html?searchinfo=D80&item_no=4 სულ მთლიანად ანუ თავის, შოპინგიან, ტრანსპორტირებიან, განბაჟებიანად. ყველანაირად რომ დავრეგისტრირდე მაგ საიტზე და ბანკსი შოტიც გავხსნა. აქედან რომ შევუკვეთო რა დამიჯდება ეგ მაინტერესებს? აპარატიო აეროპორტში მოვა არა? და განბაჟება აუცილებელია? კიდევ მაქვს რაღაც ვარიანტი... ნიუ ჯერსში მყავს ახლობელი და მემგონი, რომ ჯობია იმან გამოიწეროს და მერე გამომიგზავნოს არა? ისა და... იმან როგორ უნდ აგამოგზავნოს? იუპიესით თუ დიეიჩელით? ვის გაქვთ გამოგზავნილი და რომლით ჯობია? და ადორამადან ვინმეს რამე ხომ არ დაკარგვია? სანდოა?
devil, ეგ ვიცოდი, მაგრამ მერე თქვეს რომ აღარ ჩამოაქვთო და დაიხურესო და მაგიტომ გავხსენი ტოპიკი. ე.ი. ფუნქციონირებს და რამე... ძალიან კარგი. მაშინ ესეთი კითხვა მექნება: ვის ჩამოუტანია ჩერეზ ბარამით და რა ჯდება სულ მთლიანად? ანუ ეს http://www.adorama.com/INKD80.html?searchinfo=D80&item_no=4 თუ ღირს $879.95 ამას დამემატება ამერიკული შოპინგის თანხა და კიდევ 25$ არა? სხვა ხარჯები არის რამე? განბაჟებაზე რა ხდება? და იქაური შოპინგი რა ჯდება მაგ კამერაზე როგორ გავიგო? არა მაქვს ეს პლასტიკური ბარათი და შოპინგისთაც არ მიშოპინგია კი დაურეკავ მაგ ბარამს, მაგრამ მანამდე თქვენი აზრი მაინტერესებს. ვის ჩამოგიტანიათ ბარამით და რამე პრობლემა ხომ არ შეგქმინათ?
SmartZoom, ადორამიდან მე 400D გამოვიწერე შარშან და ბარამით ჩამოვიტანე , მაშინ განბაჟება არ იყო . Gუშინწინ 17-40 L ჩამომივიდა განბაჟება არ გადამიხდია მარა მემგონი ჟობდა გადამეხადა იმის გამო რო UPS-ით გამოგზავნა უფრო მეტი დამიჯდა ...
ადორამიდან არა მარა ამაზონიდან შემიკვეთია რაღაცეები. ჩერეზ ბარამი წამოვიღე და არავითარი პრობლემა არ მქონია. ნუ ცოტა შიპინგი დააგვიანეს, სამაგიერობ 10$ ბონუსი მომცეს
ხოდა ისე ბარამის ოფისიც ნიუ ჯერსიშია როგორც მახსოვს. 25$ დაგჭირდება ბარამს რო მისცე და განბაჟება 18-19% - ძალიან ძვირია მე მგონი(( + შიპინგი სადღაც 10-15$
ისე ადორამა ამაზონი და ბჰ არის ზირითადი საიტები რომელსაც შეგიძლია ნაღდად ენდო. ამაზონზე არივისგან ცუდი არაფერი გამიგია - პირიქით 2 დღის დაგვიანების გამო აქეთ ბონუსები მაჩუქეს.
ადორამა სერიოზული ტორმუზია გადახდის დროს/ ჩემი თანამშრომელი გადააყოლეს. ჯერ ბარათის იდენტიფიკაცია მოითხოვეს. მერე მოხსნეს თანხა მაგრამ არ მიიღეს, სადღაც ჰაერშია გაჭედილი. თან დაბლოკილია. ეხლა ითხოვენ გადარიცხვით გადაიხადეთო, არადა ის თანხა ბარათზე გაყინული აქვთ. მოკლედ დურდომ : )
თუ შტატებში Adorama-დან ყიდულობთ, მაშინ გირჩევთ მის ნაცვლად B&H-თან დაიჭიროთ საქმე. 100% ებრაული ბიზნესია და ეს უკვე ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. საოცრად ზრდილობიანი ხალხი. თავის საქმის უზადოდ მცოდნე. რაიმე პრობლემა თუ შეგექმნებათ, თავს მოიკლავენ და გამოასწორებენ და თან 1000 ბოდიშს მოგიხდიან!
და ამ განბაჟებაზე კიდევ ნუ ხსნით 100 სხვადასხვა თემას! უკვე 2 თუ 3 საკმაოდ ვრცელი თემა არსებობს ბოკეზე და ისინი გადაიკითხეთ!!!
Gუშინწინ 17-40 L ჩამომივიდა განბაჟება არ გადამიხდია მარა მემგონი ჟობდა გადამეხადა იმის გამო რო UPS-ით გამოგზავნა უფრო მეტი დამიჯდა ...
ეს ხელახლა და ცოტა ვრცლად თუ შეიძლება
ანუ UPS-ით რომ გამოიგზავნე დღგ არ გადაგიხდია??? და მეც რომ UPS-ით ჩამოვიტანო დღგ-ს არ გადავიხდი? Added @ TABASCO, მე მაპატიეთ, ასეთი რამე იმ თემებში არ დაუწერიათ
ადორამა - 17-40, რუკზაკი და 2 ფილტრი - 996$ -კანადაში გაგზავნა +46$ , კანადის განბაჟება +40$ , კანადიდან თბილისში გამოგზავნა UPS-ით 250$ (მარა რათ უნდოდა ყველაზე ძვირიანი UPS-ი ეგ არ ვიცი , 2 დღეში თბილისში იყო ) ამანათს ეწერა - used camera lens- 50$ da bag -50$... ვოტ ი ვსიო ... კოლოფი და პასპორტები კანადაში დარჩა
მე როგორც მივხვდი UPS-ს უბრალოდ to door delivery აქვს, აეროპორტში განბაჟებაზე სირბილი არ გიწევს, თორემ გადახდით ყველაფერსაც იხდი. უბრალოდ ფოსტას უხდი და ისინი გიგვარებენ ყველაფერს რა. როგორც მახსოვს ამაზე ბოლოს გახსნილ თემაში იყო საუბარი, შენ იყავი თუ რომელიმე სხვა არა საქართველოში მცხოვრები წერდა, დაილოცოს აქაური სერვისი, განბაჟების თანხა ემატება ფოსტის მომსახურების თანხასო და სადაც გინდა პირდაპირ იქ მოაქვთ ამანათიო.
პ.ს. მგონი გასაგებად ავხსენი რისი თქმაც მინდოდა, ხო? Added @
QUOTE(ARxIMoND @ Jul 25 2007, 13:59)
ამანათს ეწერა - used camera lens- 50$ da bag -50$... ვოტ ი ვსიო ... კოლოფი და პასპორტები კანადაში დარჩა
აბა ეგ არც ექვემდებარება განბაჟებას ხო? 300 ლარზე ნაკლები ღირებულებაა და
ხო, მე ვამბობდი მაგას! ინგლისში ფოსტა გატყობინებს რა ოდენობის ბაჟია გადასახდელი ამანათზე და ფოსტას უხდი ყველაფერს და მერე თვითონ იციან იმ თანხას რა მოუხერხონ! თუ საქართველოში UPS ასე მუშაობს, ხომ კარგი - უბრალოდ კომფორტული იქნება ბაჟის გადახდა და არ მოგიწევთ აფრიკაში და აეროპორტში სირბილი. თორემ, სხვა მხრივ განსხვავება არ არის. ის რაც გადასახდელია, მაინც ვერ აცდებით! ვერააააა!
არხიმონდის შეტყობინებას ცოტა გაუგებრობა მოყვება ეხლა... არხიმონდს UPS-ით პირდაპირ დილერი კომპანიისგან არ მიუღია ამანათი და ამიტომაც არ მოუწია ბაჟის გადახდა. Added @ Grigolly, ოფიციალური დილერი ყალბ ანგარიშფაქტურას არ გაგიკეთებს.
Grigolly, მაინც კაი ძვირი დაუჯდა ხო ნახე. დაჟე უფრო ძვირი ვიდრე ჩერეზ "ბარამი". ნუ იქ კიდე რაღაცეები დაემატება ალბათ ჩვენ საბაჟოზე ფიქსირებული გადასახადების სახით.