როგორც იქნა ავად თუ კარგად, რაც მთავარია მშვიდობიანად გადავაგორეთ ის ღამე.
ართვინში რასაკვირველია სასტუმრო ვერ ვიშოვეთ და დილაადრიან არტანუჯში ავაღწიეთ. იქ სასტუმრო ცოტა სხვა რამე ეგონათ მგონი, თან უკვე გათენებული იყო და აზრიც აღარ ჰქონდა დაბინავებას.
ერთადერთი რაც ამდენ ხანს გვაკლდა, ანუ საპირფარეშო, მალევე მოვიძიეთ დისკრიმინაცია პერვავა სორტა. ქალების ტუალეტი მინიმუმ 2-ჯერ პატარა იყო კაცების დაწესებულებაზე თანაც დაუსუფთავებელი და თანაც ძვირი
ეს "დაწესებულება" მგონი არავის გადაუღია.
შემდეგ იწვიმა. გიდმა იმედი გადაგვიწურა, ვერცერთ ადგილას ვერ მივალთ ისეთი საშიში გზებიაო. მის ნაცნობ მარშრუტკის მძღოლებს მაინც დავურეკეთ, იმათაც იგივე გვითხრეს. ნახევრად მძინარეები და საგონებელში ჩავარდნილები გოდერძი შარაშიამ გამოგვაფხიზლა. )მას თავისი გასაჭირი ეგდა, 5 ძეგლი ჰქონდა მარტო ფილმისთვის გადაღებული, ისიც ნახევრად დამჯდარი "ბრაკი" ელემენტებით) კითხვა მოკლედ და კონკრეტულად დასვა - გავრისკოთ, თუ არაო?
ჰოდა გავრისკეთ, და კიდევ კარგი არტანუჯს როგორც კი გავცდით, აღმოჩნდა რომ ქალაქს გარეთ მთელი ღამე წვეთი წვიმაც კი არ ჩამოვარდნილიყო. და დანიშნულების ყველა წერტილში უსაფრთხოდ და მშრალი ფეხსაცმლით მივედით (შიშის ერთადერთი მიზეზი თურქი მძღოლების "თამამი" სიარული იყო ბილიკისხელა გზებზე )
უდაბნოების გავლით უეცრად აღმოვჩნით აი ასეთ ადგილას: Added @ თითქმის აღარაფერია დარჩენილი. საშიშიც კია ტაძარში შესვლა, არ ჩამოინგრეს Added @ ესეც ფრაგმენტები: Added @
აქ რომ არ გველოცა, როგორ შეიძლებოდა
თუმცა ღამენათევებს საშინლად გვეძინებოდა, და რის აღქმასაც დაღლილობისგან ვეღარ ვახერხებდით, ფოტოაპარატით ვიმახსოვრებდით
ის ღამე ხოფაში გავათიეთ. სხვათა შორის მშვენიერი სასტუმრო იყო 20 ლირად (25 ლარამდეა). აი ამიტომ ვერ ქაჩავს საქართველო ტურიზმში ფასები გვაქვს ევროსტანდარტი, მომსახურება..........
კაი განვაგრძოთ. შემდეგი, ანუ ბოლო დღე ქალაქ მურღულს დავუთმეთ. ბოლოსდაბოლოს მურღულიების მთელი გვარი იყო წამოსული და ხომ უნდ ენახათ თავიანთი ქალაქი
ჰოდა ჩავედით მურღულში აღმოჩნდა ერთი ციცქნა, მაგრამ ძალიან ცივილიზებული ქალაქი. სულ ერთი ქუჩა იყო, მაგრამ ამ ქუჩაზე საჩაიეც იყო, და ინტერნეტკაფეც, და ყველანაირი ტექნიკის მაღაზია...... (ეეეეეჰჰჰჰჰჰჰ............... ყველა ჩვენ როგორ გვჯობია )
მოკლედ, რეპორტაჟი: Added @
ბაგრატიონის ბოთლი იმედია შენიშნეთ მაღაზიის ვიტრინაში
მთავარი ისაა, რომ ამ ქალაქში გაცილებით მეტი ქართველი იყო, ვიდრე სხვაგან, სადაც მანამდე ვიყავით.
ქართულიც გადასარევად იცოდნენ, სახეებიც ნამდვილი ქართული ჰქონდათ (მართალია შომი კი მიმტკიცებდა ქართული სახე არ არსებობსო ). თავიანთი ქართული გვარებიც ახსოვდათ და ისტორიაც....
Added @
ესენი სულ ქართველები არიან. მარცხნივ ჩოლოყაშვილი (ჩოლოყ-ოღლი), მარჯვნივ ჩხაიძე. დანარჩენი ორის გვარები არ მახსოვს.
როგორც იქნა გადმოვლახეთ სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, წვიმაში 5 დაუჯდომლად საათი ყურყუტისა და ჩხუბის შემდეგ, კიდევ კარგი ცვლის უფროსი ადამიანი აღმოჩნდა და ჩვენი ავტობუსი შედარებით ადრე, სულ რაღაც 5 საათში გამოატარა ურიგოდ....
მოკლედ, მოშიებულები და გაყინულები, დარჩენილი ლარების ამარა ბათუმის რესტორანში შევცვივდით ხაჭაპურის საჭმელად
ცოტა კი აღშფოთდნენ მეპატრონეები ამდენი ხალხი რომ დაგვინახეს, თანაც ცოტა ფულის გადახდის პერსპექტივით, მაგრამ ბოლოს ხელი ჩაიქნიეს და მშვენივრადაც გაგვიმასპინძლდნენ
ჩვენც ვეცადეთ ერთად მოგზაურობის ბოლო საათები რაც შეიძლება ხალისიანად გაგვეტარებინა, ვიმღერეთ, ვიცეკვეთ, ვიჭიდავეთ (! ), თავზე დავიმხეთ ყველაფერი, მერე ერთიც ერთობილივი ფოტო ჩავაკარტოჩკეთ და......
თბილისში დილის 7 საათზე ჩამოვედით......
ასე დამთავრდა ჩვენი ტკბილი და გემრიელი მოგზაურობა ტკბილს და მურაბა ხალხთან ერთად ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქილი აქა..... მომავალ შეხვედრამდე
პ.ს. ვისაც კიდევ აქვს ფოტოები, კიდევ დაამატეთ შესაბამისი კომენტარითურთ. ოღონდ ძალიან ნუ გადატვირთავთ. პ.პ.ს. თუ რაიმე მიზეზით გადაწყდება რომ გარკვეული დროსი შემდეგ ეს თემა უნდა დაარქივდეს ან წაიშალოს, ძალიან გთხოვთ გამაფრთხილეთ, აქ ატვირთული ფოტოების რომ გადავიტანო სხვაგან.
ისე აქ უმეტესობა ჩემი ფოტოებია და ზოგიერთი შომის, არადა მე ყველაზე ცოტა გადავიღე, შომმა და არჩიგიომ რამდენი გიგაბაიტი გაავსეს, ყველზე მწარედ შომის ლეპტოპს ემახსოვრება
archigio-ს პროლოგმა დახურაა, მართლა მაგარი იყო, ისე აღწერა ყველაფერი სურათების გარეშე წარმოვიდგინეე და მერე ეკატერინას ფოტოები .. ძალიან მომეწონა, დიდი სიამოვნებით წავიდოდი ტაოში
მაგრები ხართ!!
პ.ს. მართალია ყველა ფოტო ვერ გახსნა ბოლომდე მარა რაც გახსნა, მაგარია!!
ფოტოები ატვირთულია უცხოურ საიტზე, რადგან ბოკეზე ატვირთვის ფუნქცია გაუქმებულია, ამიტომაც ნელა იხსნება, დაარეფრეშეთ რამდენჯერმე და ყველა გაიხსნება. Added @ nachkebia, :მწარე სმაილიკი:
თავიდან ბოლომდე წავიკითხე და გაოგნებული დავრჩი. "ტანში ჟრუანტელი მივლისო"... სიმღერაში რომაა ეგრე ახლა ჩემი საქმე. მართლაც რომ დამბურძგლა. თანაც ეს ყველაფერი ლაზური მელოდიის ფონზე. ისტორიული კადრებია და რა დასანანია რომ ეს ყველაფერი მუსულმანების გასაჯეგად და დასანგრევად დავთმეთ. თან ჩავდივართ და სანთლის ანთების უფლებასაც არ გვაძლევენ. აქ ყველა მაძუნდარას: იეღოველს, 50-იანელს, 60-ნელს და 70-იანელს (და კიდევ ათასს ჭირს და უბედურებას) გავუღეთ კარი. ფუი ჩვენს ქართველობას! (რა თქმა უნდა ყველას არა ნუ მათ შორის მეც ) იმედია ოდესმე მომეცემა იმის საშუალება, რომ მოვილოცო ეს წმინდა ადგილები.
giako, აუცილებლად უნდა წახვიდეთ იქ. მე არ ველოდი თუ ასე მომეწონებოდა. ვაღიარებ, რომ კაპადოკიაში მინდოდა წასვლა და რაკი იქ ვერ წავედი, ამიტომ ტაო-კლარჯეთი გადავწყვიტე. თუმცა ნანახმა მართლა გადააჭარბა წარმოდგენილს.
მართლა გულდასაწყვეტია, რომ საქართველოს იტორია საქართველოს საზღვრებს გარეთაა დარჩენილი უპატრონოდ და უმეთვალყურეოდ, საბერძნეთში, ისრაელში, თუ თურქეთში........ (თუმცა საქართველოს ფარგლებს შიგნით რაცაა, ისიც თავზე გვენგრევა და მათი გადარჩენის ნაცვლად სახელდახელო ეკლესიებს ვაგებთ ინდულგენციებივით (ღმერთო მაპატიე...))