მართლა გულდასაწყვეტია, რომ საქართველოს იტორია საქართველოს საზღვრებს გარეთაა დარჩენილი უპატრონოდ და უმეთვალყურეოდ, საბერძნეთში, ისრაელში, თუ თურქეთში........ (თუმცა საქართველოს ფარგლებს შიგნით რაცაა, ისიც თავზე გვენგრევა და მათი გადარჩენის ნაცვლად სახელდახელო ეკლესიებს ვაგებთ ინდულგენციებივით (ღმერთო მაპატიე...))
გეთანხმები ასეცაა და ეს ყველაფერი ჩვენი ბრალია. ერთის მხრივ კარგია ახალი ტაძრების მშენებლობა რომ მიდის კომუნისტებივით აღარ ვანგრევთ მადლობა ღმერთს, თუმცა ძველი უნდა შევინარჩუნოთ. იცი გული რაზე მწყდება ხოლმე? როცა ვისმენ ასეთი სახის საუბარს: "აუუ ლონდონში მინდაააააააა, რა მაგარიაააა", ან "ისე როგორ უნდა მოვკვდე, რომ ეიფელის კოშკზე ვერ ავიდე და იქიდან..." (ძალიან გავრცელებული საქციელია ერთმა ქართველმა ხომ "კაცურად" შეასრულა). თურქებმა უარესი, ოფიციალური სახე მისცეს მას და "დაწესებულება 00" მიადგეს ჩვენს ტაძარს. რაღა შორს წავიდეთ. ამასწინათ ანანურში ვიყავი და ქვევით ერთი მიტოვებული ეკლესია დგას, რომელშიც საქონელი თავისუფლდება ბუნებრივი მოთხოვნილებებისაგან. მემგონი ის დროა თვალები გავახილოთ და რეალობას შევხედოთ. მოდით მეგობრებო ჯერ ჩვენი, დიახ ჩვენი ვნახოთ, ჩვენი გადავარჩინოთ და მერე წავიდეთ სადაც გაგვიხარდება...
giako, ხო, უამრავი ადგილია საქართველოში რაც სანახავია, დასაფასებელი და შესაყვარებელი, რადგან ის შენია და შენ თუ არ გეყვარება სხვა მოვა და სხვა შეიყვარებს.
ძალიან კარგი რეპორტაჟია, დიდი მადლობა მისი მომზადებისათვის სულ მინდოდა ზემო ქართლის (ტაოს) მონახულება და საქართველოში მომავალ ჩამოსვლაზე აუცილებლად უნდა ავიხდინო მაგ სურვილი !
მოკლედ რაც მქონდა ეკას მივეცი და ეხლა ვიქექები მე კიდემინდა წასვლა, არ ვიცი როდის მოვახერხებ და როგორ, უბრალოდ ძალიან ცოტა დრო გვქონდა ამ ყველაფრის სანახავად და კიდე ბოლომდე ვერ აღვიქვი ყველაფერი. მინდა ყველას მადლობა მოუხადო იმ ლამაზი დღეებისთვის, 35 ვე ადამიანი ძალიან ლამაზი და კარგები იყვნენ, რაც იშვიათია
დიდებული რეპორტაჟია, სევდის მომგვრელი, გულის ამაჩუყებელი, თუმცაღა იმის მაჩვენებელიც, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ შეგვიძლია და ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენი ერის სიწმინდე, ჩვენი შეუდარებელი ისტორიული ძეგლები, რომლებმაც მნახველებზე მომნუსხველი შთაბეჭდილება მოახდინა, დღესდღეობით საქართველოს ფარგლებს გარეთაა მოქცეული, მაგრამ ეს მხოლოდ ფიზიკურად, რუკაზეა ასე, ხოლო იმ გარემოებას, რომ ეს მემკვიდრეობა ჩვენი, ქართული სულის ნაწილია, ვერავინ უარყოფს. ყოველივე ეს კარგად იციან თავად თურქებმა და თუკი ათიოდე წლის უკან ვერცერთი ქართველი ვერ შეძლებდა ჟანდარმებთან ,,შეთამაშების" გარეშე ამ წმინდა ადგილების მონახულებას, დღეს ექსპედიციის მოწყობაა შესაძლებელი. ღვთის მეოხებით მოვა დრო, როცა შესაძლებელი გახდება ჩვენს წმინდა ადგილებში თავისუფლად სანთლების დანთებაც და ყველა მართლმადიდებლური რიტუალების შესრულებაც. ამისათვის კი საჭიროა ასეთი ექსპედიციები რაც შეიძლება ხშირად მოეწყოს.
მადლობას გიხდით ამ რეპორტაჟისათვის, რომელმაც კიდევ ერთხელ მაგრძნობინა სიამაყე ჩვენი ქართველობისა. ჩვენ არაფერი დაგვიკარგავს, ყველაფერი წინაა, ჩვენთან არს ღმერთი!!!
მე კიდევ ვაპირებ წასვლას ! ოქტომბერში არის გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღე ! წასვლა მინდა! გამოცდილება მაქ ! ამის ორგანიზება დიდი არაფერი არა!! თუ იქნება სურვილი 5 დღით წასვლა ეტა ნე პრაბლემა! ამ წასვლაზეც ისედაც მე მომიწია სირბილი ყველაფერზე და ......
ვაა არაჩვეულებრივი რეპორტაჟია ძალიან კარგი სუფთა ფოტოებით
პ.ს.ძალიან ლამაზია საქართველო. ძXალიაააააააააააან ასეთ ადგილას მეც დიდი სიამოვნებით წამოვიდოდი ეკა 10X Added @ ვაა არაჩვეულებრივი რეპორტაჟია ძალიან კარგი სუფთა ფოტოებით
პ.ს.ძალიან ლამაზია საქართველო. ძXალიაააააააააააან ასეთ ადგილას მეც დიდი სიამოვნებით წამოვიდოდი ეკა 10X
wow. გამოვშტერდიe.k.a.t.e.r.i.n.a, შენ განსაკუთრებით დიდი მადლობა.. სასიამოვნოა იმის რეალურად თუნდაც ფოთოებით ნახვა რაც მხოლოდ წარმოსახვაში არსებობს..საცკენია რომ კველაფერი განადგურებულია.