ვახ, ვახ, ვახ, რა ხალხი, რა თემა, რა რეპორტაჟი, რა ფოტოები... როგორ ხართ, ტაოელებო? მომნატრებიხართ, ხო იცით! განსაკუთრებით - ამ რეპორტაჟის წაკითხვის შემდეგ და ტაოში წასვლაც ისევ მომინდა. დღეს დავრეგისტრირდი, მაგრამ დასაწერად ახლაც არ მცალია. გზადაგზა შემოგიერთდებით. ჰო, აქ რამდენიმე კითხვაც იყო. ერთ-ერთი ლამას კურიოზებს ეხებოდა და ეს თემა უკვე გახსნილია KARAVI.GE-ზე, ზოგად საუბრებში. მხოლოდ ეგაა, მაგის მერე ლამა დაგვეკარგა უტარო დანასავით.
archigio, ჩასაფრებული იყავი, შე კაცო? გაუმარჯოს, როგორ ხარ, გიო? სამწუხაროდ, მერე ვერ წავედი... არადა, ძაან კი მინდოდა. ერთი იდეა ახლაც მაქვს, თუ დაინტერესედებით. მაგრამ ეს უფრო იმათ თუ დააინტერესებთ, ვინც უკვე იყავით ტაოში. ძალიან მინდა ბურსაში წასვლა. იქვე ახლოს პატარა ქართული ქალაქია - ინეგოლი. როგორც მურგული აღმოჩნდა სავსებით ქართული ქალაქი, ეგრეა ინეგოლიც. მის ირგვლივ რამდენიმე ქართული სოფელია. მათ შორისაა ჰაირიე, სადაც მართლაც დიდი მამულიშვილი - ახმედ მელაშვილია დასაფლავებული. ძალიან მინდა მის საფლავზე მისვლა. თან, ქართველებსაც ვნახავ... მართალია, ცოტა შორსაა, მაგრამ ვფიქრობ, შაბათ-კვირას თუ გამოვიყენებთ, 3-4 დღე გვეყოფა. ხართ მსურველები? P.S. რომელ ფულზე მეუბნები? შეკრება, პურის ჭამა და იმ დღეების გახსენება კი კარგი იდეაა.
კი ! მეც გამიგია მაგ ქალაქის შესახებ!!! ამასწინად გადაცემეაც იყო მემგონი! მე ვფიქრობ და ძალიან მინდა რომ გავაკეთოთ!!! ოღონც ეხლა არ გამოვა!!! ზაფხულში!!! მინდა ტაო მინდა კაბადოკია მინდა ინეგოლი!!!
ამ ყველაფერს 10 დღე კაკ მინიმუმ ჭირდება ნუ 2 კვირა უკვე ძაან კარგი იქნება!!!
გაზაფხულის სუნს რომ ვიგრძნობ დავიწყებ მოქმედებას მაშინ იმედია ერთ მარშუტკა კარგებს მოვაგროვებ და ამ პატარა მოგზაურობაში გავემგზავრებით !!! მაგრამ პატარა რომ არ იქნება ეს უკვე გამოცდილებიდან ვიცით
10-დღიანი თუ გინდა, კარავიდან ახლაც მიდიან, თუ უკვე არ შეივსო ადგილები. ეგეთ ტურებს საპატრიარქოც აწყობს და თუ წასვლაა, იმას გაჰყევი, არ მოგწყინდა იგივე ორომტრიალი? რაც შენ მაშინ გადაგწყდა! მეც მაგათზე ვფიქრობ გაყოლას, მაგრამ ეგენი ტაო-კაპადოკიაში დადიან და არა ბურსა-ინეგოლში.
საკუთარი სასტავი ჯობია - მაგაში გეთანხმები, მაგრამ მე იმ პონტში ვთქვი, რომ იქ მიიტან ფულს და მორჩა! თავისუფალი ხარ ყოველგვარი ორგანიზაციული საზრუნავისგან.
ჰო, მარშუტკა აშკარად ჯობია. მაშინ მაგან მართლაც გაგვწეწა. კიდევ - პატარა ჯგუფით წასვლა ჯობია, უფრო ორგანიზებულია და მოქნილი, ადვილი სამართავია. და ორგანიზებას რაც შეეხება, კარგა ბევრი გარჯა დაგადგა მაგაზე - ფულის დათვლა, ყველაფერზე ყურადღების მიქცევა, მოლაპარაკება, გადაწყვეტილებების მიღება და რა ვიცი, კიდევ.
სამაგიეროდ თვლა ვისწავლე , ცოტა თურქულიც კიდე. ნუ იმ მომენტში ცოტა რთული იყო მარა მერა კარგია
თურქული რა გითხრა, მაგრამ 36-მდე დათვლა მართლა დაამუღამე. გახსოვს, მე რომ გეხუმრე მაგის თაობაზე?
QUOTE
შენ ყველაზე დამჯერი და უპრეტენზიო იყავი!!! მადლობას მოგახსენებთ ბატონო ირაკლი!!!
არაფრის, ჩემო გიო. მადლობა რა სათქმელია. საერთოდ, ეგეთი ბუნჩულა ვარ. გაწითლებისსმაილაკი... e.k.a.t.e.r.i.n.a, პრივეტ, ეკატერინა. როგორ ხარ? გატყობ, ტაოს ნოსტალგია ასე მალე მოგძალებია, თუმცა ეგ ვის არ მოგვეძალა! იქიდან ჩამოსულს იმ 5-დღიანი მოგზაურობის შთაბეჭდილებები რეაკურად მომდარი ამბავი კი არა, სიზმრად ნახული მეგონა. 2-3 დღე ასე მეგონა, თითქოს დამესიზმრა, რომ მეც იმ ბილიკზე დავდიოდი, სადაც ოდესღაც დიდი ხანძთელი დააბიჯებდა, თითქოს სიზმარში დავდიოდი კურაპალატების, მთაწმიდელების და სხვა გამოჩენილ მამულიშვილთა ნაკვალევზე... არა რა - ეს ყველამ საკუთარ თავზე უნდა გამოსცადოს, თავად უნდა იგრძნოს, თორემ ამის აღწერა, გადმოცემა შეუძლებელია. და მომავალში თუ მართლა ეგრე ხანგრძლივად ვაპირებთ წასვლას, ცხადია, ზაფხული აჯობებს. სიმართლე გითხრათ, ახლა უფრო ის ბურსა-ინეგოლის მხარე და კაპადოკია მაინტერესებს, რაკი სხვები მეტ-ნაკლებად ვნახე (თუმცა იმერხევი ჩვენთვის ჯერ კიდევ ყამირია. პლუს, ძალიან მწყდება გული, რომ ქართულ სოფლებში ვერ შევედით. არადა, ერთი რა ახლოს იყო მახათეთთან - ფეხით გადახვიდოდი, რა ახლოს ჩავუარეთ ბალხს...) თუმცა კაპადოკიიდან ყველაზე მეტად პემუკალე მაინტერესებს.
ლამა არ დაგავიწყდეთ. კარავში გამოჩნდა დღეს. მგონი, სვანეთიდან ჩამოსულა და ეგრევე ხინკლაობის თემაში შევარდა. ხუმრობა იქით იყოს და აბსოლუტურად ყველა ძეგლს დიდი სიამოვნებით მოვინახულებდი თავიდან, მაგრამ ყველაზე მეტად - ჯოჯოხეთის კანიონს. გახსოვს ის გრძნობა, ჰიმნი და საგალობლები რომ დააგუგუნეთ? მართლა ენით აუწერელი სიამოვნება იყო. მთელ სხეულში ჟრუანტელს რომ მოგგვრიდა, ისეთი. ან ის ბოლქვაძე გახსოვთ, არტანუჯში, შატბერდში წასვლის წინ რომ მოვიდა და ლამის გვეხვეწებოდა ციხის ნახვას - რამდენჯერმე გაგვიმეორა, ეგაა ქართველების აშენებული ციხე, მაგის უნახავად არ წახვიდეთ საქართველოშიო...