დღეს შემთხვევით ვნახე რეპორტაჟი ამ ბავშვთა სახლზე, ნიამორის პირველივე ფილმი იყო 10 წუთიანი.
არანაირი პარკეტი, შუშები, გაყვანილობა, ჰიგიენის საშუალებები.. არ მოსწონთ ჰუმანიტარული საკვები, ოჯახური სადილი ურჩევნიათო. ბავშვები 15 მდე ვნახე, საშუალოდ 9-10წლისები, დანარჩენები არ ვიცი (საახალწლოდ მშობლებმა წაიყვანესო).
იქნებ ფულის შეგროვების შემდეგ გავითვალისწინოთ ესენი. ისეთი პირობებია, ჩემს წიგნებს რა თავში იხლიან თქო ვფიქრობ, მარა, მაინც საჭიროა სულიერი საკვებიც ჩემი აზრით
მოკლედ გვერდში მიგულეთ, ახლა მით უმეტეს როცა ვნახე რეპორტაჟი საკუთარი თვალებით..
მე პირადად სიამოვნებით ვიცხოვრებდი მათთან ერთად რამდენიმე დღე... იქნებ გავარკვიოთ... და ცოტა ხანი გვერდში ამოვუდგეთ... სწავლაზე მიხმარება იქნება ეს თუ სხვა რამე... თან უფრო დავუახლოვდებით და უფრო გავითავისებთ მათ გასაჭირს
მეგობრებო, ყველას დიდ მადლობას ვუხდი ვინც უკვე გადმომცა ამანათი პატარებისთვის, იმის გამო რომ ჯერ ჯერობით ბევრი ვერაფერი ვერ შეგროვდა, აქცია 1 კვირით გადავდეთ და 11 ში ავალთ პატარებთან. ვიმედოვნებ რომ მანამდე ბევრი თქვენგანი შემეხმიანება და გაახარებს პატარებს. რაც შეეხება იქ ასვლას და პატარებთან ცხოვრებას, ეს გამორიცხულია, იმიტომ რომ პატარები შეგვეჩვევიან და შემდეგ მათ გაუჭირდებათ ჩვენთან განშორება. ჩემი თხოვნა იქნება რომ ჯერ ეს აქცია ვაჩუქოთ პატარებს და შემდგომ შეიძლება კიდევ რაიმე ღონისძიების დაგეგმვა. ასე რომ ბავშვები გელიან
roina ეს არის სავარაუდო ჩამონათვალი და ასევე თანხა, ვინ რამდენსაც შეძლებს...
QUOTE(Nina Minzoni @ Feb 15 2007, 12:36)
მეგობრებო ბავშვებს სჭირდებათ პროდუკტების და თბილი ტანსაცმელის გარდა, საქსოვი ჩხირები,ძაფები, საქარგი ძაფები, სახატავი რვეულები, საღებავები, ფუნჯები. ასე რომ ამანათის გამზადების დროს იქნებ ეს ნივთებიც მოაგროვოთ. დაახლოებით 40 ბავშვია, 5 დან 16 წლამდე.
მეგობრებო მივდივართ შაბათს, ვისაც ამანათის გადმოცემა გინდათ პმ -ში მომწერეთ. დრო ცოტა დარჩა. რაც შეეხება წამოსვლას, ადგილები არაა. ასე რომ გელით. დიდი მადლობა ყველას
მოკლედ ბოკელებო ხვალ მივდივართ პატარებთან. საკმაოდ დიდი ამანათით, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას , ვინც გაიზიარა პატარების ტკივილი და მხარში ამოგვიდგა. გაიხარეთ, ძალიან კარგები ხართ.