BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
4 გვერდი  1 2 3 > »  
Closed TopicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> ღვინის ფესტივალი 2006, სიღნაღი, 28/10/2006

| |
be_qa
post Oct 30 2006, 21:59
#1 
be_qa

Amateur Amateur
30,001


user posted image

კახეთში პირველად მოვხვდი წელს, მეგზურიც შესანიშნავი გვახლდა და რომ არა chalata- დღეს ვერც ამ რეპორტაჯს ვერ იხილავდით და შეიძლება კახეთამდე ჩასვლა ვერც მოგვეხერხებინაsmile.gif


ზუსტად დილის 9 საათზე სპორტის სასახლესთან ვიყავი, მთელი გზა ვჩქარობდი მეგონა ვაგვიანებდი, რადგან როგორც ვიცოდი 9-ზე გავდიოდით, ღვინის ფესტივალი კახეთში კი 11-ზე იწყებოდა და გახნისთვის უნდა ჩაგვესწრო, მაგრამ...

მაგრამ იქ მისულს არჩიგიოს მეტი არავინ დამხვდა, ნელ-ნელა ვგროვდებოდით, და დაახლოებით 10 საათისთვის თითქმის ყველანი მოვგროვდით, მაგრამ ახლა აღმოჩნდა რომ მარშუტკის მძღოლი სადღაც დაკარგულიყო და აღარ ჩანდაDDDD.gif როგორც იქნა ნახევარ საათიანი ლოდინის შემდეგ მოვიდა, chalata-ა თავის მანქანით მოდიოდა შესაბამისად 17 კაცი მარშუტკაში და მანქანაში გადავნაწილდით და კახეთისკენ გზას გავუდექით...


თავიდანვე ჩანდა რომ მარშუტკა ძალიან ნელა მოდიოდა და ისედაც დაგვიანებულები კიდევ უფრო ვაგვიანებდით, მძღოლი კი აჩქარებას არც აპირებდა, ნელა სიარულით ძალიან დავიღალეთ და გადავწყვიტეთ მარშუტკისთვის გადაგვესწრო და სადაც საინტერესო ადგილს ვნახავდით გადასაღებს იქ შევრჩერებულიყავით გადაგვეღო, და შემდეგ გზა გაგვეგრძელებინა...

პირველად რომელ სოფელში შევჩერდით აღარ მახსოვს, ამინდი იყო საკმაოდ ცუდი, ღრუბლიანიsad.gif



რამოდენიმე კადრი გადავიღე, რომელიც რეპორტაჟისთვისაც არ გამოდგება მგონიsmile.gif

user posted image

ეს ხე მინდორში განმარტოებით იდგა, მის გადასაღებად შევრჩერდითsmile.gif
სანდრიკომ კი დადო უკვე გალერაშიც http://www.boke.ge/forum/?img=26385


user posted image

აქ კი უკვე ლია უღებს შოთასsmile.gif

user posted image

ესეც იქაური მაცხოვრებელი, რომელმაც გულითადად შემოგვთავაზა იმ დილას დაკრეფილ სოკო, თუმცა თვითონაც ვერ არჩევდა შხამიანი იყო თუ არაlol.gif
user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
be_qa
post Oct 30 2006, 22:15
#2 
be_qa

Amateur Amateur
30,001


რამოდენიმე ადგილას გზიდან გადავუხვიეთ და გადასაღებად შევრჩერდით, როგორც შემდეგ აღმოჩნდა მარშუტკას საკმაოდ გადაესწრო ჩვენთვის, და ცოტა სისწრაფეს მოვუმატეთ რომ დავწეოდით, მაგრამ ჩვენი მარშუტკა ამ დღეში აღმოვაჩინეთ შუა გზაზეDDDD.gif
user posted image


ნამეტანი ხიფათიანი მარშუტკის მძღოლი გვყავდა, ჯერ შუა გზაში რაღაც ჩამოძვრა, მერე კიდე ვითომ გასაკეთებლად შეძვრა ქვეშ და მარშუტკა დაუგორდა, კიდევ კარგი გამოძრომა მოასწრო თორემ რამოდენიმე წამიც და ზედ გადაუვლიდაsad.gif

აქ უკვე ჭიპო აწვება მარშუტკას, მარტოდმარტოDDDD.gif


user posted image

სანამ მარშუტკას ვეძებდით:

შოთა და ლია გადასაღებად გაიქცნენDDDD.gif


user posted image


აქ კი უკვე ლია უღებს შოთას, ეს კადრი გალერეაში დევს უკვე... მგონი ლია ერთ-ერთი ყველაზე მონდომებული იყო ვინც იმ დგეს ფოტოებს იღებდა, დანარჩენებს რა საერთო გვაქვს ფოტოგრაფიასთან, ხანდახან მართლა ვერ ვხვდებიlol.gif

user posted image


აქ უკვე უსაქმურობისგან ყველაფერს ვუღებდი და ბარემ ესეც გადავიღეDDDD.gif
user posted image


ესეც chalata- თავის აპარატითsmile.gif მისი დახმარებით მოვახერხეთ მარშუტკის ნახევარ სააათში მოძებნდა და გზის გაგრძელება, თუარადა სულ მცირე ალბათ 2 საათის ლოდინი მაინც მოგვიწევდა და მგონი ვერც ფესტივალს ჩავუსწრებდითsad.gif

user posted image


ჩავედით სიღნაღში, მოძრაობა შეზღუდული იყო და გაჩერება მოგვიწია, დანარჩენი გზა ფეხით განვაგრძეთ:
user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
be_qa
post Oct 30 2006, 22:30
#3 
be_qa

Amateur Amateur
30,001


ულამაზესი ადგილია სიღნაღი, იმ დღეს განსაკუთრებით ლამაზი იყო..... ჩვენი ყურადღება პირველმა ამ აბრამ მიიპყრო რომელიც ფესტივალის შესასვლელში ეკიდა:

user posted image


საკმაოდ დაგვევგვიანა, ფესტივალი როგორც ჩანდა უკვე კარგახნის გახსნილი იყო, ეს კახელი გლეხები შესასვლელშივე იდგნენ:

user posted image

ხალხი იმაზე მეტი დამხვდა ვიდრე წარმომედგინა, ჩამოსული სტუმრებიც ბევრნი იყვნენ, გავლა ჭირდა იმდენი ხალხი იყო:
user posted image

-----
user posted image


ღვინის ფესტივალი იყო და შესაბამისად ღვინის კომპანიებსაც წარმოდგენილი ჰქონდათ თავიანთი პროდუქცია, აგერ "თელიანი ველიც"

user posted image

მრავლად იყო ღონისძიებები, ასე რომ სანახავი ნამდვილად ბევრი გვქონდა, გზა განვგრძეთ სადაც რუსი მომღერალი ბებიები ვნახეთDDDD.gif არაფრით ჩამოუვარდებოდნენ ქართული ესტრადის ვარსკვლავებს.

user posted image

ეს ბავშვებიც საკმაოდ კარგად მღეროდნენ:

user posted image

ესეც მამუკა, არჩიგიოს კურსელი რამდენადაც მახსოვს:
user posted image

ესეც არჩიგიო chalata- და ჩვენი ძმაDDDD.gif
user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
be_qa
post Oct 30 2006, 22:42
#4 
be_qa

Amateur Amateur
30,001


გზა განვაგრძეთ, ზევით ხალხის რაოდენობამ უფრო იმატა:
user posted image

ესეც პეტრე ცისკარიშვილი საკმაოდ ბევრი ასვეს რამდენადაც მახსოვს, ირგვლივ იმდენი ხალხი იყო კამერასთან ერთად გადამიარეს რამისDDDD.gif
user posted image

ესეც მეეტლე ცხენებით, იმედი მქონდა რომ სადმე ვირსაც ვნახავდი, მაგრამ არსად შემხვედრია მგონი ვირი კახეთშიც იშვიათობა გახდა, ჰო ძალიან მაინტერესებს კიდე ეს მეეტვლე აქედან გასვლას როგორ აპირებდა, გარშემო იმდენი ხალხი იყო რომ, მეეჭვება მოეხერხებინა.

user posted image

ძალიან მოშივდა როგორც ჩანს, ან პამიდორს უწევს რეკლამას...

user posted image

უფრო ზევით გადავინაცვლეთ, მომდევნო ქუჩებზე უკვე სხვადასხვა ღონისძიებები იმართებოდა.

პირველი სადაც მივედით ჭიდაობა იყო, ესეც კადრებიsmile.gif


user posted image

---
user posted image


ცუდი გადასაღები იყო, ახლოს მისვლა ძლივს მოვახერხე...
user posted image

---

user posted image

---

user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
be_qa
post Oct 30 2006, 22:54
#5 
be_qa

Amateur Amateur
30,001


გზა განვაგრძეთ და კონცერტამდეც მივედით, ცეკვის კადრები მგონი ყველა მხრიდან არის გადაღებული.
user posted image

---

user posted image

----

user posted image

---

user posted image


ამას რას ეძახიან კახელები არ ვიციsad.gif
user posted image


ამათ ყველა ურებდა და მეც გადავურე რამექნა, ისე არ გამოდიოდაDDDD.gif

user posted image

ესეც ცეკვის კადრები კიდევ...

user posted image

---

user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
be_qa
post Oct 30 2006, 23:05
#6 
be_qa

Amateur Amateur
30,001


ამასობაში უკვე საკმაო დრო გავიდა და გადავწყვიტეთ, სიღნაღის გალავანი გვენახა და უკან გამოვბრუნდით, ყველაზე ბოლო მოვდიოდი ვინმე რომ არ ჩამოგვრჩენოდა და გზადაგზა ხალხს ვაგროვებდიsmile.gif



ჰო აი აქ კი კახელებმა გამოგვიჭირეს, და იმდენი გვასვეს რომDDDD.gif საკმაოდ დიდი ფიალები ქონდათ, როგორც მახსოვს 5-მდე დავლიე, ვიხვეწებოდი მივდივართ გვეჩქარება თქო მარა ვის ესმოდა ჩვენი რომ, სანამ კახელების სადღეგრძელო არ დამალევინეს სამჯერ იქამდე არ მომეშვნენ, სამაგიეროდ ჩვენც უკვე საკმაოდ დამშეულები ვიყავით და გადავუჭამეთ მოურიდებლად იქაურობაDDDD.gif

ესეც ის ხალხი..

user posted image

ესენი მგონი ჩვენ გველოდებოდნენ , იმდენი გვასვეს აღარც მახსოვს უკვეsmile.gif
user posted image

მწვადებს თითქმის ყველა კუთხეში წვავდნენ მაგრამ ყველგან დაკავებული იყო, საკმაოდ მოგვშივდა და რამოდენიმე კაცი გზად კიდევ ერთ სუფრას შევუერთდით საჭმელადDDDD.gif
დანარჩენები ამ დროს უკვე მარშუტკასთან გველოდებოდნენsmile.gif


user posted image

---
user posted image

გზა სიღნაღის გალავნის სანახავად განვაგრძეთ...
user posted image

აგერ ფანტაზია აპარატით, თუმცა გადასაღები ბევრი არც არაფერი იყოsad.gif
user posted image


გალავანზე ჩვენი პრეზიდენტიც, თან ლია უღებს ფოტოებს
user posted image

---
user posted image


ეს ცხენოსნებიც გალავანთან შეგვხვდნენsmile.gif

user posted image

არჩიგიო და არხიმონდი, მოკლედ არქიტექტორები არ გვაკლია ბოკეზე.
user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
be_qa
post Oct 30 2006, 23:16
#7 
be_qa

Amateur Amateur
30,001


აქ გადაღება გადავწყვიტე და კონკურენტებიც უცებ გამომიჩდნენlol.gif
user posted image

აქაც ჭიპო უნდა მოჩანდეს DDDD.gif

user posted image


თუმცა ისეთებიც აღმოჩნდნენ ვისაც გამოჩენა არ უნდოდა:
user posted image

ესეც ისევ ლია:
user posted image

როგორც აღმოჩნდა ყველას ძალიან მოგვშიებოდა, და საჭმელად გავემართეთ, მაგრამ მანამდე გზად ბოდბის მონასტერში შევიარეთ:
user posted image


აქ უკვე მონასტრის ეზოში ვცდილობ გადაღებას, ეკლესიის სურათები მე არ გადამიღია და იმედია სხვები დადებენ.
user posted image

რესტორნამდე გზად კიდევ ერთხელ შევჩერდით, ნატვრის ხესთან მოვინდომეთ ჩასვლა, რომელიც მეორე ფორაზე მოცანდა თუმცა სულ 4 კაცი ცავედით, დანარჩენს უკვე იმდენად შიოდათ, რომ ყველაფერი ეზარებოდათ.
user posted image

---

user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
be_qa
post Oct 30 2006, 23:28
#8 
be_qa

Amateur Amateur
30,001


ეს უკვე ყველაზე საინტერესო სანახავია, დამშეული 17 ბოკლელიlol.gif

აგერ გიოს ერთი პამიდრო იშოვა, მაგრამ ვინ აცალა ჭამა ორი ხელი გამოჩნდა იმწამსვე წასართმევადDDDD.gif


user posted image

შიათ, მაგრამ არ იმჩნევენDDDD.gif

user posted image

----

lol.gif
user posted image





ვსო დანარჩენი თქვენ დაამატეთsmile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Tamuna Bulia
post Oct 31 2006, 00:11
#9 

Amateur Amateur
4,675


ძალიან კარგი და საინტერესო რეპორტაჟია ბექა,ყოჩაღ! bravo.gif
ალბათ ყველაზე მაგარი გასვლა იყოsmile.gif

sad.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
be_qa
post Oct 31 2006, 12:44
#10 
be_qa

Amateur Amateur
30,001


Tamuna Bulia,
სულ მასე გავიძახი, ყველაზე მაგარი იყო თქო, წინაზეც მასე ვთქვი, მაგრამ ამან ბევრად აჯობა, ჰოდა ამიტომაც ხმას აღარ ვიღებ, მომდევნო ალბათ უკეთესი იქნებაsmile.gif

მართლა ბევრი დაკარგეთ ვინც ვერ წამოხვედითsmile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Linda
post Oct 31 2006, 13:00
#11 

Amateur Amateur
2,339


კარგი რეპორტაჟია!!!1

მართლა მაგარი გასვლა იყო,ძალიან ვისიამოვნე smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Ever Dream
post Oct 31 2006, 13:08
#12 

Amateur Amateur
8,857


http://images.ge/uploads/cff6dd2c40.jpg - ვა ეს ის კაცია სიღნაღში რომ იჯდა ორცხენზე შებმულ ურემზე და სიგარეტს აბოლებდა DDDD.gif
http://images.ge/uploads/cacbd4f3c5.jpg - ეს ანუ
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika
post Oct 31 2006, 13:09
#13 
Club Founder

Administration Administration
8,485


ვაა "კარვის" სასტავიც გინახავთ თურმე DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
pantazia
post Oct 31 2006, 13:09
#14 

Photographer Photographer
1,850


მოლოდეც, მშვენიერი რეპორტაჟია.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
be_qa
post Oct 31 2006, 13:12
#15 
be_qa

Amateur Amateur
30,001


Ever Dream,

ჰო ეგააა, მიდი ბარემ ფოტოებიც დადეთ...








[B]ისე რეპორტაჯი რეპორტჟიო რო გაჰყვირიხართ ბოლო ხმაზე ხოლმე, რეპორტაჯი კაია მარა ფოტოების მოცემა აარავის გინდათ ხოლმე angry.gif [/B]
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Oct 31 2006, 13:14
#16 
Unregistered





აუუუუუუუუუ რა მაგარი საფოტოე ადგილები იყოოოოოოოოოოო
და ძლივს რეპორტაჟიც კარგია და არა გადავსებული სინგლ-ფოტოებით DDDD.gif

რატო ვერ წამოვედიიიიიიიიიიიი cry.gif cry.gif cry.gif

http://images.ge/uploads/349e7b5199.jpg ეს კაი ფოტოა

არხიმონდი რა საყვარელია DDDD.gif
ბექა გასუქებულა მგონი და უხდება



ხალხო, ამ გასვლიდან რომ კაი ფოტოები არ დადოთ ბოკეზე, ვერ გადამირჩებით gcem1.gif DDDD.gif
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
Ever Dream
post Oct 31 2006, 13:14
#17 

Amateur Amateur
8,857


be_qa
tongue.gif tongue.gif tongue.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
be_qa
post Oct 31 2006, 13:26
#18 
be_qa

Amateur Amateur
30,001


e.k.a.t.e.r.i.n.a,

რათ არ წამოხვედი მერე აბა tongue.gif

რეპორტაჯისთვის არ მაძლევენ ფოტოებს დაგალერეისთვის გაიმეტებენDDDD.gif

ჰო რაც შეეხება რეპორტაჯს, ნელ-ნელა ვიხვეწებით და უკეთესობისკენ მივდივართsmile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Ever Dream
post Oct 31 2006, 13:30
#19 

Amateur Amateur
8,857


ე.ი. ეს კაცი, ჩასისხლიანებული თვალებით არის ადგილობრივი მოსახლე, რომელიც თავისი აზრით დაგვეხმარა, როცა მარშრუტკა გაფუჭდა..
ისე ზალიან შეცუხებული კი იყო, ეტყობა მართლა განცადა ჩვენი თავს დატეხილი უსიამოვნება DDDD.gif
ისე ამდენი ფოტოები ერთი კაცისთვის მგონი ჯერ არ გადაუღიათ..როგორ არ გვირტყა ის კამერები თავში, მიკვირს DDDD.gif
user posted image

ეეეჰ, როგორ შიოდათ, და არამარტო მათ, ჩემს ზენიტსაც ისე მოშივდა,რომ პამიდორის წითელს ვეღარ გაუძლო DDDD.gif
user posted image

ე.ი. ციფრულში რაღაც ძალიან უცნაური ფერები აღმოაჩინა..ალაგ - შავთეთრი, ალაგ - მწვანე და ყვითელი, ხოდა ეხლა წითელ ვარდზე ატარებს ექსპერიმენტებს DDDD.gif
user posted image
Added @
რა იცის, რამდენი კადრი გამოტოვა სანამ სმს-ობდა DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif (არადა ამ აცს გვერდით მაგარი ნაცნობი სახე აქვს unsure.gif )
user posted image

არქიტექტორები ყველა ქვეყნისა შეერთდნენ.. და უხარიათ DDDD.gif
user posted image

მაგ გალავანზე თუ რაცაა, თვითონ ავიდნენ..მე კი არ ამიყვანეს..არადა როგორ მინდოდა sad.gif
user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LUKIKO
post Oct 31 2006, 13:35
#20 

Amateur+ Amateur+
10,859


კარგები ხართ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! gavcitldi2.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Oct 31 2006, 13:36
#21 
Unregistered





be_qa,
QUOTE
e.k.a.t.e.r.i.n.a,

რათ არ წამოხვედი მერე აბა 

რეპორტაჯისთვის არ მაძლევენ ფოტოებს დაგალერეისთვის გაიმეტებენ

ჰო რაც შეეხება რეპორტაჯს, ნელ-ნელა ვიხვეწებით და უკეთესობისკენ მივდივართ


იმედია გალერეისთვის ინახავენ და ამიტომ ვერ გაიმეტეს რეპორტაჟისთვის


არა მართლა დანაშაულია აქ რომ კარგი ფოტოები არ გადაგეღოთ

აუუუუუუ თან სლაიდი მქონდა მომზადებულიიიიიიიიიიი cry.gif
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
be_qa
post Oct 31 2006, 13:36
#22 
be_qa

Amateur Amateur
30,001


ამას მაგთი აქ თუ ჯეოსელი?DDDD.gif
http://images.ge/uploads/6576251b9e.jpg
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Ever Dream
post Oct 31 2006, 13:39
#23 

Amateur Amateur
8,857


ჩე-გევარა არ მომკვდარა..ის ცოცხალია ჩვენს გულებში DDDD.gif
user posted image

ჰმ..რაღაც არამგონია კარგი რეპორტაჟი გამოუვიდეს lol.gif lol.gif lol.gif
user posted image


Added @
დიდები რომ მორჩნენ პატარებმა დაიცყეს ჭიდაობა..ესენი უფრო საყვარლები იყვნენ DDDD.gif
user posted image

უკანა ფონზე ყველა თავისთვის უბერავს lol.gif
user posted image

smile_.gif smile_.gif cry.gif cry.gif (უკომენტაროდ)
user posted image

Added @
be_qa, lol.gif lol.gif lol.gif კოგდა კაკ lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
be_qa
post Oct 31 2006, 13:50
#24 
be_qa

Amateur Amateur
30,001


Ever Dream,
შოთას ესმოდეს ეხლა lol.gif

კაი ფოტოებია, მარა მაგენმა არ გაჭამეს თქვენ?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Ever Dream
post Oct 31 2006, 13:51
#25 

Amateur Amateur
8,857


ინტერესი დიდია! DDDD.gif
user posted image

ინტერესი დიდია! lol.gif
user posted image

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
paatavar
post Oct 31 2006, 13:52
#26 

Photographer Photographer
3,606


კაი დრო გიტარებიათ, საღოლ
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Ever Dream
post Oct 31 2006, 13:52
#27 

Amateur Amateur
8,857


be_qa, არა რა გვაჭამეს.. cry.gif cry.gif cry.gif ჩვენ ვის ვახსოვდით cry.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
be_qa
post Oct 31 2006, 13:54
#28 
be_qa

Amateur Amateur
30,001


Ever Dream,

აბა ჩვენ როგორ ვჭამეთDDDD.gif უკანა გზაზე რომ ჩამოვდიოდით, მგონი ყველა რაღაცას გვაწვდიდა, ამიტოა კაი ბოლო სიარულიDDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Ever Dream
post Oct 31 2006, 13:55
#29 

Amateur Amateur
8,857


be_qa, ეგ მაშინ გეთქვა..ჩუმად ჩამოგვრჩნენ და იგულავეს კარგად gcem1.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
chalata
post Oct 31 2006, 13:57
#30 

Master Master
5,961


კარგი რეპორტაჟი გამოსულა
საღოლ ბექას
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Closed TopicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 17th June 2025 - 21:26

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'