მაშ ასე. დილიდან ადრე წავედით ქუთაისისკენ. მიახლოებით 11 საათზე ადგილზე ვიყავით. იქ დაგვხდა აპაჩი. მის ქუჩაზე ჩვენი ჩამოსვლის ამბის გაგების შემდეგ ასფალტს აგებდნენ მაგრამ ვერ მოასწრეს. მარა ეგ არაფერი ვაპატიებთ. ქუთაისიდან გავემართეთ ჯერ მოწამეთაზე
ყველაფერი ულამაზესი იყო მარა გადასაღებად უვარგისი დრო იყო. მოწამეთას ნახვის შემდეგ იქვე ჩრდილში პატარა სკამზე დავჯექით მარა ვინ გაცლის დასვენებას.
"Хозяин, а может быть этот колор?"
ჩვენი ჩასვლით გახარებული გუჯა. მაგაზე ბედნიერი კაცი ამქვეყნად არ დადიოდა.
გავაგრძელოთ. მოწამეთადან გადავწვიტეთ მიუხედავად საშიენლი განათებისა, მაინც წავსულიყავით გელათზე. აბა გელათის ნახვის გარეშე როგორ შეიძლებოდა. გზად წყაროსთან პატარა ნაკადული აღმოვაჩინეთ და აი აქ დაიწყო მისი გადაღების პროცესი რომელმაც ლამის 1 საათი გასტანა.
მაგდუ ხელმძღვანელობს ამ ყველაფერს
ბოლოს ვიღაც ქალი მოვიდა და გაოგნებული გვიყურებდა. რაღაც უცნაური ტერმინიც გვითხრა მარა ვერ გავიგეთ.
სანამ ბაგრატზე ავიდოდით მივედით "ფოტო ილო" მუზეუმში. აქ გუჯა გამოიჭირეს და პატარა ინტერვიუ ჩაწერეს.
ასეთ წარწერას სხვაგან ალბათ ვერ ნახავთ
აქვე ცენტრალურ ბაღში გავსერინეთ და ქუთაისური კოლორიტები გადავიღეთ
შემდეგი გაჩერება - ბაგრატის ტაძარი. მე პირადად გული იმდენად გახეთქვაზე მქონდა რომ არცერთი სურათი ტაძარს არ გადავუღე. აქ გაირკვა რომ ეკატერინეს სიმაღლის ეშინია და ქვევით ჩამოსვლა მას კლუბის პრეზიდენტის დახმარების გარეშე გაუჭირდებოდა.
შემდეგ გავიარეთ ქუთაისის კოლორიტულ უბნებში და ბოლოს რესტორანშიც გავჩერდით.
დამშეული ეკატერინე ემზადება საჭმელად
აპაჩის მაისურზე წარწერამ გუჯა მოხიბლა
ესეც სასტავი.
უკომენტაროდ.
გუჯა ტრადიციულად სტაანშჩიკთან ერთად ჩავაკარტოჩკეთ.
შემდეგ გავედით აპაჩისთან სახლში და იქაც დავლიეთ 1-2 ჭიქა. საწუხაროდ ამ მომენტისთვის მე ისევ შეუძლოდ გავხდი და აქ ფოტოები არ გადამიღია. უკან მშვიდობიანად წამოევდით და ჩამოვედით კიდევაც.
დიდი დიდი მადლობა ყველა ქუთაისელს აპაჩის და გუჯას თამადობით ასეთი სტუმართმოყვარეობისათვის!!!
რაკი დამასწარით და თითქმის ყველაფერი მოყევით, ვეცდები ერთი-ორი სიტყვა მაინც დავამატო ერთი-ორი სურათითურთ მაგალითად აი ამ სურათიდან შეიტყობთ, როგორ იტანჯებოდნენ ბოკელი ბიჭები, როცა ჯენტლმენურად დამითმეს ადგილი მანქანის წინა სავარძელში აი, აქ შოთა რაღაცას უკირკიტებს, მაგრამ რას ჯერ არ ვიცით, ფირის გამჟღავნების მერე შევიტყობთ შემდეგ მოწამეთის გზაზე მაგდუმ ნატვრის ხე დაინახა და სასწრაფოდ შეაბა ცხვირსახოცი აქეთობას ძალიან ლამაზი გამყიდველი ქალი ვნახეთ, ულამაზესი ცისფერი თვალები ჰქონდა, მაგრამ სულ ასე თვალდახრილი იჯდა... მერე გელათის მიდამოებში ასეთი მძინარე კაცი ვნახეთ მეტისმეტად უცნაურად მოწყობილ საწოლზე
Added @ ჰო, შოთას რჩევით, მაკროს გადაღებაც ვცადე, მაგრამ რად გინდა, ფუტკარიც გაფრინდა და ჭიანჭველებსაც ტყუილა ველოდე((((
ჩემი წვლილი მოწამეთის ამბებში სურათები დასკანირებულია დაბეჭდილი ფოტოებიდან... [დამუშავების გარეშე ვდებ] ფირი Kodac Academy ISO 200 აპარატი: ზენიტ ემ ესეიგი ვხსნი გუჯათი
ესეიგი ვაგრძელებ გუჟას პიპია მოწამეთის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე გავაჩერეთ რათა დავმტკბარიყავით იქოური მწვანილეულობით (სილამაზით კადრში: გუჯს პიპია და თვით მაგდუ ამ გაჩერებულ მანქანიდან გადმოხტა ბოკეს სპეცნაზი თავიანთი იარაღებით და მოვასწრი ბოკეს პრეზიდენთის თვით შოთრევანის დაფიქსირება ხოლო ფონზეა ვიცეპრეზიდენტი პანორამების დარგში ნიკალაუსი ხოლო მთლად უკან შუბლზე ბლესკები თ გუჯა და მაგდუ ეს ისევ ისე მუხლუხო რომელიც ვერადა ვერ მოგვშორდა იმ დღეს
ხოლო ეს კიდე კადრი რომლისდროსაც დაფიქსირებულია გუჯასი და კატერინას მსჯელობა იმის თაობაზე თუ როგორ დაიპყრონ მოწამეთა და როგორ გადასხან შეიარაღებული დესანტი