ას წელზე მეტი გავიდა ალ. როინაშვილის გარდაცვალებიდან. მისმა თანამედროვეებმა კარგად იცოდნენ თუ ვინ გამოაკლდა საზოგადოებას. ილია ჭავჭავაძე “ივერია”-ში წერდა:
“ალექსანდრე როინაშვილი მოუკვდა თავის ერს, მოუკვდა ქართველობას, რომლის ბედი და უბედურება თავის საკუთარ ბედად და უბედობად გაიხადა და ამის გარე სხვა საგანი აღარ ჰქონდა”.
ეს სიტყვები ეხებოდა გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში დუშეთიდან თბილისში ჩამოსულ გლეხის ბიჭს, რომელიც მიაბარეს ფოტოგრაფ თ. ხლამოვს მოწაფედ. სწორედ თ. ხლამოვის ფოტოსახელოსნოს მხატვრულ ატმოსფეროში ყალიბდებოდა ალ. როინაშვილი - მხატვარი, პირველი ქართველი პროფესიონალი ფოტოგრაფი, რომელმაც გახსნა საკუთარი ფოტოსახელოსნო 1875 წელს თბილისის ცენტრში, სასახლის ქუჩაზე.
ალექსანდრე როინაშვილი
ალექსანდრე როინაშვილი და მისი მოსწავლეები
ერივანსკის ქუჩა. მისი ფოტოსტუდია
მისი ნამუშევრები და მასთან დაკავშირებული სურათები:
riko, ეს ვასილ როინაშვილის გადაღებულია Added @ Nino Tabutsadze, არვიცი არც მე ....ისე აქ არის კიდევ სურათები და ნახე აბა შეიძლება აქ იყოს სახელი http://thm.art.ge/a_roinashvili/index.html